ხუთშაბათი, 18.04.2024, 14:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » აზიის უძველესი ისტორია/სარჩევი/შუმერი
10:37
აზიის უძველესი ისტორია/სარჩევი/შუმერი
ქვა ლურსმული წარწერით ლაგაშიდან.

შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობა.

ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოს ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ეფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით კლასების ჩამოყალიბება.

დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს, ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები. ტაძრები ასრულებდნენ არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ინახებოდა მოსავლის მარაგები. დაახლოვებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.

ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუ, ნიფური, ქიში, ლაგაში, ურუქი, ური და უმა.



დამწერლობამდელი პერიოდი და დამწერლობის შექმნა.

შუმერებმა წერა თიხის ფილებზე ლერწმით დაიწყეს. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს, ან ამ საგანთან დაკავშირებულ ცნებას. მაგალითად სიმბოლო "ფეხები" ნიშნავდა სიარულს, მოსვლას, მოტანას, დგომას. ამრიგად გრამატიკული ფორმები დამწერლობაში არ აისახებოდა, და ეს თავდაპირველად არც იყო საჭირო, რადგან დოკუმენტებში აისახებოდა მხოლოდ ციფრები და გამოსათვლელი პროდუქტების სიმბოლოები. მხოლოდ ძვ. წ. 2400 წლისთვის მიიღო ლურსმულმა დამწერლობამ ისეთი სახე, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა.

ლურსმული დამწერლობით ფილა

რაც შეეხება ლურსმულ დამწერლობას, თიხის ფილაზე ძალიან რთულია სიმბოლოების ასახვა, ამიტომაც მიიღო დროთა განმავლობასი სიმბოლოებმა ის ფორმა, რომელსაც ლურსმული დამწერლობის სახით ვიცნობთ.

ლურსმული დამწერლობით შექმნილი წარწერების შესწავლამ ცხადყო, რომ ამ პერიოდში სამხრეთ შუამდინარეთში ცხროვრობდა ორი სხვადასხვა ერი, რომლების ორ სრულიად განსხვავებულ ენებზე საუბრობდნენ და წერდნენ, ეს იყო შუმერული ენა და აქადური ენა. შუმერული ენა არ ენათესავება არცერთ ცნობილ ენას, ხოლო აქადური მიეკუთვნება აღმოსავლეთ სემიტურ ენებს. შესაძლოა ამ პერიოდში ცხოვრობდნენ კიდევ სხვაენოვანი ტომები, მაგრამ მათ შესახებ ცნობებმა ჩვენამდე არ მოაღწია.

მესოპოტამიური უძველესი ტექსტები (ძვ. წ. 2900 - ძვ. წ. 2500) დაწერილია მხოლოდ შუმერულ ენაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აღმოსავლელი სემიტები ამ პერიოდში არ ცხოვრობდნენ შუამდინარეთში, როდესაც ძვ. წ. 2350 წლამდე სამხრეთ მესოპოტამიაში უფრო გავრცელებული იყო შუმერული ენა, ცენტრალურ და ჩრდილო მესოპოტამიაში ჭარბობდნენ სემიტური ენები.

არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში შუმერებსა და სემიტებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტები არ ყოფილა, სავარაუდოდ მაშინ ხალხი ასეთი ფართო კატეგორიებით არ ხელმძღვანელობდა, ომობდნენ ერთმანეთში უფრო მცირე ერთეულები, ქალაქები და ტომები. ყველა მესოპოტამიელის თვითდასახელება იყო "შავთავიანი", შუმერულად სანგ-ნგიგა აქადურად ცალმატ-კაქადი.

ვინაიდან იმდროინდელი ისტორია ჩვენთვის უცნობია, ისტორიკოსები ხელმძღვანელობენ არქეოლოგიური პერიოდიზაციით. არქეოლოგები ასხვავებენ დამწერლობამდელ პერიოდს (ძვ. წ. 2900 - ძვ. წ. 2750), რომელიც ორ ქვეპერიოდათ იყოფა დაადრეული დინასტიის პერიოდს (ძვ. წ. 2750 - ძვ. წ. 2310), რომელიც სამ ქვეპერიოდათ იყოფა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ უძველესი ლურსმული დამწერლობა მთელ სამხრეთ მესოპოტამიაში სრულიად იდენტური იყო, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი სადღაც ერთ ადგილას შეიქმნა და ეს ადგილი ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ მესოპოტამიის სხვა მოსახლეებმაც გადაიღეს იქედან დამწერლობა. სავარაუდოდ ეს ქალაქ ნიფურში მოხდა. ამ ქალაქში იყო ქალღმერთ ენლილის ტაძარი, რომელსაც ყველა "შავთავიანი" სცემდა თაყვანს, თუმცა ყველა "ნომს" საკუთარი ღმერთი ყავდა. სავარაუდოდ, ნიფური სახელმწიფომდელი შუმერის რელიგიური ცენტრი იყო, ასეთივე დარჩა მოგვიანებითაც, თუმცა იგი არასდროს არ იყო პოლიტიკური ცენტრი.

ადრეული დინასტიის პერიოდი.

ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს შუმერებმა შექმნეს ერთგვარი პრიმიტიული ისტორია, ე. წ. "მეფეთა სიები", ანუ იმ მეფეთა სია, ვინც მესოპოტამიის ქალაქებში მეფობდნენ. ამ სიაში მოხვდნენ არა მხოლოდ ისტორიული, არამედ მითიური პერსონაჟებიც. ამის გარდა სია ვერ დაიკვეხნიდა ვერც სიზუსტით, რადგან ზოგი მეფეები არა ერთი მეორეს მიყოლებით მეფობდნენ, არამედ პარალელურად, ზოგი კი მეფე კი არა, არამედ უმაღლესი ქურუმი იყო.

"წარღუნამდე" მეფეები საერთოდ მითიურად მიიჩნევიან, ისტორიკოსები თვლიან რომ რეალურად მხოლოდ წარღუნის შემდეგ მყოფი მეფეები არსებობდნენ. ამრიგად წარღუნის შემდეგ ქიშის პირველი დინასტიის მმართველობა ემთხვევა არქეოლოგიურ ადრეული დინასტიის პერიოდს.

ქიშის პირველი დინასტიის უკანასკნელი მეფე იყო ენ-მებარაგესი, რომლის შესახებაც ცნობილია არა მხოლოდ "მეფეთა სიიდან", არამედ მისი საკუთარი წარწერებიდანაც, არის პირველი მმართველი რომლის შესახებაც გაგვაჩნია ცნობები. იგი ომობდა ელამთან. მისი ვაჟი აგი კი ცდილობდა ქიშითვის დაემორჩილებინა ურუქი. ურუქის უხუცესთა საბჭო უკვე თანახმა იყო დამორჩილებაზე, მაგრამ სახალხო კრებამ მეფედ აირჩია გილგამეში და გადაწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. აგამ ურუქი ვერ აიღო და საბოლოოდ იძულებული გახდა დამორჩილებოდა გილგამეშს.

გილგამეშის შესახებ მოგვიანებით შეიქმნა ლეგენდების მთელი სერია და ცნობილი ეპოსი, ამიტომ ძალიან რთულია იმის გარკვევა, თუ რა იყო ნამდვილი ისტორიული ფაქტები, რაც ისტორიულ გილგამეშს უკავშირდება და რა შეითხზა შემდეგ. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ რეალური გილგამეში მართლაც მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რადგან მან ასე დაამახსოვრა თავი შთამომავლებს.

გილგამეშით იწყება ადრეული დინასტიის მეორე პერიოდი. ამ პერიოდის შესახებ ცნობები ტაძრების საშემოსავლო არქივებიდან და სასწავლო ტექსტებიდან მოგვეპოვება. ამ პერიოდში შურუფაქის ტომების გაერთიანება შედიოდა სამხედრო კავშირში, რომელშიც მთავარი ურუქი იყო. ურუქში სავარაუდოდ გილგამეშის შთამომავლები მეფობდნენ.

ურის საბრძოლო ეტლები ძვ. წ. XXVII საუკუნე.

ურუქის შემდეგ ძვ. წ. XXV საუკუნეში წამოიწია შუმერულმა ქალაქმა ურმა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია არაერთი ძალიან მდიდრული სამარხი. ნაპოვნია ძვირფასი ქვები, რომლებიც ინდოეთიდან, ჩრდილოეთ ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაა შემოტანილი, ეს მეტყველებს ურის მმართველების სიმდიდრეზე და ვაჭრობის განვითარებაზე. ინდოეთთან ვაჭრობა სავარაუდოდ საზღვაო გზებით ხდებოდა.

ურის პირველი დინასტიით იწყება ადრეული დინასტიის უკანასკნელი პერიოდი. ურის მმართველები ცდილობდნენ დაემორჩილებინათ გარშემო მცხოვრები ნომები. ურის გარდა რეგიონში ჰეგემონიაზე პრეტენზია ჰქონდა ლაგაშს. ძვ. წ. 2400 წელს ლუგალელებმა დაამარცხეს და დაიმორჩილეს მეზობელი ქალაქი უმა, შემდეგ ლაგაშის მმართველმა ეანათუმმა დაიპყრო ქიში, მაგრამ მისმა შთამომავლებმა ვერ შეინარჩუნეს იგი. ლაგაში ამის გარდა ურთანაც ომობდა.

შემდეგ ლაგაშის მმართველი გახდა ენენთარზი. მან ტაძრებს ჩამოართვა მიწები და სახელმწიფო მიწებს შეუერთა, რითაც დაუმორჩილა რელიგია სახელმწიფოს. ამან და სხვა უცნობმა ფაქტორებმა ლაგაშელთა უკმაყოფილება გამოიწვია და ენენთარზის შემდეგი მეფე ლუგალბანდა ჩამოაგდეს ტახტიდან. მის შემდეგ მეფედ ურუინიმგინა (დაახ. ძვ. წ. 2318 - ძვ. წ. 2310) აირჩიეს. მმართველობის მეორე წელს მან ჩაატარა რეფორმები, რომლის შესახებაც დარჩა წარწერები. მან დაუბრუნა ტაძრებს მიწები, ქურუმებს მეტი უფლებები მისცა და გააუქმა ძველი ვალები. მან დაიწყო უმასთან მორიგი ომი, რომელიც ლაგაშისთვის მძიმე აღმოჩნდა. ამ დროისთვის უმას მმართველმა ლუგალზაგესმა დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია ლაგაშის გარდა. ლაგაშის დამარცხების შემდეგ მან ქიშიც დაიპყრო.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1240 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები