სამშაბათი, 23.04.2024, 16:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » სარგონიდების სახელმწიფო
10:39
სარგონიდების სახელმწიფო

აქადის იმპერია იყო ქალაქ აქადის (ჩრდილოეთ შუმერეთი) გარშემო ჩამოყალიბებული სახელმწიფო. აქადის იმპერიის დამფუძნებლად სარგონ ძველი მიიჩნევა. იმპერიამ იარსება ძვ. წ. 2350 - ძვ. წ. 2150 წლებში.

უმის მეფემ ლუგალზაგესმა პირველმა სცადა შუმერული ქალაქების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება. მან დაიპყრო თითქმის მთელი ქვემო მესოპოტამია, მაგრამ მისი პოლიტიკით თითქმის ყველა ქალაქი უკმაყოფილო იყო. მალე მას დაუპირისპირდა ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა სარგონ ძველის სახელით (ძვ. წ. 2316 - ძვ. წ. 2261). იგი ჩრდილოეთ ქვემო მესოპოტამიიდან იყო და მისი მშობლიური ენა სემიტური იყო.

სარგონმა დაამარცხა ლუგალზაგესი და დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია. თავის დედაქალაქად მან უმნიშვნელო ქალაქი აქადი აირჩია, რომლის ნაქალაქარი დღემდე არაა ნაპოვნი, თუმცა მან ისეთი როლი ითამაშა მესოპოტამიის ისტორიაში, რომ მოგვიანებით მთელ რეგიონს აქადია ეწოდა. სარგონს როგორც ჩანს ბევრი მომხრეები ყავდა ხალხის ფართო მასებში, რადგან იგი არ იყო ნომურ არისტოკრატიასთან დაკავშირებული.

შუმერის პოლიტიკურ დამარცხებას არ მოყოლია მისი კულტურის დაკნინება. აქადელებმა იგი გაითავისეს და თავისმხრივ შეიტანეს წვლილი მის განვითარებაში.

სარგონმა შეცვალა ნომური (თემური) ქალაქ-სახელმწიფოების წყობა და ჩამოაყალიბა ერთიანი სახელმწიფო. საერთოდ სარგონმა დაიპყრო ტერიტორია სპარსეთის ყურედან ხმელთაშუა ზღვამდე. სარგონმა ამის გარდა ახლად შექმნილ სახემწიფოში მოახდინა სხვადასხვა განზომილებების ერთეულების უნიფიკაცია. მის დროს აყვავდა ვაჭრობა.

სარგონის მმართველობა ერთპიროვნული იყო. უკვე მისი ვაჟების მეფობისას მესოპოტამიაში არაერთი აჯანყება მოხდა მათ წინააღმდეგ. სარგონიდები ამ აჯანყებებს სისხლში ახშობდნენ.

მიუხედავად იმისა რომ სარგონიდები სემიტურ-ენოვანები იყვნენ, აკადში ოფიციალური ენა ჯერ კიდევ შუმერული იყო. სემიტური ენა ჯერ კიდევ სარგონამდე იყო გავრცელებული შუმერულ ქალაქებში, მხოლოდ ლაგაში იყო ამ დროისთვის მხოლოდ შუმერენოვანი.

სარგონის უმცროსი ვაჟი მანიშტუშუ აიძულებდა თემებს გაეყიდათ სახელმწიფოსთვის მიწები ნომინალურ ფასად. აქედან ჩანს რომ ამ დროს მესოპოტამიასი მიწის პატრონი იყო არა მეფე, არამედ თემი და მეფე ყიდულობდა მიწებს როგორც კერძო პირი. ამის შესახებ მანიშუტუს ბრძანებით შექმნილია წარწერები, რომლებმაც დღემდე მოაღწია.

სარგონის შვილების აგრძელებდნენ დამპყრობლურ ომებს. მანიშტუშუმ არაერთხელ გაილაშქრა ელამის წინააღმდეგ. მისმა ძმისშვილმა ნარამ-სუენმა (ძვ. წ. 2236 - ძვ. წ. 2200) კი ელამთან წერილობითი ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვითაც ელამს საგარეო პოლიტიკა აკადთან უნდა შეეთანხმებინა. ეს ჩვენთვის ცნობილი პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. მარამ-სუენის დროს დასრულდა სარგონის მიერ დაწყებული სახელმწიფო რეფორმები და მან აიღო სამყაროს ოთხი მხარის მეფის ტიტული. იგი პირველი იყო, ვინც ცხოვრებაში და არა საკვდილის შემდეგ საკუთარი თავი ღვთაებრივად გამოაცხადა.

აქადის იმპერიის სიძლიერემ ცოტა ხანს გასტანა, უკანასკნელი ძლიერი მეფის შარკალიშარის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მეფეები ერთი მეორეს სწრაფად ცვლიან, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა. აქადის და სუმერის სახელმწიფო დაიშალა. სემიტური ჩრდილოეთი და შუმერული სამხრეთი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ჩვე არ გვაქვს ცობები იმის შესახებ ებრძოდნენ თუ არა შუმერები აქადელებს იარაღით ხელში, მაგრამ შუმერული ტექსტებიდან კარგად ჩანს მათი უარყოფითი დამოკიდებულება აქადის მიმართ. აქდელებისადმი სიძულვილი იმანაც გამოიწვია, რომ ამ უკანასკნელებმა ნიპურში, შუმერთა წმინდა ქალაქში, დაანგრიეს ენლილის ტაძარი.

მიუხედავად შუდა პოლიტიკური არასტაბილურობისა, აქადის იმპერიის საბოლოო კრახი დაკავშირებულია კუტიების შემოჭრასთან. კუტიების მომთაბარე ტომებმა დაანგრიეს და გაძარცვეს შუამდინარეთის მრავალი ქალაქი, მათ შორის აქადიც გაასწორეს მიწასთან, ისე რომ დღემდე უცნობია თუ სად მდებარეობდა მსოფლიოში პირველი იმპერიის დედაქალაქი.

გუდეა.

ნარამ-სუენის მეფობის ბოლოს შუამდინარეთს შეუტიეს გუდეელების ტომებმა ირანიდან. ამ დროიდან დაიწყო აქადის სახემწიფოს დაკნინება. აქადის მეფე გახდა ლაგაშელი გუდეა. მან დაუბრუნა ტაძრებს ჩამორთმეული მიწები. მან ააშენა ნინგირსუს ტაძარი. ამის გარდა მისი მმართველობის პერიოდში სხვა მრავალი ძეგლი აშენდა. მისმა ჩამომავლებმა ვერ შეძლეს მისი ძალაუფლების შენარჩუნება და ლაგაშის პოლიტიკური მნიშვნელობა დაეცა.

ურის მესამე დინასტია .

ახლო აღმოსავლეთი ძვ. წ. III ათასწლეულის მიწურულს.

ეს პერიოდი იყო შუმერული ცივილიზაციის განვითარების უკანასკნელი ეტაპი, მას ასევე შუმერულ რენესანსს უწოდებენ. მოკლე ხანში ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ უთუხენგალმა დაიწყო აჯანყება და გაანთავისუფლა სამხრეთ მესოპოტამია. მის შემდეგ გამეფდა ურ-ნამუ (ძვ. წ. 2111 - ძვ. წ. 2094), რომელმაც თავის დედაქალაქად ური აირჩია. ახალ სახელმწიფოს ეწოდა "შუმერის და აქადის სამეფო". მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დოკუმენტაციის ენა შუმერული იყო, სალაპარაკო შუმერული უკვე კვდებოდა.

ურ-ნამუმ და მისმა ვაჟმა შულგიმ (ძვ. წ. 2093 - ძვ. წ. 2046) შექმნეს კლასიკური ბიუროკრატიული სახელმწიფო. მათი მმართველობის პერიოდიდან შემონახულია 100 000–ზე მეტი საკანცელარიო დოკუმენტი. "შუმერის და აქადის სამეფო" მალე გასცდა სამხრეთ მესოპოტამიას და შეიერთა ჩრდილო მესოპოტამიაც და ელამის ნაწილიც.

მესამე დინასტიის სახელმწიფომ დაახლოვებით 100 წელი იარსება. სწორედ ამ დროს შეიქმნა "შუმერის მეფეთა სია", პრიმიტიული მატიანე და სწორედ მეფე შულგის დროს მოხდა კანონების პირველი კოდექსის გამოქვეყნება.

ურის დაცემა .

შუმერების და აქადის სამეფოს აღსასრული დასავლეთ სემიტურმა მომთაბარე ტომებმა მოიტანეს. ურის მეფეებმა მომთაბარეებისგან დასაცველად ააშენეს კედელი, რომელიც სახრეთ მესოპოტამიას ჩრდილოეთიდან იცავდა. მომთაბარეებმა კი დაახლოვებით ძვ. წ. 2025 წელს გადაკვეთეს ჩრდილოეთ მესოპოტამია და შუმერეთში შემოიჭრნენ აღმოსავლეთიდან.

ურის მეფე იბი-სუენი (ძვ. წ. 2027 - ძვ. წ. 2003) ამ დროს ელამურ ქალაქებს იპყრობდა, როგორც ჩანს მან არ შეაფასა მომთაბარეებისგან მომდინარე საშიშროება, რომლებიც ურის ყანებს საძოვრებად იყენებდნენ. ურში დაიწყო შიმშილი. მეფემ გააგზავნა იშბი-ერა პურის შესასყიდლად, მაგრამ ამ უკანასკნელმა იხელთა მომენტი და საკუთარი თავი გამოაცხადა მეფედ, ურს კი არ გაუწია დახმარება. ასე დაემხო ურის მესამე დინასტია. ახალი მმართველები აგრძელებდნენ მესამე დინასტიის პოლიტიკას, თუმცა ამ დროისთვის სალაპარაკო შუმერული ენა უკვე გაქრა და პირველობა სემიტებზე გადავიდა. უკანასკნელი შუმერული ისინას დინასტია დასრულდა ძვ. წ. 1730 წელს, ბაბილონში ხამურაბის მეფობისას.

კულტურა .

არქიტექტურა .]

ზიქურათი ურიდან, რეკონსტრუქცია

შუამდინარეთში არაა სამშენებლო ხე-ტყე, ამიტომ ძირითადი სამშენებლო მასალა იყო გამოუწვავი თიხის და ქვიშის აგური. შუამდინარეთში შემდებოდა როგორც სასახლეები ასევე რელიგიური დანიშნულების ზიქურათები. ჩვენთვის ცნობილი უძველესი ტაძრები (ზიქურათები) ძვ. წ. IV - III ათასწლეულებისაა. ზიქურათი წარმოადგენს ოთხკუთხედ, პირამიდის მაგვარ კოშკს, რომლის თავზეც შენდებოდა ტაძარი. კედლები იღებებოდა შავად, თეთრად ან წითლად.

ამ დროის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ნიშანია ტაძრების პლათფორმებზე აშენება. შესაძლოა პლათფორმა გამოიყენებოდა ტაძრის სინესტისგან დასაცავად, თუმცა ზოგი მკვლევარი ამ პლათფორმებს მიიჩნევს შუმერების მთიული წარმოშვების გამამტკიცებელ საბუთად. ასეთივე დამახასიათებელი ნიშანია კედლის ტეხილი ხაზები. ფანჯრები ვიწრო იყო, შენობის გასანათებლად გამოიყენებოდა სახურავში ხვრელი.

რელიგია.

შუმერული ქალღმერთის გამოსახულება

შუმერული რელიგია ჩვეულებრივი წარმართული რელიგია იყო. სხვადასხვა ღმერთები "განაგებდნენ" ბუნების სხვადასხვა ძალებს. ხდებოდა ასევე გმირების და მეფეების გაღმერთებაც. შუმერებს ჰყავდათ როგორც საყოველთაო ღმერთები, ასევე ყოველი თემი თავის "შინაურ" ღვთაებებს სცემდა თაყვანს. "საერთო" ღმერთები იყვნენ: ანი - ცის ღმერთი, ოკეანეს ღმერთი ენქი, დედა ქალღმერთი ენლილი, რომლის ტაძარიც იყო ქალაქ ნიფურში, მზის და მთვარის ღმერთები და ა.შ.

ტაძრებს უშენებდნენ მხოლოდ "მთავარ" ღმერთებს. ტაძარში იყო ცენტრალური ეზო და ორი გვერდითი ეზო. ცენტრალურ ეზოში განთავსებული იყო ღვთაების გამოსახუკლება, საკურთხეველი და მსხვერპლშეწირვის მაგიდა.

ამ პერიოდში სახვით ხელოვნებას უმეტესად რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. შუმერი ფერმწერები და მოქანდაკეები აკეთებდნენ ცხოველების და ადამიანების გამოსახულებებს. როგორც წესი ცხოველებს ძალიან ცისტად ასახავდნენ, ხოლო ადამიანის გამოსახულებაში მთავარი იყო არა ანატონიური სიზუსტე, არამედ ემოციური მდგომარეობის გადმოცემა.

ლიტერატურა .

დღეს ცნობილია შუმერული ლიტერატურის 150-მდე ძეგლი. მათმა დიდმა ნაწილმა მხოლოდ ფრაგმენტულად მოაღწია ჩვენამდე. ძირითადად ეს არის მითების პოეტური გადმოცემა, სასიყვარულო და რელიგიური სიმღერები, მეფეებისადმი მიძღვნილი ჰიმნები. ფართოდაა წარმოდგენილი დიდაქტიკური ნაწარმოებები. ყველაზე გავრცელებული კი მაინც რელიგიური ჰიმნები იყო.

შუმერული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ძეგლია ეპოსი გილგამეშის შესახებ. ეს არის ძვ. წ. XXVII საუკუნის ურუქის მეფის გილგამეშის გმირობების შესახებ ლეგენდების კრებული, რომელიც მოგვიანებით აქადურად ითარგმნა. სწორედ ამ ეპოსში არის უთნაფიშთიმის ამბავი, რომელიც გადაურჩა წარღუნას, სწორედ ეს ლეგენდა არის ბიბლიური ნოეს პროტოტიპი. ასევე ცნობილია ეპოსი სამყაროს შექმნის შესახებ "ენუმა ეფიში".

შუმერების აღმოჩენა და შესწავლა .

როგორც ვნახეთ, შუმერული კულტურა III ათასწლეულის მიწურულს სრულიად გაითქვიფა აღმოსავლურ სემიტურ კულტურებში. ისტორიოგრაფია მაშინ ჯერ არ იყო განვითარებული. იმ დროინდელი მატეანეები კი როგორიცაა "მეფეთა სია" არაა სანდო და თანაც მალე დავიწყებულ იქნა. შუმერული ენა ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულს ბაბილონშიც დაივიწყეს და ბაბილონური-ასირიული ცივილიზაციის გაქრობის შემდეგ "ამბის მომტანიც" აღარ დარჩა. ანტიკურმა ისტორიკოსებმა არაფერი არ იცოდნენ შუმერების შესახებ, ასე იქნა პირველი ცივილიზაცია მივიწყებული.

პირველად შუმერების შესახებ შეიტყვეს ასირიული ლურსმული ფირფიტებიდან XIX საუკუნეში. ასევე აღმოჩენილ იქნა უცნობ ენაზე დაწერილი ფირფიტები. ლინგვისტებმა "გამოთვალეს", რომ ეს უცნობი შუმერული ენაა და რადგან არსებობს შუმერული ენა, უნდა ეარსებათ შუმერებსაც. ამის შემდეგ არქეოლოგებმა დაიწყეს შუმერების არსებობის დამამტკიცებელი საბუთების ძებნა მესოპოტამიაში და მალე იპოვეს კიდეც.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1697 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები