შაბათი, 20.04.2024, 08:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » პროგრამირება C-ში
10:43
პროგრამირება C-ში

C (პროგრამირება)/რატომ C?

C ყველაზე ხშირად გამოიყენება ოპერაციული სისტემების პროგრამირებისათვის. პირველი ოპერაციული სისტემა რომელიც დაიწერა C-ში, იყო იუნიქსი , შემდეგ კივინდოუსი,მაკ ოს X და ლინუქსი.

C გამოიყენება არა მარტო ოპერაციული სისტემების პროგრამირებისათვის, არამედ დღეს-დღეობით არსებული თითქმის ყველა მაღალი-დონის ენებისათვის, მაგალითად:პერლიPHPპითონი და რუბი.

ანალოგიურად, ვთქვათ რომ თქვენ უნდა ისწავლოთ ესპანური, იტალიური, ფრანგული, ან პორტოგალიური. გგონიათ რომ ლათინურის ცოდნა დაგეხმარებათ? ისევე როგორც ლათინური იყო ამ ყველა ენის ფუძე, C-ის ცოდნა თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას რომ გაერკვიოთ და შეაფასოთ მთელი რიგი პროგრამირების ენების ჯგუფი რომლებიც შექმნილნი არიან C-ს ტრადიციების მიხედვით. C-ს ცოდნა ხსნის ნებისმიერი სხვა პროგრამირების ენებისკენ მიმავალ გზას.


რატომ C და არა ენა assembler? 

იმიტომ რომ assembler-ის მეშვეობით დიდი პროგრამების წერა რთულია, ამასთან რთულია მისი კოდის კითხვა, ან ლოგიკურად ახსნა. მითუმეტეს, სხვადასხვამიკროპროცესორები დაპროგრამებულნი არიან assembler-ის სხვადასხვა ენაზე და ერთ-ერთი მათგანის შერჩევა და სწავლა შემთხვევითია. ფაქტია რომ, C-ს ერთ-ერთი ძალა არის მისი უნივერსალურობა და პორტატულობა მრავალი კომპიუტერის არქიტეკტურებზე.

რატომ C და არა Java, Basic, Perl? 

უმთავრესად მეხსიერების ასიგნირების გამო. სხვა პროგრამირების ენებისაგან განსხვავებით, C პროგრამისტს საშუალებას აძლევს, ასემბლირების ენის მიხედვით მიმართოს მეხსიერებას მისთვის სასურველი გზით. ენები, როგორიცაა Java და Perl, პროგრამისტს თავიდან აშორებს ზრუნვას მეხსიერების განაწილებასა და მიმთითებლებზე. ეს ჩვეულებრივ სასარგებლოა. ძალიან მოსაბეზრებელია მეხსიერების სათითაოდ განაწილება, როდესაც იქმნება მაღალი დონის პროგრამა, მაგ.: კვარტალური შემოსავლის ანგარიში. ზოგჯერ პროგრამა იწერება დაბალი დონის კოდით - აქ მეხსიერების მართვა კრიტიკული საქმეა და ეს ჯავაში არ ხდება.ამ შემთხვევაში C არის სწრაფად კომპილირებადი და ეფექტური.

როგორც დომინოები, მომავალი პროგრამები მიედევნებიან თავიანთი წინაპრების მიმართულებებს.C-თი დაწერილ ოპერაციულ სისტემებს ყოველთვის ჰქონიათ თავიანთი სისტემური ბიბლიოთეკები აგრეთვე დაწერილი C-ს მეშვეობით. ეს სისტემური ბიბლიოთეკები არიან თავიანთ ჯერად გამოყელნებულნი მაღალ-დონიანი ბიბლიოთეკების შექმნისათვის (როგორც OpenGL-ი, ან GTK-ი), და ამ ბიბლიოთეკების შემქმელნი ხშირად წყვიტავენ იმ ენის გამოყენებას რომელიც იყო ნახმარი იმ სისტემური ბიბლიოთეკების დასაწერათ. პროგრამისტები ხმარომენ მაღალ-დონიან ბიბლიოთეკებს რომ შექმნან სარედაქტორო პროგრამები, ვიდეო თამაშები, მულტიმედიური პროგრამები, და მსგავსნი. მაგათგან უმეტესი ნაწილი ირჩევს პროგრამირებას იმ ენათი რომელიც მაღალ-დონიანი ბიბლიოთეკა ხმარობს. და ეს ასე გრძელდება...

კატეგორია: ელ-წიგნები | ნანახია: 1075 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები