ხუთშაბათი, 25.04.2024, 10:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » თავი 9 Windows Explorer.
10:56
თავი 9 Windows Explorer.

როდესაც ვხნით My Computer ან My Documents -ის საქაღალდეს ჩვენ ვხვდებით პროგრამა Windows Explorerში. ეს პროგრამა ვინდოუსს მოყვება, იგი არის გრაფიკული გარსის ფუძე და მისი მეშვეობით შესაძლებელია ფაილების ფა საქაღალდეების დათვალიერება (ამისთვის კი უამრავი სხვა პროგრამა არსებობს მაგრამ ამაზე მერე). ყურადღება მიაქციეთ ზედა მარჯვენა კუთხეს სადაც 3 ღილაკია. წითელ ჯვარს რომ დავაჭიროთ ფანჯარა დაიხურება, შუას რომ დავაჭიროთ ფანჯარა ან გაიშლება მთელ ეკრანზე, ხოლო თუ უკვე გაშლილია, მაშინ იგი დაიბრუნებს თავდაპირველ ზომას. ხოლო მესამე ღილაკს თუ დავაჭერთ მაშინ ფანჯარა ჩაიკეცება ამოცანათა დაფაზე.

WinExplorer.jpg
მენიუს ზოლი

როგორც სურათზე ჩანს საქაღალდე ჩემს დოკუმენტებში დევს სხვადასხვა ფაილები და საქაღალდეები. ზემოთგვაქვს მენიუს და ინსტრუმენტების დაფები (ისევ მენიუ! ხომ გაგაფრთხილედ ხშირად მოგვიწევს თქო მენიუთი სარგებლობა). მოდით დავიწყოთ მენიუზე საუბრით, თან გარგად დაიმახსოვრეთ ძირითადად მენიუები მეორდებიან სხვადასხვა პროგრამებში. სურათზე ვხედავთ ცისფერ ზოლზე საქაღალდის სახელს, ეს არის სათაურის ზოლი, ქვემოთ კი გვაქვს თვითონ მენიუ. იგი შედგება 6 პუნქტისგან: ფაილი, რედაქტირება, ხედი, ფავორიტები, ინსტრუმენტები და დახმარება. მენიუ ფაილი როგორც წესი შეიცავს ძირითად ოპციებს, რედაქტირებაში არის ისეთი ოპციები როგორიცაა კოპირება გადატანა და ა.შ. ხედში შეგვიძლია მივცეთ საქაღალდეს სასურველი გარეგნობა, ფავორიტებში არის თქვენს მიერ შენახული ვებ გვერდების მისამართები, ინსტრუმენტებში მოცემულ შემთხვევაში ქსელთან სამუშაო ოპციებია და ბოლოს დახმარებაში რასაკვირველია დახმარება.

ხელსაწყოთა პანელი

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ისე იშვიათად როგორც ექსპლორერში მენიუ არსად არ გამოიყენება.

გადავინაცვლოთ ქვემოთ ინსტრუმენტების დაფაზე: როგორც სურათზე ჩანს აქ მხოლოდ 6 ღილაკი გვაქვს. პირველ ორს ისრების ფორმა აქვთ, უკანა ისარი გვაძლევს საშუალებას გადავინაცვლოთ საქაღალდეში სადაც ვიყავით სანამ აქ შემოვიდოდით, ხოლო წინა ისარი კი უკან დაბრუნების შემდეგ გვაძლევს საშუალებას ისევ წინ წავიდეთ. როგორც ხედავთ სურათზე წინა ისარი სხვა ღილაკებისგან განსხვავებით ნაცრისფერია, ანუ ”ჩამქვრალია” ეს იმიტომ რომ მე უკან არ დავბრუნებულვარ და აქედან გამომდინარე ისევ წინ წასვლა არ შემიძლია. ჩამქვრალი შეიძლება იყოს არამარტო ღილაკები, არამედ მენიუში პუნქტები, ეს იმას ნიშნავს რომ ამ პუნქტის შესარულებელი პირობები არ არსებობს.

საქაღალდეების ხე

შემდეგ ღილაკს ახატია საქაღალდე და ისარი ზევით, მას თუ დავაჭერთ ავალთ ერთი დონით მაღლა ანუ იმ საქაღალდეში რომელშიც დევს მიმდინარე საქაღალდე.

შემდეგი ღილაკი ლუპა რომ ახატია არის ძებნა. თუ მოცემულ საქაღალდეში კიდევ არის საქაღალდეები და უამრავი ფაილი ყრია, რაიმე კონკრეტულის მოსაძებნად მოსახერხებელია გამოვიყენოთ ძებნა.

მას მოყვება ჭილაკი ”საქაღალდეები”. მას თუ დავაჭერთ მარცხნივ დამატებით დაფაზე მივიღებთ საქაღალდეების ხეს, როგორც ეს არის ნაჩვენები მარცხნივ სურათზე.

უკანასკნელი ღილაკი კი გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ ფაილთა ხედი, ამაზე დაწვრილებით ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ.

მისამართის ზოლი

შემდეგი არის მისამართის სტრიქონი, იგი გვიჩვენებს თუ რომელ საქაღალდეში ვიმყოფები. სურათზე კარგად ჩანს რომ მე ვარ საქაღალდე ”სამუშაოში” რომელიც დევს საქაღალდე ”ჩემს დოკუმენტებში” ის კი თავისთადად დევს D დისკზე. (ახლა გაიგეთ საქაღალდეთა ხის ამბავი?)

ახლა შევხედოთ თვით საქაღალდის შიგთავსს. როგორც ხედავთ აქ დევს წინამდებარე ფაილი თავისი ილუსტრაციებით.

ფილების ხედი

ხედავთ რომ ყველა ფაილს გააჩნია პიქტოგრამა იმის და მიხედვით თუ რა ტიპის ფაილები არიან ისინი, ჰქვიათ სახელები, გრაფიკულ ფაილებს სახელების ქვემოთ აწერიათ ზომები (წერტილებში) და ტიპი, ხოლო წინამდებარე ფაილს სახელის ქვეშ აწერია ტიპი და ზომა კილობაიტებში. პიქტოგრამები დალაგებულია პლიტებივით. ახლა მოდით დავაწკაპუნოთ მასს და ვნავოთ ფილების გარდა კიდევ რა ხედები გვაქვს. სიაში პირველი არის Tumbnails - ესკიზები, შემდეგ Tiles - ფილები, Icons - პიქტოგრამები, List - სია, Details -დეტალური ცხრილი. თქვენ შეგიძლიათ გემოვნებისამებრს აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი. ესკიზები კარგია იმ შემთხვევაში თუ საქაღალდეში სურათები გვაქვს, მაშინ პირდაპირ დავინახავთ მათ ესკიზებს და არ გაგვიჭირდება ძებნა. ყოველი საქაღალდისთვის შეგვიძლია ავირჩიოთ ინდივიდუალური ხედი. ვინდოუსი თვითონ ანიჭებს საქაღალდეებს სადაც გრაფიკული ფაილებია ესკიზურ ხედს. კიდევ არსებობს ხედი Film Strip - სლაიდები, იგი მხოლოს საქაღალდე ”ჩემს სურათებსი” ჩანს. თუ მას ავირჩევთ შეგვეძლება სურათების საქაღლდეშივე დათვალიერება. პიქტოგრამები ფილებისგაც დიდად არ განსხვავდება, უბრალოდ იცინი უფრო პატარაა და ფაილის სახელს ქვეშ არანაერი ინფორმაცია არ მოყვება.

ხატულების ხედი
სიის ხედი

სიაში გვაქვს მხოლოდ ფაილების ჩამონათვალი. როგორც ეს შემდეგ სურათზეა. უფრო საინტერესო კი შემდეგი ხედია - დეტალური სია. აქ გვაქვს არა მარტო ფაილების სახელების ჩამონათვალი, არამედ მათი ტიპები, ზომები, და უკანასკნელი რედაქტირების თარიღები, ჩვენ სურვილისამებრს შეგვიძლია ჩავსვათ ახალი სხვეტები სასურველი მონაცემებისთვის. ესენი შეიძლება იყოს - Date created - შექმნის თარიღი, Attributes - ატრებუტები, Owner - მფლობელი, Author - ავტორი, Title - სათაური, Comments - კომენტარები, Artist - არტისტი (თუ წინა მონაცემები საჭირო იყო დოკუმენტებისთვის, ეს უკვე მუსიკალური საქაღალდეებისთვისაა), Album title - ალბომის სახელი, Year - წელი, Track number - სიმღერის ნომერი (მუსიკალური დისკიდან თუა გადაწერილი), Genre - ჟანრი, Duration - ხანგძლივობა, Bit Rate - ხარისხი, Protection - დაცვა, Camera Model - კამერის მოდელი (ეს ალბათ ციფრულ კამერაზე გადაღებული მასალებისთვისაა), ხედის არჩევანი კი თქვენზეა, როგორის უფრო მოხერხებულია ის აირჩიეთ და დატკბით:) ახლა მოდით გადავიდეთ მარცხნივ დამატებითი დაფისკენ. ზედა ნაწილში თავმოყრილია ყველაზე მეტად საჭირო ბრძანებები. თუ თქვენ ისეთ საქაღალდეში ხართ სადაც დოკუმენტებია ჩაწერილი მაშინ ზედა ნაწილში გექნებათ ბრძანება ”შექმენი ახალი საქაღალდე” (Create a new folder) ხოლო თუ მუსიკალურ საქაღალდეში ხართ, მაშინ - დაუკარი ყველა (play all). ჩვენს სურათზე სწორედ ახალი საქაღალდის შექმნას გვთავაზობენ. მეორე პუნქტსი კი საქაღალდის შემადგენლობის ინტერნეტში გამოქვეყნებაზეა საუბარი. მესამე ვარიანტად კი ფოლდერის სხვა მომხმარებლებისთვის გაყოფას გვთავაზობენ.

გვერდითა პანელი

შემდეგ სექციაში ბმულებია სხვა საჭირო ადგილებზე ესენია - ჩემი დოკუმენტები, გაყოფილი დოკუმენტები. ჩემი კომპიუტერი და ქსელი.

ხოლო უკანასკნელ სექციაში არის თვითონ საქაღალდეზე ინფორმაცია. როგორც სურათზე ვხედავთ საქაღალდეს ეწოდება XP, ბოლოჯერ რედაქტირებული იყო 2005 წლის პირველ პარტს (ანუ წერის მომენტში). თუ ჩვენ საქაღალდეში მყოფ ნებისმიერ ფაილს მოვნიშნავთ მაშინ ამ სექციაში ვიხილავთ მონიშნული ფაილის შესახებ ინფორმაციას.

კონტექსტური მენიუ

საქაღალდის სხვა პარამეტრების დასაყენებლად მოდით გამოვიყენოთ კონტექსტური მენიუ. საქაღალდეში ცარიელ ადგილზე დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკით, გამოვა შესაბამისი კონტექსტური მენიუ.

ჩვენ უკვე გავეცანით მენუების სტრიქონებს. ახლა საუბარი გვექნება კონტექსტურ მენიუზე. მენიუს სტრიქონი კი კარგია მაგრამ ყოველ განსაკუთრებულ შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ ბრძანებების შეზღუდული რაოდენობა. მოდით პირველ პუნქტს უკვე გავეცანით, ეს არის ხედი. შემდეგია პიქტოგრამების დალაგება (Arrange Icons By). როგორც ვხედავთ ხედს, პიქტოგრამების დალაგებისა და პუნქტ ახალს გვერძე აქვთ შავი ისრები, ეს ნიშნავს რომ მათ გააჩნიათ ქვე მენიუები.

კონტექსტური მენიუ - გამოიძახება მაუსის მარჯვენა ღილაკის წკაპით და მასში არის ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის აუცილებელი ოპციები.

თვისებების ფანჯარა

პიქტოგრამების დალაგება შეგვიძლია სახელის მიხედვით (by Name) მაშინ ყველა პიქტოგრამა დალაგდება ანბანის მიხ

კატეგორია: ელ-წიგნები | ნანახია: 1182 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები