შაბათი, 20.04.2024, 03:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » თავი 10 ძებნა.
10:58
თავი 10 ძებნა.

წინა თავში გაკვრით შევეხეთ ძებნის ფუნქციას, მოდით ახლა მთავარ მენიუში ავარჩიოთ ეს ბრძანება (Search). ძებნის ფანჯარა ასე გამოიყურება:

ძებნის ფანჯარა

ყურადღება მარცხენა მხარეს მივაქციოთ, თუ გქონიათ ვინდოუსის წინა ვერსიებთან მუშაობის გამოცდილება მაშინ შეამჩნევთ რომ მარცხენა მხარე საკმაოდ შეიცვალა. სულ ქვევით არის ჩვენი ძებნის ასისტენტი პატარა ცუგა. თქვენ შეგიძლიათ იგი შეცვალოთ სხვა პერსონაჟებით თუ ცუგაზე მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნებთ და აირჩევთ ოპციას Choose a diferent animate charackter. სხვა პერსონაჟები არიან: დოტი - წითელი რგვალი ბურთულა, კალაბოკს ჰგავს, F1 - რობოტი, ოფისის ძველი ლოგო, დედამიწა, კატა, როკი - ძაღლი, მერლინი - ჯადოქარი, კორტნი - რაღაც მულტფილმის პერსონაჟი მანქანაში და ეარლი. რომელიც მოგეწონებათ იმაზე შეჩერდით და დააწკაპუნეთ OK. ასისტენტის მეორე ოპცია - Turn off the animated Character - საერთოდ მოაშორებს მას, ხოლო მესამე - Do a trick გააკეთებინებს მას მისთვის დამახასიათებელ მოძრაობას ან გამოაცემინებს ხმას.

გვეყო ასისტენტებზე საუბარი, გადავიდეთ საძიებო სისტემაზე. როგორც სურათზე ჩანს, გვაქვს ძებნის 6 ოპცია: სურათები, მუსიკა ან ვიდეო(Pictures, Music or Video), დოკუმენტები (საოფისე პროგრამების მიერ შექმნილი ფაილები) (Documents (Word processing, Spreadshits, etc.), ყველა ფაილი და საქაღალდე (All Files and Folders), კომპიუტერები და ხალხი (Computers and people), ინფორმაცია დახმარების და მხარდაჭერის ცენტრიდან (Information in Help and Support center), ინტერნეტში ძებნა(Search the internet). მენიუში ბოლო პუნქტი კი ცვლის ძებნის ოპციებს, ამაზე მოგვიანებით.

ძიების დაფა

ახლა გადავხედოთ ძებნის კრიტერიუმების სიას, პირველი, როგორც ადვილი მისახვედრია, განკუთვნილია გრაფიკული, მუსიკალური და ვიდეო ფაილების ძებნისთვის. მოდით ავარჩიოთ იგი, ახალ ეკრანზე გვექნება სამივე ტიპის ფაილების მონიშვნის საშუალება, დავუშვათ ვეძებთ მხოლოთ სურათებს, მაშინ ვნიშნავთ მარტო პირველ პუნქტს Pictures and Photos, თუ მარტო სურათებს კი არა არამედ ასევე ვიდეო ფაილებს ვეძებთ მოვნიშნოთ ვიდეოც. ახლა შევიყვანოთ სასურველი სურათის ან ვიდეოს სახელი ან სახელის ნაწილი და დავაწკაპუნოთ ღილაკს ”ძებნა”. მოცემული სახელით კომპიუტერში შენახულ ყველა სურათს და ვიდეო ფაილს დავინახავთ ფანჯრის მარჯვენა ნაწილში. თუ გვსურს ძებნის უფრო კონკრეტული კრიტერიუმების მითითება, მაშინ დააწკაპუნეთ Use Advanced search options (გამოიყენე ძებნის გაფართოებული ოპციები), მისი დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება შემდეგი ეკრანი: როგორც ხედავთ გამოჩნდა 3 მინდორი, პირველში უნდა ჩავწეროთ ფაილის სახელი ან სახელის ნაწილი, მეორეში - ფაილში არსებული ფრაზა ან სიტყვის ჩაწერა. მესამეში კი უნდა მივუთითოთ სად ეძებოს ფაილი, როგორც ვხედავთ მოცემულ შემთხვევაში საძიებოთ მითითებულია ყველა პარტიცია, თუ ჩამოვშლით სიას შევძლებთ ან ერთერთი პარტიციის არჩევას, ან საკუთარი დოკუმენტების ან რომელიმე დისკის მითითება შეიძლება, თუ კი რაიმე სხვა საქაღალდეში გსურთ ძებნა, მაშინ მიუთითეთ იგი Browse - ს არჩევის მეშვეობით.

ქვემოთ ვხედავთ 3 ჩამოსაშვებ მენიუს, ისინი კიდევ უფრო დაწვრილებითი ძებნისთვის არიან განკუთვნილი, პირველში შეგვიძლია დავაზუსტოთ თუ როდის იყო იგი ბოლოჯერ შეცვლილი, თუ ჩამოვშლით ამ მენიუს, დავინახავთ 5 ვარიანტს: 1. არ მახსოვს, 2. უკანასკნელი კვირის მანძილზე, 3. მიმდინარე თვეში, 4. მიმდინარე წელს, 5. თვითონ დააზუსტეთ თარიღი, აქ გვეძლევა 3 მოვლენის თარიღის შეყვანის საშუალება, პირველია რედაქტორების დრო, მეორე შექმნის დრო და უკანასკნელი - მიწვდომის დრო. ამის გარკვევის შემდეგ მიუთითეთ თარიღთა დიაპაზონი. თუ ამანაც არ დაგაკმაყოფილათ, მაშინ ნახეთ მეორე ოპცია - რა ზომისაა ფაილი? აქაც 5 ვარიანტი გვაქვს: 1. არ მახსოვს, 2. პატარა (100კბ-მდე) 3. საშუალო (1 მბ-მდე) 4. დიდი (1მბ-ზე მეტი), 5. და უკანასკნელში კი შეგვიძლია ზომის ჩვენთვითონ მითითება. უკანასკნელი კი უფრო გაფართოვებულ ოპციებს გულისხმობს. აქაც 5 ოპცია გვაქვს მოსანიშნად: 1. ეძებე სისტემურ საქაღალდეებში (იგულისხმება C:\Windows C:\Windows\system32), 2. ეძებე დამალულ საქაღალდეებსა და ფაილებში, 3. ეძებე ქვესაქაღალდეებში, 4. რეგისტრისადმი მგძნობიარე (თუ ამას მოვნიშნავთ დიდი და პატარა ასოები განსხვავებულად ჩაითვლებიან.), 5. ეძებე რეზერვულ არქივებში. სტანდარტულად პირველი და მესამე პუნქტი მონიშნულია.

იმედია სასურველი სურათი იპოვეთ :) ახლა სხვა ტიპის ფაილების ძებნას მივხედოთ, მეორე ოპცია როგორც გვახსოვს ითვალისწინებდა დოკუმენტთა ძებნას. მას თუ დავაწკაპუნებთ, უკვე ნაცნობი ძებნის ფანჯარა გამოჩნდება. განსხვავება ისაა რომ რა თქმა უნდა აქ არ გვექნება სურათების მუსიკის და ვიდეოს მონიშვნის საშუალება, აქ პირდაპირ გაფართოვებული ოპციები გვაქვს რაზეც ზემოთ იყო საუბარი. იგივე ეხება ყველა ფაილსა და საქაღალდის ძებნას.

შემდეგი საძებნი კი ხალხს და კომპიუტერებს ეხება. კომპიუტერების ძებნა იმ შემთხვევაშია სასარგებლო თუ დიდ ქსელთან გვაქვს საქმე. ხოლო ხალხის ძებნა წარმოებს მისამართა წიგნში. შემდეგი პუნქტი ეხება Windows -ის დახმარების და მხარდაჭერის ცენტრში ძებნას. ინტერნეტში ძებნაზე კი მოგვიანებით გვექნება საუბარი, როდესაც უშუალოთ შევეხებით მას.

საკონტროლო კითხვები და დავალებები:

  1. რისთვის არის საჭირო საძიებო სისტემა?
  2. როგორ მოვძებნოთ ყველა მუსიკალური ფაილი რაც არის კომპიუტერში?
  3. მოძებნეთ ყველა ფაილი ზომით 1 მბ-დან 5მბ-მდე.
  4. მოძებნეთ უკანასკნელი თვის მანძილზე შექმნილი ყველა სურათი.
  5. მოძებნეთ 1მბ-მდე ზომის ყველა სურათი.

თავი 11 ოპერაციები ფაილებზე 

ფაილის კონტექსტური მენიუ

წინა თავში საუბარი იყო ვინდოუს ექსპლორერზე, არაერთხელ ვახსენეთ ახალი ფაილის შქმნა, ფაილების გადატანა, გადარქმევა და ახალი საქაღალდის შექმნა. მოდით ამ თავში სწორედ ამაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში ვნახოთ როგორ უნდა მოინიშნოს ფაილი. დახსენით თქვენი დოკუმენტები, კურსორი მიიყვანეთ ნებისმიერ ფაილთან და დააწკაპუნეთ ერთხელ მარცხენა ღილაკით. ფაილი გალურჯდა, დამატებით დაფაზე დეტალების სექციაში ვხედავთ მოვიშნულ ფაილზე ინფორმაციას. თუ რამდენიმე ფაილის მონიშვნა გვსურს მაშინ მოვიქცეთ ასე: ცარიელ ადგილას დავაწკაპუნოთ მარცხენა ღილაკი, და აუშვებლად წავიღოთ კურსორი საჭირო მიმართულებით, დაინახავთ თუ როგორ მიაქვს კურსორს ცისფერი ჩარჩო, გადავატაროთ იგი საჭირო ფაილებზე, ისე რომ იცინი გალურჯდნენ,. ანუ მოინიშნონ. ამის შემდეგ გავუშვათ მარცხენა ღილაკს ხელი. მეორე ხერხია თუ ზედიზედ გვსურს ფაილების მონიშვნა, მოვნიშნოთ რიგში პირველი ფაილი, დავაჭიროთ კლავიატურაზე ღილაკ Shift-ს და დავაწკაპუნოთ რიგში ბოლო ფაილზე. როგორც ხედავთ რიგი მთლიანად მოინიშნა.

ასლი და ჩასმა - გვსურს ერთი ფაილი ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიტანოთ, ისე რომ იგი საწყის ადგილზეც დარჩეს. ამისთვის საჭიროა კომპირება. მოვნიშნოთ საჭირო ფაილი, დავაწკაპუნოთ მასზევე მარჯვენა ღილაკი და დავინახავთ ფაილის კონტექსტურ მენიუს. ვიპოვოთ პუნქტი ”Copy” და შემდეგ გადავიდეთ დამიშნულების ადგილზე. საქაღალდეში ცარიელ ადგილზე დავაწკაპუნოთ მარჯვენა ჭილაკით და კონტექსტურ მენიუში ავარჩიოთ პუნქტი ”Paste”. საქაღალდეში გაჩნდა სასურველი ფაილი!

ამოჭრა - თუ არ გვსურს ფაილის საწყის ადგილზე დატოვება, არამედ გვინდა გადატანა, მაშინ ფაილის მონიშვნის სემდეგ კონტექსტურ მენიუში არჩევთ ბრძანებას "Cut”, ამის შემდეგ დავინავავთ რომ ამოჭრილი ფაილი გაფერმკრთალდა. შემდეგ კი დანიშნულების ადგილას გადავდივართ და იქ ვსვავთ ფაილს.

წაშლა - ფაილის წასაშლელათ კონტექსტურ მენიუსი ირჩევთ პუნქტ "Delete”. წაშლილი ფაილი გადაინაცვლებს ნაგვის ყუთში.

სახელის გადარქმევა - ვნიშნავთ ფაილს, კონტექსტურ მენიუში ვარჩევთ პუნქტ "Rename” -ს. ფაილის სახელი გალურჯდა. შეგვიძლია ზედვე გადავაწეროთ ახალი სახელი.

ერთი და იგივე საქაღალდეში არ შეიზლება ერთი და იგივე ტიპის ფაილს ერთნაერი სახელები ერქვათ!!!

ახალი საქაღალდის შექმნა - შედით საქაღალდეში, სადაც გინდათ ახალი საქაღალდე შექმნათ და 1. მარცხნივ დამატებით დაფაზე დააწკაპუნეთ ბრძანებაზე ”make a new folder” ან 2. ცარიელ ადგილზე დააწკაპუნეთ და გამოიძახეთ საქაღალდის კონტექსტური მენიუ. აირჩიეთ პუნქტი ”new” და იქ მოძებნეთ ”Folder” და დააწკაპუნეთ. საქაღალდეში გამოჩნდება ახალი საქაღალდე სახელის გარშემო ექნება შავი ჩარჩო (გადარქმევისთვის მზად არის) და ერქმევა ”new folder” თქვენ მაშინვე შეგიძლიათ დაარქვათ ახალი სახელი.

ფაილის კონტექსტურ მენიუს ბოლო პუნქი ისევე როგორც საქაღალდის შემთხვევაში არის თვისებები. მისი დაწკაპუნების შემთხვევაში გამოჩნდება უკვე ნაცნობი ფანჯარა ოღონდ პატარა ცვლილებებით რაც უკეთ შეესაბამება ფაილს.

გაგზავნის მენიუ

ქვემენიუ Send To (გააგზავნე) - ფაილის კონტექსტურ მენიუში ეს ქვე მენიუ ასე გამოიყურება როგორც მარჯვნივ სურათზეა. პირველი პუნქტი დაგვიარქივებს ფაილს, მეორეს თუ ავირჩევთ სამუშაო დაფაზე ბმული გაჩნდება. მესამე პუნქტის შემთხვევაში ფაილი გადაიგზავნება საფოსტო პროგრამაში და მზად იქნება ელექტრონული ფოსტით გასაგზავნად. შემდეგია ”ჩემი დოკუმენტები” მას თუ ავირჩევთ ფაილი გადაიწერება ამ საქაღალდეში. შემდეგი ორი ფაილს გადაწერს ან ფლოპი დისკეტაზე (თუ ის ჩადებულია) ან კონპაქტურ დისკზე (თუ გვაქვს ჩასაწერი მოწყობილობა და ჩასაწერი დისკი).

საკონტროლო კითხვები და დავალებები:

  1. გააკეთეთ ფაილის კოპირება.
  2. გადაიტანეთ ნებისმიერი ფაილი თქვენი დოკუმენტებიდან სამუშაო დაფაზე.
  3. შექმენით საქაღალდე და დაარქვით მას საკუთარი სახელი.
  4. თუ ხელ ქვეშ გაქვთ ფლოპი დისკეტა, გადაწერეთ მასზე ფაილი.

თავი 12 სისტემური საქაღალდეები 

უკვე ძალიან ბევრჯერ გადავეყარეთ ნაგვის ვედროს, დოკუმენტების საქაღალდეს და ა.შ. ზემოთ სამუშაო დაფაზე მყოფი სისტემური საქაღალდეების სურათის იყო. მოდით დაწვრილებით განვიხილოთ ეს თემა. უკვე ავღნიშნეთ რომ საქაღალდეების სტრუქურა ხეს წააგავს. ამ ხის ფესვი არის სამუშაო დაფა. შემდეგი დონეა My Computer, რომელშიც, როგორც ავღნიშნეთ შეგვიძლია ამის შემდეგი დონე არის სწორედ პარტიციები. პარტიციებზე არის საქაღალდეები, საქაღალდეებში საქაღალდეები და ა.შ.

My Computer-ის შიგთავსი

My Documents საქაღალდე სისტემა ქმნის რათა მომხმარებელმა შიგნით შეინახოთ თავისი დოკუმენტები. მასში თავდაპირველად არის საქაღალდეები My Pictures, My Music და My Videos შესაბამისად მომხმარებლის სურათების მუსიკის და ვიდეო ფაილების შესანახად. ვნახოთ კომპიუტერზე არსებული ინფორმაციის შესანახი საშუალებები და სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლების დოკუმენტები, მყარი დისკის პარტიციები და ინფრმაციის შესანახი გადასატანი მოწყობილობების წამკითხველი მოწყობილობები.

My Documents თვისებები

სამუშაო დაფაზე დევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფოლდერი - სანაგვე. როგორც ვიცით ფაილები წაშლის შემდეგ სწორედ იქ გადადიან. ეს იმისთვის არის, რომ შეცდომით წაშლილი ფაილი სამუდამოდ არ დაიკარგოს და მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მისი აღდგენა. სანაგვის დამატებით დაფაზე ბრძანებების სექციაში არის სულ ორი ბრძანება "Empty Recycle bin” და "Restor items”. პირველი ნიშნავს სანაგვის დაცარიელებას მეორე კი მონიშნული ფაილების უკან დაბრუნებას. ნაგვის ყუთისთვის სახელის გადარქმევა შეუძლებელია. თუ ნაგვის ყუთიდან ფაილი წავშალეთ მაშინ მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. პერიოდულად საჭიროა ნაგვის ყუთიდან ნაგვის გადაყრა, რადგან იქ არსებული ფაილებიც იკავებენ ადგილს დისკზე. როგორც წესი ნაგვის ყუთი იკავებს დისკის 10%. თუ თქვენ თანამედროვე დიდი დისკი გაქვთ მაშინ ეს 10%იც საკმაოდ დიდი ადგილი გამოდის. სანაგვის ადგილის შესამცირებლად დააწკაპუნეთ სანაგვეზე მარჯვენაღილაკით და კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ თვისებები. თვისებების ფანჯარაზე როგორც ხედავთ შეგვიძლია მივუთითოთ ნაგვისყუთის ზომა როგორც ყველა პარტიციისთვის, ასევე ყველა პარტიციებს ცალცალკე. როგორც ხედავთ მე მხოლოდ 2% გავიმეტე სანაგვეთ.

სანაგვე ყუთის თვისებები

My Network Place -ზე ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ზემოთ. აქ ვხედავთ ლოკალურ ქსელსი მყოფ კომპიუტერებს. წესით და რიგით C:\ დისკზე უნდა იყოს შემდეგი საქაღალდეები "Documents and Settings”, "Program Files” და "Windows” ეს საქაღალდეები აუცილებელია სისტემის მუშაობისთვის ამიტომ მათში არაფრის წაშლა თუ არ იცით ზუსტად რას შლით არ შეიძლება.

საერთოდ უსაფრთხოების გამო საკუთარი დოკუმენტები სასურველია შეინახოთ D:\ დისკზე, სადაც სისტემა არ აყენია. ამისთვის შექმენით იქ საქაღალდე "My Documents” შემდეგ სამუშაო დაფაზე საქაღალდე My Documents -ის კონტექსტურ მენიუში გახსენით თვისებები. გრაფა ”Target”-ში წერია თუ სად მდებარეობს ფიზიკურად თქვენი დოკუმენტების საქაღალდე. დოკუმენტების ადგილმდებარეობის შესაცვლელად დააჭირეთ ღილაკს "move” და აირჩიეთ თქვენს მიერ შექმნილი საქაღალდე და დააჭირეთ OK. ახლა სისტემა გკითხავთ გსურთ თუ არა დოკუმენტების გადატანა, თქვენც დაეთანხმეთ და მთელი თქვენი დოკუმენტები გადაინაცვლებს ახალ ადგილას.

კატეგორია: ელ-წიგნები | ნანახია: 1399 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები