ხუთშაბათი, 25.04.2024, 22:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » თავი 13 ფაილების ტიპები და მალმხმობები
10:59
თავი 13 ფაილების ტიპები და მალმხმობები

ადვილი შესამჩნევია რომ სხვადასხვა ფაილებს სხვადასხვა პიქტოგრამები აქვთ, ზემოთ უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ რომ ზოგიერთი ფაილი შეიცავს ტექსტს ზოგიერთი ნახატს, ზოგი მუსიკას, ზოგი ვიდეოს ზოგი კი პროგრამებია რომლის მეშვეუბითაც ჩვენ ან ვკითხულობთ ტექსტს, ვხატავთ, ვუსმენთ მუსიკას ან ვუყურებთ კინოებს. ამ პროგრამებს აქვთ თავისი დამხმარე ფაილები. როდესაც ვხსნით ტექსტურ ფაილს, იგი იძახებს შესაბამის პროგრამას - ტექსტურ რედაქტორს და იხსნება ეს რედაქტორი და მასში იტვირთება ჩვენს მიერ მოთხოვნილი ფაილი. ადვილი შესამჩნევია რომ ერთი და იგივე პროგრამით მოსარგებლე ფაილების პიქოგრამები ერთნაერია. ექსპლორერის მენიუში აირჩიეთ პუნქტი Tools < Folder Option გადადის სექცია view -ზე და მოხსენით მონიშვნა პუნქტიდან ”Hide extensions for known files” და დააწკაპუნეთ OK ახლა შეხედეთ ფაილებს საქაღალდეში. ფაილების სახელებს მიემატა წერტილი და 3 ასო. ამ 3 ასოს ეწოდება გაფართოვება. მათ მეშვეობით ხვდება ვიდოუსი თუ რომელ პროგრამას მიაკუთვნოს ისინი. როდესაც სისტემამ არ იცის თუ რითი გახსნას ფაილი მაშინ მას ასეთი პიქტოგრამა აქვს.

ხატულა

ზევით არა ერთხელ ვახსენეთ ბმულები. ბმული არის პატარა ფაილი რომელიც იძახებს სხვა ფაილს. როგორც ვიცით პროგრამები იწერება C:\Program Files-ში. მაგრამ ადვილად მისაწვდომათ ისინი აკეთებენ ბმულებს მთავარ მენიუში - პროგრამებში, ზოგი სამუშაო დაფაზეც აკეთებს ბმულს. ბმულებს ქვედა მარცხენა კუთხეში აქვთ პატარა ისარი, რაც მიანიშნებს რომ ეს ნამდვილი ფაილი კი არაა არამედ ბმულია. სტარტ მენიუდან სამუშაო დაფაზე ბმულის გადასატანად მონიშნეთ ბმული და კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ send to < desktop (create shortcut). create shortcut სწორედ ბმულის შექმნას ნიშნავს. ნებისმიერი დაილისდან გინდ პროგრამა იყოს გინდ დოკუმენტი ან საქაღალდე ზუსტად ასე შეიძლება ბმულის გაკეთება დაფაზე.

მალმხმობის შექმნა

ბმულუს გაკეთების მეორე ვარიანტია სამუშაო დაფაზე კონტექსტურ მენიუში აირჩიოთ new – shortcut. გამოჩნდება ბმულის შექმნის ოსტატი. დააჭირეთ ღილაკს Browse (გადახედვა) და აირჩიეთ საჭირო ფაილი და დააჭირეთ Next. შემდეგ ეკრანზე დაარქვით სახელი ბმულს და დააჭირეთ Finish. ახლა დაფაზე გაჩნდა ახალი ბმული. აწი ნაირნაირ ოსტატებთან ხშირად მოგიწევთ ურთიერთობა.

შაბლონი - დავუშვათ გსურთ რაიმე საქაღალდეში ვორდის ყველა ფაილი მოძებნოთ, ამისთვის ძებნისას გამოიყენეთ შაბლონი. შაბლონის ნიშანია *, როგორც ვიცით ვორდის დოკუმენტების გაფართოვებაა .doc, შაბლონის გამოყენებით რომ მოვძებნოთ ვორდის ყველა დოკუმენტი, საძიებო სტრიქონში უნდა ავკრიფოთ *.doc.

საკონტროლო კითხვები და დავალებები:

  1. რა არის ფაილის გაფართოვება?
  2. რა არის ბმული?
  3. როგორ ვქმნით ბმულს?

თავი 14. კლავიატურა - სპეციალური კლავიშები [რედაქტირება]

კლავიატურა

სურათზე სტანდარტული კლავიატურის სქემაა ასახული. როგორც ვიცით უმეტესი ნაწილი უკავია ძირითად ნაწილს - ასოებს, მარჯვენა მხარეს გვაქვს ციფრული კლავიატურა. ზედა ნაწილში კი ფინქციური კლავიშები. ქვემოთ ცხრილში მოყვანილია მათი ფუნქციები.


Escაქტიური დიალოგური ფანჯრიდან გამოსვლა, შეყვანის გაუქმება.
F1დახმარების გამოძახება (ყველა პროგრამაში)
F2მონიშნული ფაილისთვის ან საქაღალდისთვის სახელის გადარქმევა
F3ძებნის გამოძახება
Tabსხვა ელენმენტზე გადახტომა
Caps Lockამ ღილაკის ჩართვის შემთხვევაში ყველა ასო დიდად აიკრიფება. გამოსართავად მეორეთ დააჭირეთ ამ ღილაკს.
Shiftგამოიყენება სხვა ღილაკებთან კომბინაციაში, Shift + ასო = დიდი ასო
Ctrlგამოიყენება სხვა ღილაკებთან კომბინაციაში, იხ. ქვემოთ შესაბამისი ცხრილი
Altგამოიყენება სხვა ღილაკებთან კომბინაციაში, იხ. ქვემოთ შესაბამისი ცხრილი
WindowsCtrl -სა და Alt -ს შორის არის ღილაკი ვინდოუსის ლოგოთი. იგი იძახებს მთავარ მენიუს. სასარგებლოა როდესაც ამოცანათა დაფა გადაფარულია რაიმე პროგით
კონტექსტური მენიუს ღილაკიმარჯვენა მხარეს ვინდოუსის ღილაკსა და Alt -ს შორის არის კონტექსტური მენიუს ღილაკი. იგი აქტიური ობიექტისთვის იძახებს კონტექსტურ მენუს.
Enterყველაზე ხშირად გამოყენებადი ღილაკი. მისი მეშვეობით ვადასტურებთ შეყვანას.
Backspaceტექსტურ რედაქტორში იგი შლის სიმბოლოს რომელიც არის კურსორუისგან მარცხნივ, ხოლო საქაღალდეებში მას ავყავართ ერთი დონით ზევით.
PrtscrPrint Screen ეკრანის ანაბეჭდს იღებს
Scroll Lock
Pause/Breakდაპაუზება, გაგრძელება
Insertჩასმა
Homeსაწყისში დაბრუნება
Page UPერთი გვერდით ზემოთ
Deleteაქტიური ობიექტის წაშლა. ტექსტურ რედაქტორში კურსორიდან მარჯვნივ სიმბოლო იშლება
Endბოლოში გადასვლა
Page Downერთი გვერდით ქვემოთ ჩასვლა
Num Lockციფრული კლავიატურის ჩართვა გამორთვა

ბრძანებების სწრაფად გამოსაძახებლად გამოყენებად ღილაკთა კომბინაციებს ”ცხელი ღილაკები” ეწოდება.


Ctrl + ღილაკი - კომბინაციების ცხრილი
Ctrl + Aყველა ფაილის მონიშვნა
Ctrl + Cმონიშნული ფაილის კოპირება
Ctrl + Dმონიშნული ფაილის წაშლა
Ctrl + Rგანახლება
Ctrl + Vჩასმა ბუფერიდან
Ctrl + Wექსპლორერის ფანჯრის დახურვა
Ctrl + Xამოჭრა
Ctrl + Yგაუქმებული მოქმედების დაბრუნება
Ctrl + Zუკანასკნელი მოქმედების გაუქმება


Alt + ღილაკი - კომბინაციების ცხრილი
Alt + Tabამოცანათა შორის გადართვა
Alt + F4პროგრამიდან გამოსვლა, სისტემის გამორთვა

ნებისმიერ პროგრამაში ღილაკ Alt -ის დაჭერისას მენიუს სტრიქონში მენიუს პუნქტებზე თითო თითო ასოს გაესმევა ხაზი. ახლა Alt + ხაზგასმული ასო გამოიძახებს შესაბამის მენიუს, მასში ბრძანებებსაც ექნებათ თითო ასოს ქვეშ ხაზგასმა, და შესაბამისად Alt + ხაზგასმული ასო გამოიძახებს შესაბამის ბრძანებას.

ეს იყო და ეს რაც გვინდოდა მოცემულ ეტაპზე გვეთქვა კლავიატურის შესახებ. აწი ყურადღება მიაქციეთ მენიუს ბრძანებებში გვერდზე აქვთ მითითებული თუ რა ”ცხელი კლავიშებით” შეიძლება მათი გამოძახება.

მოყვანილი ცხრილების დაზეპირება აუცილებელი არ არის, ხშირად გამოყენებადი კომბინაციები დროთა განმავლობაში დაგამახსოვრდებათ.

კატეგორია: ელ-წიგნები | ნანახია: 1581 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები