პარასკევი, 26.04.2024, 01:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » თავი 15 Windows -ის დახმარების და მხარდაჭერის სისტემა
11:00
თავი 15 Windows -ის დახმარების და მხარდაჭერის სისტემა

თუ ინგლისურს კარგად ფლობთ მაშინ Windows -ის დახმარების და მხარდაჭერის სისტემიდან ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება. მის გამოსაძახებლად დააწკაპუნეთ Help and Support -ს მთავარ მენიუში.

დახმარების და მხარდაჭერის ცენტრში თავმოყრილია პრაკტიკულად ყველა თემაზე დახმარების პატარა სტატიები, თუ თქვენ ვინდოუსის წინა ვერსიებით სარგებლობდით შეამჩნევდით რომ დახმარების და მხარდაჭერის ცენტრი საგრძნობლად გალამაზდა. ზედა მხარეს ვხედავთ ინსტრუმენტთა დაფას, აქ გვაქვს ნავიგაციის ინსტრუმენტები - ისარი უკან და წინ. სახლს თუ დავაწკაპუნებთ საწყის გვერდზე გადმოვალთ, ინდექსში მოგვეცემა საძიებო სიტყვათა კრებული (სიტყვათა მაძიებლის ვარიანტი), საჭირო გვერდის დამახსოვრება შეგვიძლია თუ მას ფავორიტებში ჩავწერთ, და ამ ღილაკზე დაჭერისას დამახსოვრებულ გვერდთა სიას გაგვიხსნის პროგრამა. ისტორია კი უკვე ნახულ სტატიათა სიას გაგვიხსნის. Support -ზე დაწკაპუნებისას გვეძლევა საშუალება მივიღოთ დახმარება მაიქროსოფთისგან ან მეგობრისგან. ბოლოში კი დახმარების ცენტრის ოპციები გვაქვს.

მარცხენა მხარეს ჩამოწერილია დახმარების ძირითად თემებზე ბმულები, როგორიცაა Windows XP-ს ძირითადი შესაძლებლობების მიმოხილვა, დაცვაზე საუბარი, დახმარება ქსელებთან და ინტერნეტთად დაკავშირებაზე, კონფიგურაცია, პრინტერების და სხვა პერიფერიული მოწყობილობების დაყენება. მარჯვნივ კი დახმარების საშუალებებზეა საუბარი, სხვადასხვა ძირითადი ამოცანები და სულ ქვემოთ თუ ინტერნეტთან ხართ შეერთებულნი უკვე ინტერნეტში გამოქვეყნებულ სტატიებზეა ბმულები. დავაწკაპუნოთ მარცხენა მხარეს ნებისმიერ თემაზე ბმულს, გამოჩნდება შემდეგნაერი ფანჯარა.

დახმარების თემები

მარცხენა მხარეს გვაქვს ბმულები შერჩეულ თემაზე დახმარების სტატიებზე, მარჯვნივ კი თვით სტატია. თუ გვსურს მოცემული სტატიის ფავორიტებში დამახსოვრება მაშინ სტატიის თავზე ინსტრუმენტთა დაფაზე პირველივე ღილაკს ვაწკაპუნებთ - Add to Favorites. მარცხნივ ქვედა მხარეს გვაქვს დამატებითი თემები როგორიცაა ვინდოუსის სიტყვათა მაძიებელი, ”ცხელ ღილაკთა” სია, ინსტრუმენტები, და ვინდოუსის ინფორმაციული ჯგუფის ნახვა. ზემოთ გვაქვს ძებნის სტრიქონი, მის ქვემოთ არის მონიშნული ოპცია ”ეძებე მხოლოდ მოცემულ თემაში” ძებნის სტრიქონში შეგვიძლია ჩავწეროთ რაიმე საკვანძო სიტყვა, და მიიღებთ მოცემულ თემაში არსებული საკვანძო სიტყვის მქონე ყველა სტატიის ბმულთა სიას.

მივუბრუნდეთ სტატიის თავზე არსებულ ინსტრუმენტთა დაფას, პირველი ღილაკი რისთვის არის საჭირო უკვე ვიცით. მეორე ღილაკი - Change view - მარცხენა დაფას დამალავს და მხოლოდ თვით სტატის გამოჩნდება. მარცხენა დაფის დასაბრუნებლად ისევ იგივე ღილაკს დააწკაპუნეთ. მესამე ღილაკი არის სტატიის ამოსაბეჭდათ, ხოლო უკანასკნელი გათვალისწინებულია.

ახლა იმედია ადვილად შეძლებთ სასურველ საკითხთან დაკავშირებით მიიღოთ დახმარება. საწყის გვერდზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ ღილაკს Home, ფავორიტებში დამახსოვრებულ სტატიებს ნახავთ შესაბამისს ღილაკზე დაწკაპუნებით. თუ ინტერნეტთან ხართ შეერთებულნი დახმარების სტატიების ძებნა ინტერნეტშიც შეგიძლიათ.

გადავიდეთ სათაო ფურცელზე და დავაწკაპუნოთ ინდექსს.

დახმარების ინდექსი

მარცხენა მხარეს არის სიტყვების საძიებელი ზედა მინდორში სწრაფად მოსაძებნად შეიძლება საკვანძო სიტყვის შეყვანა. როდესაც იპოვით სასურველ თემას, დააწკაპუნეთ ქვემოთ ღილაკს Display და მარჯვნივ გამოჩნდება შესაბამისი სტატია.

ყველა სტატიას ბოლოში აქვს ბმული "Related Topics” მასზე დაწკაპუნებისას მონათესავე სტატიების ბმულთა სია გამოჩნდება.

საძიებო სტრიქონის ქვემოთ არის ძებნის ოპციები, მასზე დაწკაპუნებისას გამოჩნდება ძაებნის ოპციათა ფანჯარა, აქ შეგვიძლია დავარეგულიროთ თუ რამდენი რეზულტატი დააბრუნოს ძებნამ ერთ გვერდზე, ეძებოს საკვანძო სიტყვა ან სიტყვები მხოლოს სათაურში ან მთელ ტექსტში, ან კიდევ ეძებოთ მაიქროსოფტის ცოდნის ბაზაში (ინტერნეტში). დახმარების ძებნა ასევე შეიძლება ვინდოუსის საძიებო სისტემით რომელზეც ზემოთ, მეათე თავში გვქონდა საუბარი, საკმარისია დავაწკაპუნოთ "Information in Help and Support Center” მის დაწკაპუნებაზე გაიხსნება დახმარების ცენტრი საძებნი სტრიქონით.

საკონტროლო კითხვები და დავალებები:

  1. რისთვის არის საჭირო დახმარების და მხარდაჭერის ცენტრი?
კატეგორია: ელ-წიგნები | ნანახია: 1097 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები