ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » WikiLeaks - პუტინმა ნატო-ს განაჩენი გამოუტანა
10:28
WikiLeaks - პუტინმა ნატო-ს განაჩენი გამოუტანა
2009 წლის დეკემბერში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობას აზრი აღარ აქვს . 
როგორც ნორვეგიული გაზეთი "Aftenposten" სკანდალურ საიტ WikiLeaks-ზე დაყრდნობით წერს, ამ განცხადებით რუსმა პრემიერმა ნატო-ს გენერალური მდივანი გაანაწყენა. 
საიტის მასალების მიხედვით, პუტინისა და რასმუსენის საუბრის დეტალები უცნობმა დიპლომატმა ვაშინგტონს 2010 წლის იანვარში დეპეშით შეატყობინა. WikiLeaks-ის მონაცემებით, პუტინმა რასმუსენს უთხრა, რომ ნატო-ს არსებობა მიზანშეწონილი აღარ არის და რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშლით არის დაინტერესებული. 
წყაროს თქმით, კრემლში შეხვედრის დროს პუტინმა ალიანსის მეთაურს ბულგარეთში ნატო-ს რაკეტების განთავსებასთან დაკავშირებით პრეტენზიები წაუყენა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა. შავ ზღვაში Aegis-ის საზენიტო-სარაკეტო კომლექსებით აღჭურვილი აშშ-ის ხომალდებისა და რეგიონში რადიოლოკაციური სადგურის განთავსების შესახებ ინფორმაცია შარშან ზაფხულში გამჟღავნდა. მაშინ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას ნატო თურქეთშიც აპირებდა. 
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა თურქეთში წელს უნდა განთავსებულიყო, თუმცა ჯერ ანკარა ბევრ პირობას აყენებს.
როგორც WikiLeaks-ზე გამოქვეყნებულ მასალებშია აღნიშნული, პუტინის განცხადებამ ნატო-ს უპერსპექტივობასთან დაკავშირებით, ანდერს ფოგ რასმუსენი წყობიდან გამოიყვანა, თუმცა უცნობია, რა უპასუხა რუს პრემიერს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 978 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები