შაბათი, 20.04.2024, 08:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » ბანკების ახალი რისკი – ლარში გაცემული სესხი
10:31
ბანკების ახალი რისკი – ლარში გაცემული სესხი
საქართველოში, საკუთარი ფულადი დანაზოგით, უძრავი ქონების შესყიდვა მხოლოდ საშუალო ფენას შეუძლია. ამას ადასტურებს ბანკების მიერ იპოთეკურ სესხებზე  დაწესებული შეზღუდვები. უძრავი ქონების შესაძენად ან შესაკეთებლად იპოთეკური სესხის მიღების წინაპირობას სტაბილური სამსახური და 500-ლარიანი ხელფასი წარმოადგენს, რომელიც დასაქმებულს საბანკო ანგარიშზე ერიცხება.

იპოთეკურ სესხს ადგილობრივ ბაზარზე  ოთხი ბანკი – "საქართველოს ბანკი", "თიბისი" ბანკი, ბანკი "რესპუბლიკა" და "ბაზის ბანკი" გასცემს. ახლახან „ბაზისბანკმა" მომხმარებელს ახალი პროდუქტი - „შენი იპოთეკა" შესთავაზა. როგორც ბანკიდან გვაცნობეს, „შენი იპოთეკა" არის იპოთეკური სესხი ლარში და განკუთვნილია იმ მომხმარებლისთვის, ვისაც უძრავი ქონების შეძენა ან გარემონტება სურს.

საბანკო სექტორის ახალ ინიციტივაზე, იპოთეკური სესხი ლარში, "პრესა.ჯი”-ს ესაუბრა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.

 - როდესაც სესხი გაქვს გამოტანილი დოლარში, ისევ დოლარში უნდა დააბრუნო. ამ შემთხვევაში კურსთაშორის სხვაობა ყოველთვის წარმოშობს სავალუტო რისკებს. როცა სესხი გაიცემა ლარში, სავალუტო რისკები თავიდან არის აცილებული. აქედან გამომდინარე თავად მომხმარებლისთვის წარმოდგენილი ახალი შეთვაზება მოხერხებულია. შეიძლება ითქვას, სესხის ლარში გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია ბანკს  უფრო მეტი რისკი ჰქონდეს, ვიდრე მომხმარებელს.

მას შემდეგ რაც ინფლაციის საშუალო დონე 11,3 პროეცენტს  გაუტოლდა,  გამოითქვა მოსაზრება, რომ სესხებზე შესაძლოა საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს.

არარეალური ამაში არაფერიa.. ეს იმაზეა დამოკიდებული ინფლაციასთან მიმართებაში გრძელვადიანი პოლიტიკა როგორი იქნება. მოკლევადიანს რაც შეეხება, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და სარეზერვო განაკვეთი გაზარდა. საბანკო პროცენტის აწევა ან დაწევა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროცესები განვითარდება ინფლაციასთან მიმართებაში. ბანკებიც შესაბამისად იმოქმედებენ.

- დარეზერვების 15 პროცენტიანი განაკვეთი ხომ არ გააძვირებს საკრედიტო რესურსებს?

საქართველოს ეროვნული ბანკი, აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა გაზარდა დარეზერვების განაკვეთი. ამ მექანიზმით სებ-მა ჭარბი ფულის ამოღება მოახდინა ბრუნვიდან. თუ სარეზერვო განაკვეთი დარჩა მაღალი, ბუნებრივია, ბაზარი ამ ტენდენციაზე რეაგირებას მოახდენს. დარეზერვება იმას ნიშნავს, რომ ბანკის მოზიდული თანხა გაჩერებულია,  მცირდება საკრედიტო რესურსი და ეს თანადათან კრედიტს აძვირებს,  რადგან ეს ფული გაჩერებულია საკორესპოდენტო ანგარიშზე. თუ საპროცენტო განაკვეთი აიწევს სესხებზე, შესაბამისად აიწევს დეპოზიტებზეც.

რამ განაპირობა ლარში სესხის გამოტანა? „შენი იპოთეკის" საპროცენტო განაკვეთი 16%-ია, სესხის მაქსიმალური მოცულობა - 200 ათასი ლარი, ხოლო  სესხის ვადა 7 წელია. სესხის მისაღებად აუცილებელი პირობაა დადასტურებული შემოსავალი მინიმუმ 600 ლარის ოდენობით.

"ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოტანა იმან განაპირობა, რომ ლარში სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა. პროდუქტის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სესხი გაიცემა ლარში და კომფორტულია მათთვის, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი დაცულია სავალუტო რისკებისგან," - განგვიმარტა "ბაზისბანკის" ოპერატორმა.

სესხის საპროცენტო განაკვეთი წლiური 16 პროცენტიდან იწყება. როგორც საკრედიტო ოფიცერმა გვითხრა, პროცენტი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენია მსესხებლის შემოსავალი, რა ვადით და რა რაოდენობის თანხის სესხება სურს. საგულისხმოა ისიც, რომ სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს უძრავი ქონებით.  

 რას სთავაზობს დანარჩენი ბანკები მომხმარებელს? "საქართველოს ბანკში" იპოთეკური სესხის პორტფელი 50 000 აშშ დოლარია. საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე კი - წლიური 14%.

ბანკ "რესპუბლიკას" ბაზარზე იპოთეკური პროდუქტი "ჩემი კუთხე" გამოაქვს. როგორც ბანკის საკრედიტო განყოფილებაში განგვიმარტეს, ეს ბაზარზე წარმოდგენილი იპოთეკური პროდუქტიდან ყველაზე იაფია. სესხის ვადა 25 წლამდეა, 2,000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ევროში და ლარში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 13 პროცენტიდან. მინიმალური ვადა - 6 თვეა. თანამონაწილეობა - 0 პროცენტი. მაქსიმალური ვადა ყიდვის და აშენების შემთხვევაში  - 25 წელი. რემონტისათვის სესხის ვადა 10 წელია.

"თიბისი ბანკი" იპოთეკურ სესხს მხოლოდ დოლარში გასცემს. სესხის მაქსიმალური თანხა 500,000 აშშ დოლარია, მინიმალური კი - 2,000 აშშ დოლარი; სესხის მაქსიმალური ვადა - 15 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14.5 პროცენტიდან.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1134 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები