პარასკევი, 26.04.2024, 02:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » წამალდამოკიდებულ ქალთა რიცხვი საგანგაშოდ გაიზარდა
10:33
წამალდამოკიდებულ ქალთა რიცხვი საგანგაშოდ გაიზარდა

ნარკობიზნესთან თუ ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოში ახალი ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ნიანგი გამოჩნდა, რომელიც აფთიაქებში ხელმისაწვდომი პრეპარატებისგან კუსტარულად მზადდება. ნარკოტიკული საშუალების დამზადებისას, სხვა ნივთიერებებთან ერთად, ტოქსიკური ნარევი ,,კროტი’’ გამოიყენება, რომელიც საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში კანალიზაციის სისტემის გასაწმენდად მოიხმარება. ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს ,,კოქტეილი’’ მავნე ზემოქმედებას ახდენს.

 

 2 წელი და 7 თვეა, რაც ანტინარკოტიკულ კანონპროექტთა პაკეტი  პარლამენტში  თაროზეა შემოდებული. როდის დაიწყება პროექტის განხილვა? რამდენად სწორია ნარკომანიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა?   "პრესა.ჯი” პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელს ესაუბრა.

 

აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლები აიკრძალამაგრამ ვხედავთრომ წამალდამოკიდებულები სხვა გზებსეძებენ. რამდენად სწორად ატარებს სახელმწიფო ანტინარკოპოლიტიკას ?

 

- მთელ მსოფლიოს ნარკომანიის პრობლემა აწუხებს. ერთი გადაწყვეტილებით არაფერი შეიცვლება. სადღაც ლიბერალური მიდგომები მეტია და მთავარი აქცენტი კეთდება არა დასჯაზე, არამედ  ნარკომომხმარებლების პროგრამულ მკურნალობაზე. საქართველოში ძიების პროცესში ვართ. თუმცა, გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ  და რეგულაციების კუთხით კანონი უფრო გამკაცრდა. აფთიაქებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემისთვის მკაცრად დაისჯებიან. ეს ერთი მხარეა, მაგრამ განათლების კუთხით ფართო პროგრამები გვჭირდება.

 

სამართალდამცავი სისტემა გამართულად, ეფექტურად მუშაობს და მას აქვს რეპრესიული მექანიზმები. თუმცა, ეს აშკარად, მუშაობს. ამიტომ, შერბილებაზე, დეკრიმინალიზაციაზე კითხვის ნიშნები ჩნდება, რა სჯობს?  მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ, როდესაც საქმე ეხება უარყოფით სოციალურ ფენომენს, შიდსის და ,,ც’’ ჰეპატიტის გავრცელებას, სიმკაცრეა საჭირო. შეიძლება, საქართველო მალე ეპიდემიის კერად ჩაითვალოს, რადგან ძალიან დიდი რაოდენობაა ადამიანების ვინც ამით დაავადებულია.

 

საქართველოშირამდენად ხელმისაწვდომია წამალდამოკიდებულთა მკურნალობა?

 

- რამდენიმე კლინიკაა, სადაც მკურნალობა ძვირია. სახელმწიფო ჩანაცვლების თერაპიას ახორციელებს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. ვგეგმავთ, რომ მოტივაცია მაქსიმალურად გავზარდოთ, რომ ადამიანებმა იმკურნალონ. ამისთვის, სავარაუდოდ, შეიძლება იქნეს ჯარიმის თანხების მოხმარება სრულად ან ნაწილობრივ მკურნალობისათვის. სახელმწიფო პროგრამებისთვის ბიუჯეტიდან 2005 წელს 50 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო ახლა 2 მილიონია. საკმაოდ დიდი ზრდაა. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. ვგეგმავთ, მეტი სარეაბილიტაციო პროგრამები იყოს, ეს იქნება ფსიქოცენტრები თუ მედიკამენტოზური მკურნალობა, რადგან ამ მხრივ, ჩვენთან სიტუაცია სახარბიელო არ არის. ამერიკის განვითარების სააგენტოს ახალ ექსპერტებთან ერთად ვეცდებით, საკითხის გადაჭრის ახალ საშუალებებზე ვიმსეჯელოთ. ბევრი ქვეყანა მომხმარებლების მიმართ მსუბუქ რეჟიმებს ირჩევს, არა საპატიმროს, არამედ იძულებით მკურნალობას. ნებისმიერ შემთხვევაში მოკლე ვადაში გადაწყვეტიულების მიღება გვჭირდება.

 

თქვენ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაწყებას ცდილობთთუმცა საკითხის განხილვა ჭიანურდება.რატომმთავრობასთან წინააღმდეგობაში ხართ?

 

- მართალია, პროექტი 2 წელია ინიცირებულია, მაგრამ კანონის განხილვისთვის დრო არ გვქონდა. ჯერ ომი იყო, მერე პარლამენტი იყო ბლოკირებული. ბოლო 6 თვის განმავლობაში განხილვა დავიწყეთ, კორექტივა შედის და შესაძლებელია საბოლო ვარიანტზე შევთანხმდეთ. არ ვიტყვი, რომ ვინმე ამას ბლოკავს, თუმცა არის საკითხები, მაგალითად, დეკრიმინალიზაცის საკითხი, რომელიც ძნელად მისაღებია. მთავარია კანონის მიღება არ უნდა შეფერხდეს.

 

რომელიმე საკითხი თუ ვერ შევათანხმეთ, შეიძლება, დროებით შეჩერდეს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს კანონი მისაღებია. პირველი მოსმენის დონეზე, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეთანხმებულები ვართ და იმედი მაქვს, სამართალდამცავ სისტემებთან  ჩამოყალიბებას შევძლებთ, თუ რა სჯობს და სხვა დროისთვის რა შეიძლება გადადებული იქნეს. ამ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო კვირას, სემინარის ტიპის შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, ძალიან მალე პრინციპებზე შეთანხმებას დავასრულებთ, შემდეგ კი, კონკრეტული მუხლების დამუშავება  და ამ კანონის მიღება იოლი იქნება.

 

სპეციალისტები აღნიშნავენრომ სახელმწიფოს წამალდამოკიდებულების სასჯელაღსრულებისდაწესებულებაში შენახვა უფრო მეტი უჯდებავიდრე მისი მკურნალობა …

 

- ადმინისტრირება და  ნარკომომხმარებლების ციხეში შენახვა ძვირი ჯდება. სპეციალური კვლევებიც არის, რომელიც ფინანსურ ტვირთს ასახავს. შეიძლება, ეს დისკუსიის საგანი იყოს, თუ, რა ტიპის კორექტივება მოხდეს.

 

საუბარი იმაზე, რომ საქართველოში არანაირი სასჯელები არ არსებობდეს მიუღებელია, რადგან ათიათასობით ახალგაზრდაა, რომელიც პოტენციული მომხმარებელია, შესაბამისად, თუ არ იქნება კანონის პრევენციული შემაკავებელი ძალა, შედეგი ცუდი იქნება. თუმცა, არ იქნება სწორი, პროცესის მიშვება ბედის ანაბარა. შარშან, იმ დეკლარაციას მივუერთდით, რომელიც ამბობს, რომ ის მიდგომები და პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოშია ნარკომომხმარებლების კუთხით დაკავშირებული დაავადებებთან ეფექტური არ არის და საჭიროა მთავრობამ იმაზე იმუშაოს, რომ უფრო სწორი და შესაფერი პოლიტიკა შეიმუშაოს.

 

სტატისტიკით საქართველოში თუ იზრდება წამალდამოკიდებულების რაოდენობა?

 

- სტატისტიკური კვლევები ხშირად არ ტარდება, თუმცა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ წამალდამოკიდებულების რაოდენობა  40-45 ათასამდეა. მცირე ციფრი არ არის, თუმცა მკვეთრად განსხვავდება იმ ციფრებისგან რაც სახელდებოდა, რომ თითქოს 300 ათასი მომხმარებელია.

 

ტენდენცია კლებისკენ არის, რადგან რეპრესიული მანქანა აქტიურად მუშაობს. საქართველოს ამ კუთხით დიდი პრობლემა აქვს. ჩვენს ეკონომიკაზე წამალდამოკიდებულების გავლენა დიდია, რადგან ეკონომიკურად აქტიური ასაკია. ამ ბოლო პერიოდში, იმ ქალების რიცხვიც გაიზარდა, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარს. ეს ყველაფერი გვიბიძგებს, რომ მეტად ამ სფეროში ვიაქტიუროთ. ერთია კანონმდებლობა და მეორე მისი აღსრულება.  

 

ქართული საზოგადოება პოლიტიზირებულიამაგრამ რამდენად აქტიურია ამ პრობლემის მიმართ?

 

- სამოქალაქო საზოგადოებას ყოველთვის მეტი აქტიურობა მოეთხოვება. არასამთავრობო სექტორი კი აქტიურია. თუმცა, საზოგადოება ამ პრობლემასთან მიმართებაში ნაკლებად გულგრილია ახლა, ვიდრე ადრე იყო. ძალიან წამახალისებელიც კი იყო ეს გულგრილობა, რადგან ნარკომანია არაფრად ითვლებოდა. ამას ხელი შეუწყო ეკლესიამ, პატრიარქმა, უწმინდესის მოწოდებებმა, ქადაგებებმა, რომ ეს სირცხვილია. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ამ სენს ვერ ძლევენ, ამიტომ თანადგომა სჭირდებათ. ქვეყანაში მეტი საშუალება უნდა იყოს, რომ ადამიანს ამ პრობლემის დაძლევაში მივეხმაროთ, რაც მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1001 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები