პარასკევი, 19.04.2024, 13:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » მუბარაქი გადადგა
10:35
მუბარაქი გადადგა
ჰოსნი მუბარაქი, რომელიც 30 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს, გადადგა.. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განცხადება ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტმა, ომარ სულეიმანმა გააკეთა.

განცხადებამ დიდი სიხარული და მღელვარება გამოიწვია ტაჰრირის მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებში, სადაც ასი ათასობით ეგვიპტელია შეკრებილი. „თავისუფლება! ეგვიპტე თავისუფალია!" – ისმის მომიტინგეთა შეძახილები.

როგორც ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა, გადადგომის წინ მუბარაქმა ხელისუფლება შეიარაღებული ძალების უმაღლეს საბჭოს გადააბარა. უახლოეს წუთებში იგეგმება ამ საბჭოს ხელმძღვანელის მიმართვა მოსახლეობისადმი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ჰოსნი მუბარაქი ოჯახთან ერთად შარმ–ელ–შეიხის საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება. მისი სამომავლო გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი. მანამდე მუბარაქი აცხადებდა, რომ სიცოცხლის ბოლმდე ქვეყანაში დარჩენას აპირებს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 973 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები