პარასკევი, 29.03.2024, 18:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » რუსეთის ბიუჯეტის ნახევარი ნავთობმა და გაზმა შეავსო
10:45
რუსეთის ბიუჯეტის ნახევარი ნავთობმა და გაზმა შეავსო

2010 წელს რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ნახევარი ნავთობისა და გაზის სექტორმა უზრუნველყო. ამის შესახებ ფედერაციის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. წინასწარი მონაცემებით, ნავთობმა და გაზმა ქვეყნის 8,3 ტრილიონიან ბიუჯეტს 4,1 ტრილიონი რუბლი მოუტანა.

პუტინის განცხადებითვე, გასული წელი რუსეთისთვის ნავთობის მოპოვების კუთხით რეკორდული იყო – პირველად ქვეყნის უახლეს ისტორიაში წლიურმა მოპოვებამ 500 მილიონ ტონას გადააჭარბა, ხოლო ნედლეულის ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა კონკუნქტურამ ამ სფეროს შემოსავლები 38%–ით გაზარდა. 

ასევე გაიზარდა გაზის მოპოვება და მისგან მიღებული ექსპორტი. თუმცა სოციალური ვალდებულებებისა და სხვა საბიუჯეტო ხარჯების მატებამ ეს დადებითი ეფექტი გადაფარა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 992 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები