პარასკევი, 29.03.2024, 13:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » პრეზიდენტი 2015 წლისთვის ექსპორტის გაორმაგებას ვარაუდობს.
10:51
პრეზიდენტი 2015 წლისთვის ექსპორტის გაორმაგებას ვარაუდობს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2015 წლისთვის ექსპორტის გაორმაგებას ვარაუდობს. პრეზიდენტი ეკონომიკის გრძელვადიანი დაცვის გარანტიების შესაქმნელად ეროვნული წარმოების განვითარებასა და ექსპორტის ბალანსის გამოსწორებას ასახელებს.

"საქართველოს ეკონომიკაში მონოპოლიური საშუალების პროდუქციაზე ფასების მანიპულაციები აღკვეთილია. ჩვენი ეკონომიკის გრძელვადიანი დაცვის გარანტიების შესაქმნელად აუცილებელი ელემენტია ეროვნული წარმოების განვითარება, ექსპორტის ბალანსის გამოსწორება. ამიტომ ნავთობგასამართი ქარხანა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის 13-14 პროცენტია ჩვენი იმპორტის და ეს შეცვლის ამ ბალანსს. ტურიზმი სეროოზულად ცვლის ამ ბალანსს და გამოვიდა ისე, რომ ეროვნული ვალუტა ძალიან მყარად დაფიქსირდა. ხალხი ჩამოდის საქართველოში, ამავე მიზნით ქართული პროდუქციის ახალი საერთაშორისო ბაზრები უნდა გაიხსნას. საჭიროა პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება. მაგრამ ჯერ ვითარება არის ძალიან შორს დამაკმაყოფილებლისგან. ჩვენი ამოცანაა, მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული ევროკავშირთან და იმედი მაქვს - ამერიკასთან. 2015 წლისთვის გაორმაგებული უნდა იყოს ჩვენი ექსპორტი. ნომინალური შიდა პროდუქტიც შესაბამისად უნდა გაორმაგდეს. საექსპორტო სექტორში დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობაც უნდა გაორმაგდეს", - განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკის 2010 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ კვლევაზედაც ისაუბრა.

"გასული წლის ნოემბერში მსოფლიო ბანკის კველვამ გამოაქვეყნა დასკვნა და ვახდენ ამ დასკვნის ციტირებას, რომ საქართველოს ეკონომიკის ყევლა სექტორი არის მთლიანად გახსნილი ინვესტიციებისთვის და საქართველოში არ არსებობს მონოპოლიური და ომონოპოლიური საბაზრო სტრუქტურები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ავტომატურად კარგად იცხოვრებს, მაგრამ ეს შანსია, რომ ყველამ დაიწყოს ახალი ბიზნესი. ამით ხდება ეკონომიკის გამაგრება. ამავე დასკვნის მიხედვით, საქართველოში არ ფიქსირდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც რომელიმე ბიზნესს შეემთხვა ამა თუ იმ ლიცენზიის აღებისას სუბიექტური პრობლემა", - აღნიშნავს პრეზიდენტი.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 990 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები