პარასკევი, 29.03.2024, 03:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » ხინკალი შესაძლოა ერთი ლარი გახდეს
10:52
ხინკალი შესაძლოა ერთი ლარი გახდეს

საქართველოში ფასების ზრდის ტენდენცია, 2008 წელს დაიწყო და დღემდე  „შესაშური" ტემპით გრძელდება. ამის გამო, ქვეყნის ასობით მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა სიაში აღმოჩნდა. ძირითადად, ფასების გაძვირება საკვებ პროდუქტებს ეხება.  მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ყოველ საღამოს დედაქალაქის რესტორნები და კაფე-ბარები ხალხით მაინც სავსეა. შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ეს ასე აღარ იყოს.

 

რესტორნების ნაწილმა, სურსათის გაძვირების მიზეზით, ფასები გაზარდა. რესტორნებსა და სახინკლეებში მენიუს შემადგენელ პროდუქტებზე ფასები 10–15 პროცენტითაა მომატებული. ძირითადად ფასების მატება იმ პროდუქტებს შეეხოთ, რომელიც ხორცის, ფქვილისა და რძის პროდუქტებისგან მზადდება.

 

„მაჭახელას" მარკეტინგის სამსახურში განმარტავენ, რომ მათ ფასების ზრდა გასულ წელს მოუხდათ, ვინაიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველის ფასი. დიმიტრი ელიზბარაშვილი „პრესა.ჯი"–სთან საუბარში აცხადებს, რომ ხაჭაპური, რომელიც რამდენიმე ხნის წინ 6 ლარი ღირდა, დღეს მისი ღირებულება ათ ლარს შეადგენს.

 

ამის გამო „მაჭახელას" მომხმარებელთა რაოდენობა 15 პროცენტამდე შემცირდა.

„M group"-ის პიარმენეჯერი ნინო მამალაძე აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ ქსელში მენიუს ღირებულებას არ მოუმატია. ჩვენ შეკითხვაზე, რის ხარჯზე ახერხებს რესტორნების ქსელი მოგების მიღებას, „M group"–ში

პასუხი არ აქვთ.

 

მამალაძე ამბობს, რომ ფასების მომატებასთან დაკავშირებით ქსელის მენეჯმენტში გამუდმებით მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ შეიძლება მომხარებელი შეინარჩუნო და ქსელი მოგებაზე გავიდეს? მათ ერთადერთ გამოსავალ სიტუაციად პროდუქციაზე ფასების ზრდა მიაჩნიათ. მამალაძე ამბობს, რომ თუ ფქვილის, ყველისა და ხორცის ფასმა არ დაიკლო, ფასების მომატება რესტორნების ქსელ „მასპინძელოსა" და „პურის სახლში" გარდაუვალია.

 

ხორცზე ფასების ზრდა ახალმა  პროექტმა გამოიწვია, რის გამოც, რიგით ფერმერებს ეკრძალებათ ხორცის დამოუკიდებლად გაყიდვა. ამის გამო ხინკლის ფასმა ათი თეთრით მოიმატა. ყველა რესტორანში ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხინკალი ყველაზე მოთხოვნადი კეძია.

 

თბილისში დღის განმავლობაში 100 000-მდე ხინკალი იყიდება.  რესტორან „გენაცვალეს" მფლობელი, ია მამარდაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ხინკლის ფასის გაზრდა, ხორცზე მომატებულმა ფასმა განაპირობა.

 

მამარდაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული ფქვილის გაძვირების გამო ამ კერძის ღირებულება კვლავ გაიზარდოს. არსებობს  ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ხინკალი ერთი ლარი შეიძლება გახდეს. მამარდაშვილის თქმით, ეს სავსებით რეალურია, თუმცა პირდაპირ ხინკლის ღირებულების 1 ლარამდე გაზრდა არ მოხდება.

 

„ჯერ იქნება 70 თეთრი და ასე ათი თეთრის მომატებით, რამდენიმე თვეში ერთი ლარი გახდება. ეს ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ საკვები პროდუქტების ფასმა არ დაიწია", – აცხადებს მამარდაშვილი. პროდუქტზე ფასების დაწევის კი არავის სჯერა.

 

„ელ–დეპო" ერთ-ეთი ყველაზე ძველი ქსელია, რომლის მენიუს მთავარ კერძს ხინკალი წარმოადგენს. როგორც  „ელ დეპოს" მენეჯმენტში განმარტავენ, მათთან ხინკალი ამჟამად 60 თეთრი ღირს და უახლოეს მომავალში გაძვირებას არ გეგმავენ.

 

„ჯერჯერობით ჩვენ ხინკლის გაძვირებას არ ვაპირებთ არა იმის გამო, რომ  მოგებაზე გავდივართ, არამედ იმიტომ, რომ მომხმარებელი არ დავკარგოთ. ისედაც მნიშვნელოვნად შემცირდა კლიენტების რაოდენობა" – აცხადებენ „ელ დეპოში". თუმცა, ხინკალის ერთ ლარამდე გაზრდა წარმოუდგენლად არც „ელ დეპოში" მიაჩნიათ.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 996 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები