ოთხშაბათი, 24.04.2024, 15:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » მიწის დაკანონების პროცედურა მარტივდება
10:53
მიწის დაკანონების პროცედურა მარტივდება

საჩივრების ანალიზის შედეგად, საჯარო რეესტრმა გაარკვია, რომ 1000-ზე  მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი, მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს ვერ იკანონდებდა. შეფერხების მიზეზი სავალდებულო დოკუმენტების არასრულად წარდგენა იყო. რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების მიზნით, მოქმედ კანონმდებლობაში შესწორებები შევიდა და გასული თვიდან  დაინტერესებულ პირებს უფლება მიენიჭათ მიწა ალტერნატიული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე  დაიკანონონ. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, მიწის ნაკვეთების დაკანონების ვადა განსაზღრულია, კერძოდ ეს პროცესი დაიწყო მიმდინარე წლის 20 იანვრიდან და 1 ივლისამდე გაგრძელდება. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ თუ ამ პერიოდში მეწარმემ, ან ფიზიკურმა პირმა არ გამოიჩინა ინიციატივა მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად, მაშინ აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

როგორია გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურა? საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის უფროსის იაგო ხვიჩიას განმარტებით: გარდა აქამდე არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა (ამონაწერი საკომლო წიგნიდან, მებაღის წიგნაკი, მიწის რეფორმის კომისიის მიერ დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, საგადასახადო სია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი), ასევე ჩაითვლება: პრივატიზაციის გეგმა; 1999 წლამდე შედგენილი დროებითი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი , რომლის მოქმედების ვადა არ არის გასული; 1999 წლამდე გაცემული მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც არ არის გაუქმებული კანონით დადგენილი წესით. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვა; მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა–ნაგებობის პროექტი.

უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს,  წარადგინოს განცხადება,  ასევე  მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია და  მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი. საჯარო რეესტრი  განიხილავს, თუ რამდენად შეესატყვისება იურიდიული პირის მოთხოვნა და წარმოდგენილი დოკუმენტაცია ერთმანეთს და ამის შესაბამისად  იღებს გადაწყვეტილებას. იაგო ხვიჩია ამბობს:  ”თუ მოთხოვნა კანონიერია, ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრი ახორციელებს საკუთრების უფლების რეგისტრაციას. სხვა შემთხვევაში ადგენს ხარვეზს და სთხოვს, ის გამოასწოროს. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, რომლის აღმოსაფხვრელადაც  პირს ეძლევა კონკრეტული ვადა – 30 დღე,  განახლდება სარეგისტრაციო წარმოება.”

საკუთრების უფლების  აღიარების შემდეგ,  იურიდიული პირებისთვის, 6 თვის განმავლობაში შეიზღუდება ამ  ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.  ვინაიდან რეგისტრაციის ამგვარი გამარტივებული წესით განხორციელებისას, შესაძლებელია სრულყოფილად არ იქნას გათვალისწინებული მესამე პირთა ინტერესები და ამ ვადაში მათ ეძლევათ   საშუალება, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და პრეტენზიები განხორციელებულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, მოიხსნება  უძრავი ნივთის გასხვისებაზე შეზღუდვა და მფლობელი  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვას, სურვილის მიხედვით მოახდენს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 2071 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 1.5/2
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები