ხუთშაბათი, 28.03.2024, 18:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » ართველი და რუსი ექსპერტები ერთ მაგიდასთან დასხდნენ
11:20
ართველი და რუსი ექსპერტები ერთ მაგიდასთან დასხდნენ
საქართველოში, რუსი, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, გერმანელი, თურქი, ესტონელი და ამერიკელი ექსპერტები ერთ მაგიდასთან დასხდნენ. 

ექსპერტების შეკრების მიზანი, სასტუმრო „ამბასადორში" გამართული კონფერენციაა თემაზე - „მოდერნიზაცია რუსეთში - მისი გავლენა და პერსპექტივები რეგიონზე". 

კონფერენციის ინიციატორები არიან, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი და სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი, მხარდამჭერი კი ფრიდრიხ ებერტის ფონდი. 

კონფერენციის მომხსენებლებს შორის არიან - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი ტობი გატი, მოსკოვის კარნეგის ცენტრის წამყვანი ექსპერტები ნიკოლაი პეტროვი და ანდრეი რიაბოვი, რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, პოლიტილოგი დიმიტრი არეშკინი.

ისინი მოისმენენ მოხსენებებს რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე და მის სავარაუდო გავლენაზე. მოხსენებებით გამოვლენ, კარნეგის ცენტრის ექსპერტები ანდრეი რიაბოვი - „რუსეთი პოსტ-კრიზისულ სამყაროში - პასუხები ახალ გამოწვევებზე"; ნიკოლაი პეტროვი - „მოდერნიზაცია რუსეთში - რეგიონული განზომილება"; პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი თემაზე - „რუსეთის მოდერნიზაცია – დაწევიდან სიმულაციამდე". 

ბოლო პერიოდში რუსეთში ბევრს საუბრობენ ქვეყნის მოდერნიზაციის აუცილებლობაზე და ამ საკითხის მიმართ მსოფლიოში დიდი ინტერესია. ექსპერტების თქმით, დღევანდელი ფორუმი საკმაოდ საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ კონფერენციის მიზანს რუსეთის მოდერნიზაციის პერსპექტივებისა და რეგიონისთვის მისი შესაძლო შედეგების განსაზღვრა წარმოადგენს. როგორც სომეხმა ექსპერტმა, სტეფან გრეგორიანმა განაცხადა, დღევანდელი კონფერენცია საინტერესოა, რადგან აქამდე ექსპერტები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და შესაბამისად არ ხდებოდა რეალობის სიღრმისეული ანალიზი:

„ჩვენ აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ერთმანეთში გავცვალოთ აზრები და შეხედულებები რუსეთის მოდერნიზაციაზე და მის გავლენაზე რეგიონში. აქამდე გამართულ კონფერენციებზე, ექსპერტები ერთმანეთს მოსაზრებებს კი არ ვუცვლიდით, არამედ ვცდილობდით ერთმანეთის აზრზე ზეგავლენა მოგვეხდინა, ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილები ვიყავით. დღეს, კონფერენციაზე, მინდა განვიხილო რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მათ აქვთ უფლება, მეზობელ სახელმწიფოში სამხედრო ღონსძიებები განახორციელონ". 

საპირისპირო მოსაზრება გააჩნია, ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს, ის მიიჩნევს, რომ კონფერენციაზე კრიტიკულად განწყობილი რეალისტები იქნებინ და მათთან ერთად საქართველოსა და რუსეთის კეთილმეზობლური ურთიერთობის პოტენციალის განხილვა საკმაოდ რთულია, თუმცა, შესაძლებელი.

რაც შეეხება, რუს ექსპერტს, ანდრეი რიაბოვს, ის მიიჩნევს, რომ მათი ვიზიტი საქართველოში ნორმალურია, თუმცა ეს რა შედეგებს მოიტანს მისთვის ძნელი სათქმელია:

„ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ექსპერტები. შესაბამისად, რა შედეგებს მოიტანს ეს კონფერენცია, ძნელი სათქმელია. მთავარია რეალურად მოხდეს იმ სიტუაციის გაანალიზება, რომლის წინაშეც დღეს კავკასია დგას".

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი დიმიტრი არეშკინი კი აცხადებს, რომ რუსეთის მოდერინიზაცია აუცილებელია, თუმცა, მმართველ კლასს, სტატუს-კვოს შენარჩუნება სურს. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას მოდერნიზაციის აუცილებლობა ესმის, საკუთარი ინტერესების გამო, იგი მოდერნიზაციას აფერხებს. მისი თქმით, რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს არ დგამს, რადგან დღეს არსებული მდგომარეობა მმართველი კლასისთვის სრულიად მისაღებია.

მოსაზრებები, ქართული მხარის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კონფერენციის მონაწილეების მიზანი არ არის დამნაშავის ძიება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, რადგან მათ ისედაც კარგად იციან, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

მათი თქმით, დღევანდელი კონფერენციის მიზანია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირების და დათბობის პროცესის დაწყების სიღრმისეული ანალიზი. თუმცა, ამ აზრს ზოგიერთი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება ახლო პერსპექტივად არ მიიჩნია, რადგან საქართველო დამოუკიდებლად ვითარდება და თუ რუსეთი კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენეს ორივე მხარისთვის კარგი იქნება.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 999 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები