პარასკევი, 19.04.2024, 03:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » სოჭთან ტვირთმზიდი გემი ჩაიძირა
11:25
სოჭთან ტვირთმზიდი გემი ჩაიძირა
სოჭის ნაპირებთან კატასტროფა დაატყდა თავს ტვირთმზიდ „ბესექთაჟს", რომლის კორპუსი რამდენიმე მეტრის სიმაღლის ტალღამ ორად გააპო.

 

კატასტროფა, „ინტერფაქსის" ცნობით, მოსკოვის დროით დილის 6 საათზე მოხდა. სოჭის პორტში რეიდზე მდგარი გემის კიჩო ტალღის დარტყმის შემდეგ ნაწილებად დაიშალა. გემის წინა ნაწილი ქალაქის ნაპირიდან 300 მეტრში იძირება, ხოლო შუა ნაწილი ზღვამ ნაპირზე გამორიყა.

 

კატასტროფის დროს ხომალდზე სულ ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა - საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები. სამაშველო სამსახურმა 10 მათგანის ევაკუირება კატასტროფიდან რამდენიმე წუთში, გემის ჩაძირვამდე შესძლო, ხოლო კიდევ 2 ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

 

ეკიპაჟის წევრები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ისინი დაღუპულიყვნენ. ერთ-ერთი გადარჩენილის მტკიცებით, მან თვალი მოჰკრა, როგორ გადააგდo ტალღის დარტყმამ ზღვაში კიჩოზე მყოფი ორი ადამიანი.

 

ოფიციალური ინფორმაცია გემიდან გადავარდნილი მეზღვაურების ვინაობის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა რომელიმე მათგანი საქართველოს მოქალაქე.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხომალდზე დიდი რაოდენობით ნავთობი იყო ჩატვირთული, თუმცა, ჯერჯერობით დაუდგენელია ნავთობის რაოდენობა და ის, ემუქრება თუ არა საფრთხე ზღვაში მისი ჩაღვრის გამო სოჭის აკვატორიას.

 

„ბესექთაჟი"ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა და რუსეთში რეისს თურქეთიდან ასრულებდა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1034 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები