სამშაბათი, 16.04.2024, 14:17
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » Ford–ი Ferrari–ს პლაგიატობაში ადანაშაულებს
11:53
Ford–ი Ferrari–ს პლაგიატობაში ადანაშაულებს

კომპანია Ford–ი იტალიურ ავტომწარმოებელს Ferrari–ს ამ უკანასკნელის მიერ საკუთარ ბოლიდზე დასახელება F-150–ს გამოყენებისთვის სასამართლოში უჩივის. სახელწოდება F-150 ამერიკულ კონცერნს გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან ეკუთვნის და იგი პიკაპებისთვის გამოიყენებოდა, რომლებიც 34 წლის განმავლობაში აშშ–ში ამ კლასის ყველაზე გაყიდვად ავტომობილად მიიჩნეოდა.

Ford–ის ოფიციალური პრეს–რელიზის თანახმად, როდესაც Ferrari–მ „ფორმულა ერთის" ახალი ბოლიდის  სახელწოდება გამოაცხადა, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა იტალიელებს მისი შეცვლის თხოვნით მიმართა.

„Ferrari–მ ჩვენს განაცხადს მისაღებ ვადაში არ უპასუხა და სხვა გამოსავალი, გარდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ნიშნის დაცვისა, არ დაგვიტოვა," – განაცხადეს Ford–ის წარმომადგენლებმა. 
მოსარჩელე Ferrari–სთვის აღნიშნული სახელწოდების აკრძალვას და კომპენსაციის გადახდას მოითხოვს, თუმცა თანხის მოცულობა არ სახელდება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1081 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები