ყარაბახული ქაბაბი - 13 თებერვალში 2011 - www.ucoz.com
კვირა, 04.12.2016, 15:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » ყარაბახული ქაბაბი
12:00
ყარაბახული ქაბაბი
ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და ოხრახუშთან ერთად. დავამატოთ პილპილი, მარილი, კვერცხი და ცოტა დაფქული კოწახური, კარგად გადავურიოთ.

 

ცეცხლზე გახურებულ შამფურებზე წამოვაგოთ წინასწარ გამზადებული გატარებული ხორცი, მოვათავსოთ მაყალზე და შევწვათ უალო ნაკვერჩხლებზე სრულ მზადყოფნამდე.

 

შეწვის დროს შამფურები მუდმივად ვატრიალოთ. ქაბაბი შეიძლება შეიწვას ცხიმიან ტაფაზეც. მზა ქაბაბს გამოვაცალოთ შამფური, დავდოთ თხელ ლავაშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, დაფქული კოწახური და ლავაში გადავახვიოთ.

 შეიძლება ქაბაბი გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და დაფქული კოწახური, მაგიდასთან მივიტანოთ ლავაშით ან უიმისოდ.

 

ინგრედიენტები:

 

500 გრ ცხვრის (საქონლის) რბილი ხორცი, 1 კვერცხი, 4 თავი ხახვი, ოხრახუში, პილპილი, კოწახური, მარილი - გემოვნებით.

 

მისაყოლებლად რეკომენდირებულია, მშრალი წითელი ღვინოები.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 208 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები