სამშაბათი, 23.04.2024, 09:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » საქართველო ყველაზე მსმელი ქვეყნების რეიტინგში ვერ მოხვდა
17:41
საქართველო ყველაზე მსმელი ქვეყნების რეიტინგში ვერ მოხვდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენს შეხედულებას სმაზე და მსმელ ერებზე თავდაყირა აყენებს. თუ აქამდე გვეგონა, რომ ქართველები ყველაზე მსმელი ერი ვიყავით და მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობით მხოლოდ რუსები გვისწრებდნენ და ისიც, მაგარი სასმელების კუთხით „(ყოველ შემთხვევაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში), აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს მოლდოველები სვამენ. 

ევროპის სამხრეთ–აღმოსავლეთში მდებარე ამ ქვეყნის მოქალაქეები წელიწადში, საშუალოდ, 18,22 ლიტრ ალკოჰოლურ პროდუქციას სვამენ, რაც სამჯერ მეტია იმ გლობალურ მაჩვენებელზე, რომელიც მსოფლიოში ადამიანის მიერ მოხმარებული ალკოჰოლის საშუალო წლიურ მაჩვენებელს აღნიშნავს, ანუ 6,1 ლიტრზე.

„ყველაზე მსმელი" ქვეყნების რეიტინგში მომდევნო ადგილები ასე გადანაწილდა: 

ჩეხეთი – 16,45 ლ; 

უნგრეთი – 16, 27 ლ; 

რუსეთი – 15,76 ლ;

უკრაინა – 15,6 ლ;

ესტონეთი – 15,57 ლ;

ანდორა – 15,48 ლ;

რუმინეთი – 15,3 ლ;

სლოვენია – 15,19 ლ;

ბელორუსი – 15,13 ლ;

დიდი ბრიტანეთი – 13, 37ლ. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებში აღნიშნულია, რომ მოლდოვის ბიუჟეტში, ისევე როგორც ისრაელში, ხორვატიასა და უკრაინაში, გათვალისწინებულია თანხები ალკოჰოლიზმით დაავადებულთა სამკურნალოდ. ამავე მონაცემებში ნათქვამია, რომ კიდევ 126 ქვეყანაში ფორმალურად ტარდება პროგრამები ალკოჰოლდამოკიდებულების სამკურნალოდ. 

მსოფლიოს მასშტაბით, ორგანიზაციამ დააფიქსირა ალკოჰოლის მოხმარებისგან სიკვდილიანობის შემთხვევების 6, 2%–იანი მაჩვენებელი მსმელ მამაკაცებს, ხოლო 1, 1%–იანი მაჩვენებელი მსმელ ქალებს შორის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მაჩვენებლებში ერთი საინტერესო მაჩვენებელიცაა, რომლის თანახმად რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებში ყოველი მეხუთე ადამიანი ალკოჰოლის მოხმარების შედეგად კვდება.

საერთოდ კი, ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში 15–დან 29 წლამდე ასაკის 320 ათასი ადამიანი კვდება ალკოჰოლის მოხმარების გამო, რაც ამ ასაკში სიკვდილიანობის შემთხვევათა 9% შეადგენს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1013 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები