ოთხშაბათი, 24.04.2024, 06:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » ქართულმა საექსპედიციო ჯგუფმა იშხნის ტაძრის რეაბილიტაციისთვის მოკვლევა ჩაატარა
17:43
ქართულმა საექსპედიციო ჯგუფმა იშხნის ტაძრის რეაბილიტაციისთვის მოკვლევა ჩაატარა
ქართულმა საექსპედიციო ჯგუფმა დღეს ტაო-კლარჯეთში იშხნის ტაძარი დაათვალიერა. ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და დელეგაციაში მყოფმა ექსპერტებმა ტაძრის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ფოტოაღწერა და მოკვლევა ჩაატარეს. იშხნის ტაძარს დღეს მხოლოდ გუმბათიღა აქვს შემორჩენილი და გარშემო თითქმის ყველა კედელი მონგრეული აქვს. 

ტაძარში თითქმის აღარ არსებობს ფერწერა. დაზიანებულია ყველა ფრესკა. ფრესკული მოხატულობა სანახევროიდ არის შემორჩენილი გუმბათის შიდა ნაწილზე, თუმცა გუმბათიც სავალალო მდგომარეობაშია. 

ექსპერტების თქმით, დაზიანებული ფრესკების აღდგენა რთული იქნება, რადგან უსახურვო ტაძარში წვიმების დროს სულ ჩამოირეცხა.

როგორც ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა აღნიშნა, იშხანს აშენების შემდეგ არავინ შეხებია და ამიტომაც არის დღეს ასეთ სავალალო მდგომარეობაში. გარდა უნიკალური არქიტექტურისა, ტაძარს უნიკალური ფერწერაც ჰქონდა, რომელიც განადგურდა და დღეს შემორჩენილი ფრაგმენტების დაკარგვის დაშვება არ შეიძლება. 

"ამ არქიტექტურული ძეგელების დანგრევა და განადგურება არაფრით არ შეიძლება, ეს იქნება მხოლოდ ქართულის კი არა, ზოგადსაკაცობრიო კულტურის გაღარიბება. არ შეიძლება აქ რამე გაუარესდეს და დაზიანდეს. ყველაფერი უნდა გაკეთედეს მათ გადასარჩენად და აღსადგენად”,_აღნიშნა იშხნის ტაძარში მყოფმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა. 

ექსპერტის პაატა ხიმშიაშვილის თქმით კი, იშხნის ტაძრის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, თუმცა მისი სრული აღდგენა შესაძლებელია.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1019 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები