შაბათი, 20.04.2024, 03:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » რუსულ-იაპონური „კურილიური ცარცის წრე“
17:49
რუსულ-იაპონური „კურილიური ცარცის წრე“
იაპონიას და რუსეთს შორის, კურილიის კუნძულებთან დაკავშირებული დავა მწვავე სტადიაში გადადის. რამდენიმეკვირიანი ურთიერთბრალდებების გაცვლის შემდეგ, ახალი, მორიგი პრობლემები გაჩნდა. რუსმა მესაზღვრეებმა სამხრეთ კურილიასთან ჭურვები დაუშინეს გემს, რომელიც, რუსული მხარის ინფორმაციით, კუნძულ ხოკაიდოს ჩრდილოეთიდან, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, ბრაკონიერობის მიზნით შემოვიდა.

თავდაპირველად, ოფიციალურმა კრემლმა, გემის დაცხრილვის ფაქტი კატეგორიულად უარყო, მაგრამ დღეს გახდა ცნობილი ეფესბეს განცხადება, რომლის მიხედვით, რუსი მესაზღვრეები გემს სიგნალებს აძლევდნენ პიროტექნიკით, ხოლო შემდეგ, მისი მიმართულებით ისროლეს კიდეც.

 

უფრო ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია იაპონურმა მხარემ გაავრცელა, მაგრამ სახალინელმა მესაზღვრეებმა, რომელნიც ეფესბეს სანაპირო დაცვის საამართველოს წარმოადგენენ, გაფრთხილების მიზნით სროლაც კი უარყვეს. იაპონური მხარე, ჯერჯერობით, ვერ ამტკიცებს იმ ფაქტს, ეკუთვნოდა გემი იაპონიას, თუ რომელიმე სხვა ქვეყანას. თუმცა, ცნობილია, რომ რუსების მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. გასული წლის იანვარში რუსმა მესაზღვრეებმა ორი იაპონური თევზსაჭერი გემი დაცხრილეს, კუნაშირის კუნძულთან.

 

მომხდარი ინცინდენტები მეტყველებს, რომ რუსეთი კურილიასთან მიმართებაში აგრესიული ნაბიჯების გადადგმისაკენ ემზადება. თავის მხრივ, არც იაპონია იხევს უკან და კატეგორიული ტონით აცხადებს, რომ მათი სახელმწიფო თვალყურს მიადევნებს რუსეთის ყველა სამხედრო ქმედებას სამხრეთ კურილიაში და მიმდინარე მოვლენებს მთლიანად გააკონტროლებს. რუსეთი ისე შეაშფოთა პატარა იაპონიის ქმედებებმა, რომ საფრანგეთიდან სასწრაფო წესით ულტრათანამედროვე „მისტრალი" გამოიწერა. მედვედევი კი ლამის ყოველ კვირა „აზუსტებს," რომ სტრატეგიული კურილიის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა მისი სახელმწიფოს ერთერთი მთავარი ამოცანაა.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის უკანასკნელ წლებში, სამართლიანობის ნიღბის ქვეშ ამოფარებულმა რუსმა დიპლომატებმა, იაპონიის ხელისუფლებას მეორე მსოფლიო ომის  შედეგების გადახედვის იმედი მისცეს. დღეისათვის ტოკიოს დიპლომატიურ ქმედებებში ვლინდება, რომ ეს იმედი იაპონიაში კვლავ ცოცხლობს. კრემლში კი კარგა ხანია მიხვდნენ, რომ კურილიის წართმევა რუსეთის იმპერიისათვის, წყნარ ოკეანეში მის სტრატეგიულ პოზიციებზე სერიოზული დარტყმა იქნება.

 

ზოგადად კი, იალტა–პოსტდამის წესრიგის დაღვევის შემდეგ, აქტიური მცდელობები მიდის მისი იურიდიული გადახედვისათვის. ეს ფაქტორი რუსეთს ძალიან აშინებს, გაცილებით მეტად, ვიდრე ვინმეს აქამდე წარმოედგინა. რუსები მონდომებით ამტკიცებენ, რომ კურილიის დაბრუნებაზე იაპონელების მოთხოვნა, მეორე მსოფლიო ომის შედეგების პრინციპების დარღვევაა. იაპონიამ წააგო ომი და ამას უნდა შეეგუოს. სხვა შემთხვევაში კი დღევანდელი მსოფლიოსათვის განსაკუთრებით საშიში სიტუაცია იქმნება, თუმცა კონკრეტულად რითაა საშიში, გარდა თავად იმპერიისა, ამას ვერავის უდასტურებენ.

 

რუსული იმპერიული აზროვნება, როგორც მთელი მისი ისტორიის მანძილზე, ამჟამადაც აბსურდამდე მიდის. რუს პოლიტიკოსებს რატომღაც ავიწყდებათ ის ფაქტი და ვერ იხსენებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამის პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ომის შემდეგ იაპონია თუ დღევანდელი გაერთიანებული გერმანია საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობების ახალი სუბიექტები რომ არიან და აქედან გამომდინარე, მათ არც არავისთან გამოუცხადებიათ კაპიტულაცია.

 

ცოტა რამ თავად კურილიაზე: კურილიის კუნძულების ჯაჭვი კამჩატკის ნახევარკუნძულსა და ხოკაიდოს კუნძულს შორის მდებარეობს. კუნძული დიდ და მცირე კურილიად იყოფა. მისი ფართობი 10,5 ათას კვადრატულ კილომეტრს წარმოადგენს. აქვს დიდი სამხედრო–სტრატეგიული და ეკონომიკური დანიშნულება. რუსების და იაპონელების კუნძულებზე მოსვლამდე, აქ ადგილობრივი ტომები, აინები ცხოვრობდნენ. ისინი თავის თავს საკუთარ ენაზე „კურუს" უწოდებდნენ, რაც „არსაიდან მოსულ ადამიანს" ნიშნავს. აქედან წარმოდგება სწორედ კურილიის კუნძულების დასახელებაც.

 

დღეს, რუსული მხარე ცალკე და იაპონური ცალკე, ცდილობს იმის გარკვევასაც კი, თუ რომელი მივიდა პირველად კურილიაზე, თუმცა ამას ახლა აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 1905 წელს რუსეთ–იაპონიის ომის შემდეგ, რუსეთმა იაპონიას სახალინის სამხრეთ ნაწილი გადასცა. 1945 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირი დაპირდა აშშ–ს და დიდ ბრიტანეთს, რომ დაიწყებდა ომს იაპონიასთან იმ პირობით, თუ მას სახალინს და კურილიის კუნძულებს დაუბუნებდნენ.

 

1946 წლის სსრკ–ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით, სამხრეთ სახალინი და კურილიის კუნძულები რსფსრ–ს შემადგენლობაში შევიდა. 1947 წელს მოხდა აინების და იაპონელების დეპორტაცია იაპონიის კუნძულებზე. გასახლებულ იქნა 17 000 იაპონელი და უცნობი რაოდენობის აინები.

 

დღეს კი, რუსეთი იაპონიასთან უკიდურესად გამომწვევად იქცევა. მედვედევის ვიზიტები კურილიაში იაპონელების დიდ გაღიზიანებას იწვევს. თავის მხრივ, ტოკიოში არსდება ორგანიზაციები სახელწოდებით, „კურილია იაპონიის მიწაა." გასული წლის ბოლოს, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაც იგეგმებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ურთიერთობა სამხედრო რიტორიკაში გადაიზარდა.

 

ამ სიტუაციაში, ორი სახელმწიფოს კავშირები მნიშვნელოვნად შემცირდა, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას, რომელიც წარსულში აქტიურად მიმდინარეობდა. კურილია რუსეთ–იაპონიის „განხეთქილების ვაშლად" გადაიქცა და ახლო მომავალში მსოფლიოში ახალი სამხედრო კონფლიქტის წარმოშობის საშიშროებამაც გაცილებით რეალური სახე შეიძინა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1079 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები