სამშაბათი, 19.03.2024, 14:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 22
რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე თანამედროვე ჯაზური მუსიკის სამი შემსრულებლის - რიშარ გალიანოს (აკორდეონი), ბირელი ლაგრენის (გიტარა), დიდიე ლოკვუდის (ვიოლინო) კონცერტი გაიმართება. 

მუსიკოსები ქართველი მსმენელის წინაშე 2010 წლის უნიკალური ერთობლივი აკუსტიკური პროექტით წარსდგებიან. გასული წლის განმავლობაში მათ ერთად ექვსი კონცერტი გამართეს ევროპაში, თბილისი მათი მეშვიდე მასპინძელი ქალაქია. ღონისძიება 23 თებერვალს გაიმართება.

23 თებერვალს, 14:00 საათზე კი სასტუმრო „თბილისი მარიოტში" შემოქმედებითი ორგანიზაცია „თაგის არტი" პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, რიშარ გალიანო - მსოფლიოში სახელგანთქმული აკორდეონისტი, თანამედროვე მუსიკაში ახალი სტილის NEW MUSETTE -ის შემქმნელია. იგი ასტორ პიაცოლას მუსიკის ინტერპრეტატორია. გალიანო ევროპელ მუსიკოსთა შორის ყველაზე პოპულარულია, ვისთვისაც თანამედროვე რიტმებითა და ეთნომოტივებით გაჯერებული ჯაზი და კლასიკური მუსიკა შთაგონების წყაროა. 

რიშარ გალიანომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში კონცერტები ორჯერ - 2006 და 2007 წლებში გამართა.
Category: ახალი ამბები | Views: 1171 | Added by: NaTia | Date: 22.02.2011

 


შესაძლოა სახელმწიფოში ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც ეს საზოგადოებასა და ხელისუფლებას სურს, თუმცა მმართველი გუნდის  მთავარი ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს ისე მოაჩვენოს თავი, თითქოს ყველაფერი კარგადაა. ეს პიარტექნოლოგიების ზოგადი სტანდარტია, რომელსაც ყველა ქვეყნის მმართველი იცავს.
მმართველი გუნდი და ოპოზიციური სპექტრი სოლიდურ თანხას ხარჯავს ყოველწლიურად სხვადასხვა ლობისტური ორგანიზაციების მომსახურებაში, რომელთა მთავარ მიზანს სწორედ ის წარმოადგენს, რომ კერძო პოლიტიკურ სუბიექტსა, თუ პოლიტიურ ოგრანიზაციას გარკვეული იმიჯი შეუქმნას. ,,პრესა.ჯი'' დაინტერესდა, თუ რომელი პარტია და პოლიტიკოსი ახერხებს ყველაზე უკეთ იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
 
სოციოლოგი და პიარტექნოლოგი, ვალერი გორგილაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ყველაზე მოქნილი და პიარტანდარტებში ჩამჯდარი  პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია, თუმცა განსაკუთრებული იმიჯის შექმნას სხვა პოლიტიკოსებიც ახერხებენ საქართველოში. ქართველი პოლიტიკოსების პიარ-აქციებსა და არარეალურ იმიჯზე ვალერიან გორგილაძეს ვესაუბრეთ.
 
 - რაში მდგომარეობს ქართული პოლიტიკის პიარ-ტექნოლოგია დღეს, რის ხარჯზე იღებენ მაღალ რეიტინგს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1111 | Added by: NaTia | Date: 22.02.2011

ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები