პარასკევი, 19.04.2024, 22:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 22 » რუსთაველის თეატრში რიშარ გალიანო დაუკრავს
10:09
რუსთაველის თეატრში რიშარ გალიანო დაუკრავს
რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე თანამედროვე ჯაზური მუსიკის სამი შემსრულებლის - რიშარ გალიანოს (აკორდეონი), ბირელი ლაგრენის (გიტარა), დიდიე ლოკვუდის (ვიოლინო) კონცერტი გაიმართება. 

მუსიკოსები ქართველი მსმენელის წინაშე 2010 წლის უნიკალური ერთობლივი აკუსტიკური პროექტით წარსდგებიან. გასული წლის განმავლობაში მათ ერთად ექვსი კონცერტი გამართეს ევროპაში, თბილისი მათი მეშვიდე მასპინძელი ქალაქია. ღონისძიება 23 თებერვალს გაიმართება.

23 თებერვალს, 14:00 საათზე კი სასტუმრო „თბილისი მარიოტში" შემოქმედებითი ორგანიზაცია „თაგის არტი" პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, რიშარ გალიანო - მსოფლიოში სახელგანთქმული აკორდეონისტი, თანამედროვე მუსიკაში ახალი სტილის NEW MUSETTE -ის შემქმნელია. იგი ასტორ პიაცოლას მუსიკის ინტერპრეტატორია. გალიანო ევროპელ მუსიკოსთა შორის ყველაზე პოპულარულია, ვისთვისაც თანამედროვე რიტმებითა და ეთნომოტივებით გაჯერებული ჯაზი და კლასიკური მუსიკა შთაგონების წყაროა. 

რიშარ გალიანომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში კონცერტები ორჯერ - 2006 და 2007 წლებში გამართა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1175 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები