ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » თერგი
18:06
თერგი
თერგი

თერგი - მდინარე საქართველოსა და რუსეთში (ჩრდილოეთი ოსეთიყაბარდო-ბალყარეთიჩეჩნეთიინგუშეთი,დაღესტანი). სიგრძე 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ2. სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს (დარიალის ხეობა), შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდ. სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის კასპიის ზღვას. შესართავთან აჩენს დელტას, რომლის ფართობია 4 ათ. კმ2.

თერგი შერეული შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი ქ. ვლადიკავკაზთან 34 მ3/ წმ, შესართავიდან 16 კმ-ზე - 305 მ3/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა - არდონიურუხიმალკა; მარჯვენა - სუნჯა. საქართველოს ფარგლებში - სნოსწყალი. იგი საზრდოობს მყინვარებისა და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქ. მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარე აუზშია ბაქსანია, გიზელდონისა და სხვა ჰესები. მდიდარია თევზით (კალმახი, თერგის ორაგული, კობრი, ფარგა და სხვა). ნაწილობრივ თერგის ხეობაში გადისსაქართველოს სამხედრო გზა. თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა ყაზბეგი, აგრეთვე ქალაქები: ვლადიკავკაზი,მოზდოკი და ყიზლარი.

ლომეკი, თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება ქართული წყაროების მიხედვით.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1174 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები