შაბათი, 20.04.2024, 14:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » მყინვარწვერი
18:10
მყინვარწვერი
Kazbek.jpg

მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი (რუსКазбек) - მწვერვალი საქართველოშიყაზბეგის რაიონში, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით . მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ - მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუატისიმნა,ორწვერიდევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარეთერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ-ზეა.

მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დუგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ თეკერმა 1868 წელს. მყინვარწვერის კალთაზე, გერგეთის მყინვარის მხრიდან 3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი.

იოანე ბატონიშვილი, თავის ენციკლოპედიურ თხზულება კალმასობაში ("ხუმარსწავლი" 1813-1830) (გვ. 541), წერს:იოსებ მოხევე, მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა, რომელ ჯერეთსცა არვინ აღსრულარს მთასა მას, და მოართო მეფისა ირაკლის ნაჭერი კარავისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთ-მოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა.

მყინვარწვერთან დაკავშირებულია ბევრი ძველი ლეგენდა. დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე 80 მეტრიანი კლდოვანი კედლის შიგნით მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული. ”ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ეს მონასტერი წარმოადგენდა საეკლესიო სიწმინდეების და განძის საცავს, სადაც ბერები ჯაჭვის კიბეებით ადიოდნენ. მონასტერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ლეგენდა პოეტურად აქვს აღწერილი ილია ჭავჭავაძეს. სხვა ლეგენდის მიხედვით, მყინვარწვერზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. დარიალის ხეობის მთავარი მშვენება და სიმბოლოა წმინდა სამების მონასტერი, სადაც ერთ დროს ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი. მონასტერი მდებარეობს მყინვარწვერის ფონზე, პირდაპირ დაბა სტეფანწმინდის თავზე, ხოლო 3900 მეტრის სიმაღლეზე დგას თანამედროვე პატარა ეკლესია.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 973 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები