ხუთშაბათი, 28.03.2024, 23:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » საღამოს ტბა
18:19
საღამოს ტბა
საღამოს ტბა და მდ. ფარავანი

საღამოს ტბა– ტბა ჯავახეთში. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სოღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ3, წყალშემკრები აუზის ფართობი 528კმ2. ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC. ზამთარში იყინება 4,5 თვით.

საღამოს ტბის გასწვრივ, სატრანზიტო გზის გაყოლებით, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – 3 ეკლესია, ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული.

3 ეკლესიიდან ყველაზე ადრინდელი და გამორჩეულია უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე X საუკუნის მოზრდილი დარბაზული ეკლესია, მისი შესასვლელი მოწყობილია შედარებით მოგვიანო ხანის სამხრეთის მინაშენიდან, რომლის ერთი მხარე შუა სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნაგებობა თავდაპირველად კამარით იყო გადახურული, ახლა ხის ბრტყელი სახურავი აქვს. კედლები შემოსილია კარგად გათლილი, სწორად ნაწყობი კვადრებით, ხოლო კარ–სარკმელთა სათაურები შემკულია ოსტატურად შესრულებული ჩუქურთმებით, სიუჟეტური სტელებისა და ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებით.

თლილი ქვით ნაგები მეორე ეკლესიაც დარბაზულია. მიეკუთვნება XIII საუკუნეს. აქაც კამარა ხის ბანური გადახურვითაა შეცვლილი. მორთულობა ძუნწია.

მესამე სამხრეთის ეკლესიაც XIII საუკუნეს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახითაა შემონახული.

მთაზე აღმართული ეკლესია განვითარებული შუა ხანებისაა. იგი ძლიერ დანგრეულია.

დავით მეფეთა მეფის (1247-1270წწ.) წარწერა საღამოს ტბის ერთ–ერთი სტელიდან გვამცნობს:

ვიკიციტატა
«ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელი, მეფეთა მეფე დავით»
საღამოს ტბის მესამე ეკლესია. XIIIს.
საღამოს ტბა და მდ. ფარავანი.
საღამოს ტბის პირველი დარბაზული ეკლესია. Xს.
პირველი დარბაზული ეკლესია.ხედი სამხრეთ–აღმოსავლეთიდან
საღამოს ტბა პირველი დარბაზული ეკლესიიდან (Xს.)
პირველი დარბაზული ეკლესია. ფესვდო–იონური პილასტრები
პირველი დარბაზული ეკლესია. ბარელიეფები გველების გამოსახულებით

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1558 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები