ხუთშაბათი, 28.03.2024, 19:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » ჯავახეთის ზეგანი
19:58
ჯავახეთის ზეგანი

ჯავახეთის ზეგანი – ვულკანური ზეგანი სამხრეთ საქართველოში.

აგებულია ეფუზივებით. ზედაპირზე გავრცელებულია ზედაპლიოცენური დოლერიტული განფენები , რომლის საძირკველში ნეოგენური გოდერძის ვულკანოგენური წყებაა. ადგილ-ადგილ გავრცელებულია ტბიური ნალექები. რელიეფში გაბატონებულია 1500-2200 მ სიმაღლეზე აზიდული ვაკეები, რომლებიც გართულებულია ტბიანი და ჭაობიანი ტაფობ-ქვაბულებითა და მდინარეთა კანიონისებრი ხეობებით. ზეგნის ჩრდილო და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განვითარებულია სერებიან-ხეობებიანი რელიეფი დანაოჭებული ლავების საფუძველზე (აზმანიასმურაკვალისტაბისყურის სერები, კოდალისზემო ქციის ხეობები, ტაბისყურის ქვაბული).

ჰავა გარდამავალია ზომიერად ნოტიოდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე. ზამთარი მცირეთოვლიანი და ცივი იცის. საშუალო წლიური ტემპერატურა 4-6°C, იანვარი - -5, -10°C, ივლისი 15-16°C; აბსოლიტური მინიმალური - -34°C, -41°C, აბსოლიტური მაქსიმალური – 30-35°C.

ნალექები 600-750 მმ წელიწადში.

ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნიან მდინარეები (მტკვარიფარავანიქციაბარალეთისწყალი და სხვ.) და ლავური ვოკლუზები. მდინარეებს ზემო დინებაში მცირე ვარდნა აქვთ, ქვემოთში – დიდი. ტბების უმრავლესობა გამდინარეა და მტკნარი, მხოლოდ კარწახის ტბაშია მომლაშო წყალი. წყაროებს ახასიათებს დიდი დებიტი, დაბალი ტემპერატურა და მტკნარი წყალი.

გავრცელებულია მთის სტეპური მცენარეულობა და მდელოს ბალახეული. აქა-იქ ხელოვნური ტყეებია. ფლორა და ფაუნა მდიდარია ბორეალური ელემენტებით.

ცხოველებიდან გავრცელებულია: ტურამელა. არის გნოლიკავკასიური როჭოკაკაბიმწყერიკასპიური შურთხიგარეული იხვიმტრედი და სხვ. ტბებსა და მდინარეებში ბევრია თევზი (კალმახიქაშაპიხრამულიფრიტაკობრიმტკვრის წვერა და სხვ.).

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1084 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები