პარასკევი, 29.03.2024, 10:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » გვიანფეოდალური ხანა
23:29
გვიანფეოდალური ხანა

მესამე ჯგუფს ქმნის მინის დაბალი მათარები; ისინი შესქელებული პირითა და ვიწრო ყელით ხასიათდება. ტანი ოვალურადაა გაბრტყელებული და შემკულია ძალიან დამახასიათებელი ყურებით; დმანისიდან[50] და ბოლნისიდან[51] ამგვარი ყურებია კედლებითურთ. ისინი სხვადასხვა ზომისაა. ორივეს მინა მომწვანო მოყვითალოა, სქელკედლიანი და ბუშტულებიანი; ზუსტად ანალოგიური ყურებიანი მათარები არის დვინში, დათარიღებულია შუაფეოდალური ხანით.

ამ ხანის ლამპრები (IV ჯგუფი) ძირითადად მწვანეა, ადრეფეოდალური ლამპრებთან შედარებით ყურები უფრო დიდი და არცთუ ფაქიზი ნახელავი აქვს. ყურები ხშირად განსხვავებული ფერისაა. ასეთი ნიმუშებია თბილისიდან და დმანისიდან. მაგალითად, მომწვანო მინის ლამპრებს აქვს მუქი ყვითელი ან მუქი მწვანე ყურები. შუაფეოდალური მინის ლამპრები საქართველოში გვაქვს თბილისის სახელოსნოდან ერეკლეს მოედნიდან, დმანისიდან რუსთავის ნაქალაქარიდან და რუსთავის ნაციხვარიდან , ასევე ლამაზი გორიდან 

ამ ხანაში გვხვდება ასევე მინისაგან დამზადებული სააკვნე მოწყობილობა — შიბაქი. იგი ნაკეთებია მწვანე, ბუშტულებიანი მინისაგან. საქართველოში აღმოჩენილი შიბაქები უცხოური ანალოგიური მასალის მიხედვით დათარიღებულია XI-XIV საუკუნეებით

[რედაქტირება]გვიანფეოდალური ხანა

სამი მინის სურა თბილისის დედაციხიდან, XVI-XVIII სს.
თბილისის დედაციხეზე აღმოჩენილი დეკორატიული ჭურჭელი, XVII-XVIII სს.

გვიანფეოდალური მინის ნაწარმი საქართველოში სრულიად განსხვავებულია ადრე და შუაფეოდალურისაგან. იგივე შეიძლება ითქვას ამიერკავკასიის მასშტაბითაც (სომხეთიაზერბაიჯანი). ამ პერიოდის მინის ნაწარმში დანიშნულების მიხედვით ხუთი ძირთადი ჯგუფია გამოყოფილი

  1. სუფრის ჭურჭელი (სურა, ბოთლი)
  2. ქილა
  3. მათარა
  4. დეკორატიული ჭურჭელი
  5. ლამპარი

სუფრის ჭურჭელში დამატებით რამდენიმე ტიპი გამოიყოფა. მათთვის დამახასიათებელია სადა ან სხვადასხვაგვარად შემკული მაღალი ყელი. ყველა გამობერვითაა მიღებული

გვიანფეოდალური ხანის ქილები (II ჯგუფი) აღმოჩენილია თბილისის დედაციხეზე — სულ 12 ცალი. ისინი ხასიათდებიან გადაშლილი პირით, გამოყვანილი ყელით, სწორი კედლებით, მაღალკონუსურად შედრეკილი ძირით. მერი ჩხატარაშვილი ქილებს მიაკუთვნებს ასევე თბილისის დედაციხეზე აღმოჩენილ კიდევ ორ ნატეხს, რომლებსაც სხვა ქილებისაგან განსხვავებით პირთან არათანაბარი სიგანის სარტყელი აქვს დადნობილი

დედაციხეზეა ასევე აღმოჩენილი მათარის ცხრა ძირი (III ჯგუფი) მათი მსგავსი მათარა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (შემახის ოლქიდან ჩამოტანილი)და ერმიტაჟში. ეს ორი უკანასკნელი ერთმანეთს უფრო ჰგავს, ვიდრე თბილისის ნიმუშებს.

ცალკე ჯგუფს ქმნის ე. წ. დეკორატიული ჭურჭელი, რომელიც ფერადი მინით დამზადებულ მეტად მდიდრულად შემკულ ნაწარმს წარმოადგენს. ჭურჭელს აქვს ლურჯი, ზოგჯერ ღვინისფერ ტეხილი და ტალღოვანი ზედ დადნობილი ზაფები ან დაკენჭილი სარტყლები; ზოგჯერ — თავისივე ფერის ძაფები ან მოზრდილი თვლები. თვლებიანი კედლის პატარა სამი ნატეხი მოპოვებულიათბილისის დედაციხიდან, ერეკლეს მოედნიდან, ყარაღაჯიდან. ასეთივე ნატეხები არის ლორეში გვიან ხანაში ამგვარი თვლებით სულ სხვადასხვაგვარ ჭურჭელს ამკობდნენ ამიტომ, ზუსტად დადგენა იმისა, თუ რომელ ჭურჭელს ეკუთვნის საქართველოშიაღმოჩენილი ნატეხები, ჭირს.

მცხეთაშისვეტიცხოველთან, სასახლის თხრისას აღმოჩენილია ასევე ლამპრები აქაური მასალები უმთავრესად უკავშირდება მარიამისა და როსტომ მეფის მიერ სასახლის აღდგენა–განახლებისა (XVII საუკუნის I ნახევარი) და შემდგომ ამ ადგიალს გლეხთა დარბაზული ტიპის სახლების არსებობის (XVIII საუკუნე) პერიოდს. სვეტიცხოველთან ლამპრის ნატეხები სასახლის ან ტაძრის კუთვნილი უნდა იყოს და ზოგადად XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება.

წარმოება

]საწარმოები ადრეფეოდალურ ხანაში

ადრეფეოდალური ხანის დასაწყისის, IV-V საუკუნეების ჭურჭელი რუსთავის სამარხულ ინვენტარშია კარგად წარმოდგენილი, ხოლო შემდგომ, ამ ხანის დასასრულისათვის, მცხეთისაგან განსხვავებით, აქ მინის ჭურჭელი მხოლოდ კულტურულ ფენებშია. მცხეთის IV-VIII საუკუნეების მინის ჭურჭელი ამ ქალაქის თავისებურებადაა მიჩნეული და სავარაუდოდ აქვეა წარმოებული.

არაბთა ბატონობის დასრულების შემდეგ, ისევე როგორც მთელი აღმოსავლეთის ქვეყნები, საქართველოც ეკონომიკურ აღმავლობას განიცდის . ამ პერიოდში საქართველოში ვითარდება მინის წარმოებაც. ამ დროის მაღალხარისხიანი მინის საწარმოთაგან აღსანიშნავია ორბეთი. ამავე ხანაში მინის წარმოების აღმავლობას აღნიშნავენ სომხეთშიაზერბაიჯანში  ბიზანტიასა და შუა აზიაში

აღმოსავლეთ საქართველოში ადრეფეოდალური ხანის ჭურჭელი კარგადაა წარმოდგენილი. გვხვდება როგორც აღმოსავლეთისათვის საერთო ტიპები, ასევე განსხვავებულიც. თვითონ საქართველოს ნაქალაქართა კულტურული ფენებიდან მოპოვებული მასალისა და ორბეთის მინის საწარმოს ნიმუშების შედარება ცხადყოფს, რომ ისინი სხვადასხვა საწარმოებს განეკუთვნებიან.

ბოლნისშილამაზი გორის სამონასტრო კომპლექსიდან ჩანს წარმოების ნაშთები — მინის წიდა, ნადუღი, წუნი ნაწარმი. ცნობილია, რომ ქართული მონასტრები ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერებიც იყო  ეს ყველაფერი მონასტერში მინის საწარმოს არსებობაზე მიუთითებს

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1286 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები