სამშაბათი, 23.04.2024, 22:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » შავი ზღვა
23:32
შავი ზღვა

შავი ზღვა (ბულგ. Черно море; ბერძ. Μαύρη Θάλασσα; რუმინ. Marea Neagră; რუს. Чёрное мо́ре; უკრЧорне мореთურქ. Karadeniz) (ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც Εὔξεινος Πόντοςლათ. Pontus Euxinus, "ევქსინეს ზღვა" - შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდებაბოსფორის სრუტითა და მარმარისის ზღვითაზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.

ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება არის დუნაი. შავი ზღვის საერთო ფართობია 422.000 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე - 2210 მ.

შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთიბულგარეთირუმინეთიუკრაინარუსეთი და საქართველოყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკაა.

მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი), ბურგასი,ვარნაკონსტანცაიალტაოდესასევასტოპოლიქერჩინოვოროსიისკისოჭისოხუმიფოთიბათუმი,ტრაბზონი და სამსუნი.

შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩაკეტილი წყლის მასივია. ზღვის სიგრძე უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის 1167 კმ-ია (ბურგასი-ქობულეთი). სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 4000 კმ-ია, საიდანაც საქართველოს 320 კმ ეკუთვნის (რუსეთის ფედერაცია-395 კმ, უკრაინა-1340 კმ, რუმინეთი-215 კმ, ბულგარეთი-317 კმ, თურქეთი-1365 კმ). შავი ზღვის ე.წ. ზედა ჟანგბადით მდიდარი "ცოცხალი" ფენა 175-200 მ სიღრმემდე ვრცელდება, 200 მ-დან ფსკერამდე თითქმის უჟანგბადოა და საერთოდ არ გვხვდება ორგანული სიცოცხლე. შავი ზღვის განსაკუთრებულ თავისებურებას, რაც მას მკვეთრად განასხვავებს დედამიწის დანარჩენი ჰიდროგარსისგან, წარმოადგენს წყლის ორიგინალური ფენობრივი ხასიათი. 175-200 მ სისქის მქონე ზედაპირული ფენა სიმკვრივით გამირჩევა (მსუბუქია) მის ქვეშ მდებარე წყლის მასისაგან. ეს განსხვავება იმდენად მკვეთრია, რომ წყლის აღრევა ფენებს შორის თითქმის არ წარმოებს. ამის გამო ღრმა წყალში დაგროვილია H2S გრანდიოზული რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში საერთოდ არ არსებობს საშიში იხტიოფაუნა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1766 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები