პარასკევი, 29.03.2024, 01:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » კავკასიონი
23:36
კავკასიონი
კავკასიონი — კავკასიის ყელის ირიბად გადამღობი თითქმის სწორხაზოვანი მთაგრეხილი (მთიანი სისტემა), რომელიც თავისი ბოლოებით — ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებია შეჭრილია, ერთი მხრივ, აზოვისა და შავ ზღვასშორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის. შედის საქართველოს და აზერბაიჯანის,რუსეთის (კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებისა და ადიღესყაბარდო-ბალყარეთისყარაჩაი-ჩერქეზეთის,ჩრდილოეთ ოსეთისჩეჩნეთისინგუშეთის და დაღესტნის რესპუბლიკების) ტერიტორიაში. კავკასიონი, როგორც მთათა სისტემა, ორ ნაწილად იყოფა: დიდი კავკასიონი და მცირე კავკასიონი.
სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „kaukasos", რომელსაც თავის მხრივ სავარაუდოდ ძველირანული („kapkah" — დიდი მთა) ან ხეთური („kazkaz" — ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. არსებობს აგრეთვე ბევრი სხვა ახსნა ტერმინისა, ძირითადად ადგილობრივ ენებზე. ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებდა „კავკასს", „კავკასიას". კავკასიონი ეწოდა XX საუკუნეში.

კავკასიონის ოროგრაფიულ ღერძს წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომელიც უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. ამ ქედის თხემით კავკასია იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ მაკროფერდობებად, რომელთაგან პირველი შედის მდინარეების ყუბანის, თერგის, სულაკისა და სამურის აუზებში, მეორე — ბზიფისკოდორისენგურისრიონისმტკვრისა და მთელ რიგ მცირე მდინარეთა აუზებში. ორივე ფერდობი გართულებულია მეორე თანრიგის ქედებითა და ხეობებით, რომლებიც ღერძულ ზონაში ქმნიან მაღალმთიან, ხოლო პერიფერიულ ზონებში — საშუალმთიან რელიეფს. ჩრდილოეთ ფერდობის გასწვრივი ქედების: გვერდითი, კლდოვანი ანუ კირქვიანი, საძოვრებიანი და ტყიანი, რომლებიც მთავარი ქედის პარალელურია, აგრეთვე შავანის, კიდეგანის,ხევსურეთისანდის, ბოღოზის გარდიგარდმო ქედები; სამხრული კალთის — გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის,ეგრისისლეჩხუმისა და რაჭის გასწვრივი; ლიხისხარულის ალევისქართლისა და კახეთის გარდიგარდმო ქედები. კავკასიონის ოროგრაფიულ სიმეტრიას არღვევს ჩრდილოეთი ფერდობი, რომელიც განიერია კახეთ-დაღესტნის არეში. კავკასიონის მრავალი მწვერვალი მოდელირებულია ძველი ეროზიის, მყინვარული და პერიგლაციალური პროცესების მოქმედებით.

კავკასინზე გავრცელებულია ნაირგვარი გენეზისის რელიეფის ტიპები და ფორმები, ძირითადია: ეროზული რელიეფი ნაირ-ნაირი მორფოსტრუქტურების საფუძველზე, რომელიც გართულებულია ვულკანური, მყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული და სხვა გენეზისის ფორმებით. არის ეროზიულ რელიეფზე დადგმული ვულკანური პლატოები, კონუსები, ღარები. პელიგლაციალურ ფორმათა განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს ყელის ზეგანი. კარსტულ ფორმებს — პოლიეებს, ქვაბულებს, ძაბრებს, მღვიმეებს, შრატულ ზედაპირებს დიდი ფართობი უკავია დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე და ჩრდილოეთ ფერდობზე — ყარაჩაიდან დაღესტნამდე. კავკასიონის ბევრ რეგიონში წარმოქმნილია მინერალური წყაროების მიერ დალექილი ტრავერტინის დანაგროვები (თრუსოსამხრეთი ოსეთიჯვრის უღელტეხილი).დაღესტანში და სხვაგან არის ხელოვნური ტერასები.

კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი ძირითადად აგებულია მეზოზოური ნალექი ქანებით. მათგან უმეტესი ფართობი იურულ ტერიგენულ წყებებს უჭირავს (შუაიურულში ფართოდაა გავრცელებული ვულკანოგენური პორფირიტული წყება, ხოლო ზედაიურულში — კარბონატული ფაციესი). ცარცული ნალექები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კარბონატული ფაციესისაა, უმთავრესად კავკასიონის ნაწილებსა და ბოლოებშია გავრცელებული. მეზოზოურის გარდა, ცენტრალურ კავკასიონზე (მდინარე ბელაიის სათავეებიდან მამისონის უღელტეხზილამდე) გაშიშვლებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანები (გრანიტოიდები, გნაისები, მეტამორფული ფიქლები), რომლებითაც აგებულია კავკასიონის ღეძული ზოლი და უმაღლესი მასივები. მთიანეთის შიგნით მდებარე ზოგიერთ ქვაბულში (შეფარდებითი დაძირვის არეებში) განვითარებულია პალეოგენური და ქვედანეოგენური ნალექი ქანები, იალბუზისა და ხევ-მთიულეთის რეგიონები, აგრეთვე მდინარეების რიონისა და არაგვის აუზთა ნაწილები გამოირჩევა ზედაპლიოცენურ-პლეისტოცენური და ჰოლოცენური ეფუზივების გავრცელებით. პლეისტოცენ-ჰოლოცენური ნაფენები არის მაღალმთიან ზოლში მორენების (რომლებიც აფხაზეთ-სვანეთის ზოგიერთ ხეობაში ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე და უფრო დაბლაც ჩამოდიან), ქვაბულების ფსკერისა და ტერასების ალუვიონის, ფრაგმენტულად განვითარებული ტბიური ნალექების, კარსტული მღვიმეების (მაგ., კუდაროსა და წონის) ბუნებრივი და კულტურილი ნაფენებისა და პერიგლაციალური რელიქტური ლოდნარების და სხვა სახით. კავკასიონი რთული ტექტონიკურიაგებულებისაა. მის სტრუქტურაში მონაწილეობენ სხვადასხვა ფორმის ნაოჭები, რღვევები, ნასხლეტშეცოცებანიუ. ამ უკანასკნელებთან დაკავშირებულია მინერალური წყლის მრავალი (განსაკუთრებით ხევში, სამხრეთ ოსეთში, ზემო რაჭასა და სვანეთში).

კავკასიონზე მდინარეული ჩამონადენი მაღალია. მაღალმთიანი ზოლის დასავლეთი ნაწილის სამხრეთ ფერდობზე (აღმოსავლეთ აფხაზეთში, დასავლეთ სვანეთში და მთიან სამეგრელოში) ჩამონადენის მოდული 80—100 ლ/წმ უდრის ერთ კმ2-იდან. ჩრდილოეთ ფერდებზე და აღმოსავლეთ ნაწილში იგი ეცემა 30—40 ლ/წმ-მდე და მხოლოდ კახეთში აღწევს 70 ლ/წმ. მაღალმთიანი ზოლის მდინარეები — ენგურირიონიკოდორითერგიყუბანი საზრდოობენ მნიშვნელოვანწილად მყინვარებით. მაქსიმალური ხარჯი მათ ზაფხულობით აქვთ. დანარჩენი მდინარეებს წყალდიდობა გაზაფხულზე აქვთ. კავკასიონზე არის მყინვარული (თებერდატობავარჩხილიადუედააძიჟიყვარაში), კარსტული (ცერიქოლიერწო), ნგრევით შეგუბებული (რიწა, ამტყელი, ქვედი), ვულკანური (ყელის ზეგნის ტბები) და სხვა გენეზისის ტბები.

კავკასიის კირქვულ რაიონებში ბევრია მიწისქვეშა მდინარე (ამტყელითურჩუ-ტობაშაორი-შარეულაბუჯახეორი), უზარმაზარდებიტიანი წყაროები ანუ ვოკლუზები (წაჩხურირეჩხიმჭიშთაილორი და სხვა). მთიანეთი მდიდარია მინერალური წყაროებით, რომელთა უმრავლესობა მიეკუთვნება ცივი ნახშირმჟავო (თორღვას აბანო,შატილი) და ცივი უნახშირმჟავო (რაჭა-ლეჩხუმშიაფხაზეთში და სხვა) წყლების გამოსავლებიც.

ავკასიონის ლანდშაფტები ერთმანეთს ცვლის უმთავრესად ვერტიკალური მიმართულებით და ქმნის კლაკნილსა და გრძელ ვიწრო ზონებს (სარტყლებს). გარდა ამისა, ლანდშაფტები ცვალებადობს ზღვისგან დაშორების, ფერდობთა ექსპოზიციისა და სხვა პირობების მიხედვით. ლანდშაფტური ზონების სისტემის შედგენილობა კავკასიონის სხვადასხვა ნაწილში სხვდასხვაა. გავრცელებულია აგრეთვე აზონალური (მაგ., ვულკანური, კარსტული) ლანდშაფტები. ქვევიდან ზევით გამოხატულია შემდეგი ლანდშაფტი: კოლხური ტიპის შერეული ფოთლოვანი (მუხა, რცხილა, წაბლი) ტყე, მარადმწვანე ქვეტყით (შქერი, წყავი, ბმზა, ჭყორი) და ლიანებით; წიფლნარი; ნაძვნარ-სოჭნარი; მთის მდელოები; სუბნივალური ჭიუხებისა და ღორღნალ-ლოდნარების ლანდშაფტი; ნივალური (ჭიუხ-მყინვაროვანი), მდინარეების ლიახვისა და ბაქსანის აღმოსავლეთით მუქწიწვიანი ტყე ცალკეული რელიქტური ფრაგმენტების სახით გვხვდება (ნარი — ჩრდილოეთ ოსეთში, კაწალხევი — ფშავში), ტყის ზედა სარტყელში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე ბატონობს წიფლნარი, ხოლო ჩრდილოეთისაზე — ფიჭვნარი და ფიჭვნარ-არყნარი. კახეთის ტყეებში შემორჩენილია სურო, წყავი, ჭყირი. არის ურთხლისა და ძელქვის რელიქტური კორომებიც (ბაწარის ხეობა, სოფ. ბაბანეურის მიდამოები). აზერბაიჯანსა და დაღესტანში კავკასიონის ქვედა ზონა ქსეროფიტულ ბუჩქნარს, ტყესყეპსა და სტეპს უჭირავს. სტეპები ფაღესტნის შიდა ნაწილში დიდ სიმაღლეებზეც გვხვდება. ლანდშაფტური ზონების საზღვრები აღმოსავლეთისკენ მაღლდება და ისეთ დონეებზე, რომლებზეც აფხაზეთში ჭიუხ-მყინვაროვანი ლანდშაფტი მეფობს, თუშეთსა და აზერბაიჯან-დაღესტანში ალპური მდელოებია გადაშლილი, ზოლო კოლხეთის ტყის დონეზე იქ სტეპია. აზონალური ლანდშაფტები განვითარებულია ყელის ვულკანურ ზეგანზე. თავისებური პერიგლაციალურ-კარსტული ლანდშაფტია არაბიკის მასივის ალპურ ზონაში, სადაც ძაბრებთან ერთად მუდმივი თოვლყინულის შემცვლელი მღვიმეები და შახტებიც გვხვდება.

]

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1282 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები