ოთხშაბათი, 24.04.2024, 11:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » დიეგო ველასკესი
23:53
დიეგო ველასკესი
დიეგო როდრიგეს დე სილვა ველასკესი (ესპ. Diego Rodríguez de Silva y Velázquez‎) ( *6 ივნისი1599სევილია - 6 აგვისტო1660,მადრიდიესპანელი მხატვარი.

დიეგო ველასკესი დაიბადა სევილიაში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. მისი პირველი მასწავლებელი იყო ფრანცისკო დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა, ხოლო შემდეგ მას ფრანცისკო პაჩეკო ასწავლიდა, რომლის ძირითადი დამსახურება ისაა, რომ არ ზღუდავდა ველასკესს და ხელს არ უშლიდა მისი მხატვრული ინდივიდუალურობის ჩამოყალიბებაში. ამის შემდეგ 20-იანი წლებიდან ველასკესი დამოუკიდებლად გამოდის სამხატვრო ასპარეზზე. მისი შემოქმედების ამ პერიოდს "სევილიურს" უწოდებენ. ამ დროს ველასკესი განიცდის ცნობილი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს გავლენას. მასთან დიეგოს იზიდავდა ინტერესი უბრალო, იდეალურობას მოკლებულ, პლებეური იერის მქონე სახეებისადმი. კარავაჯოსგან მან აიღო სპეციფიკური განათება, ე.წ ტენებროზო-ინტერიერული განათება. მისი პერსონაჟები გამოისახებიან ჩამუქებულ ინტერიერში. კარავაჯოსგან განსხვავებით დიეგოს არ იზიდავს რთული, დინამიური კომპოზიციები. მას უფრო მოსწონს სადა განლაგება. ეს სისადავე მის შემოქმედებას ბოლომდე გაჰყვა. აგრეთვე ველასკესისათვის დამახასიათებელია ობიექტურობა, ყოველგვარი შელამაზების უარყოფა. აგრეთვე უნარი, ჩვეულებრივში და უბრალოში დაინახოს სახასიათო და მნიშვნელოვანი. რადგანაც ობიექტურობა პორტრეტის არსებითი ნიშანია, სწორედ ამიტომ ველასკესი ითვლება ყველა დროის უდიდეს პორტრეტისტად.

20-იან წლებში ველასკესი მიიწვიეს ფილიპ მეოთხის სამეფო კარზე. ზუსტად ამავე პერიოდში ესპანეთში ჩამოდის სახელგანთქმული ფლანდრიელი მხატვარი რუბენსი. დიეგო მას მეგზურობას უწევდა სამეფო კარის გალერეის დათვალიერებისას. ახალგაზრდა ველასკესს რუბენსის რჩევით აგზავნიან იტალიაში. მას აქ უნდა ესწავლა და შეეძინა იტალიური ფერწერის ნიმუშები. ველასკესმა უდიდესი აღფრთოვანებით აღიქვა იტალიური მხატვრობა და განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე ტიციან ვეჩელმამოახდინა. სწორედ ტიციანმა უბიძგა მას თავისუფალი მხატვრობისაკენ. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ველასკესი ინტენსიურად იწყებს მუშაობას, ძირიტადად პორტრეტებზე . იგი ასრულებდა მეფის, მისი ოჯახის წევრების, მთავრობის მეთაურებისა და სხვათა პორტრეტებს. ისინი ძირითადად გარეთაა გატანილი, ანუ გადმოიცემიან ნადირობისას, ბუნების წიაღში, ცხენზე ჯირითისას და ა.შ ამ პერიოდის საუკეთესო ნამუშევარია "ბრედის ჩაბარება". ეს არის ე.წ ჯგუფური პორტრეტი. ამავე პერიოდში ველასკესი ქმნის ეტაპურ ნამუშევრებს: ესენია ჯუჯების სერია, რომლებშიც მჟღავნდება ველასკესის ერთი თვისება: იგი ამ უბედურ ადამიანებში ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე წარმოაჩენს სწორედ მათ ადამიანურ საწყისს. ამ სერიის ნახატებს შორის განსაკუთრებულია "ელ პრიმა"-ჯუჯა გამოირჩევა ინტელიგენტური იერით, ნათელი სახით, ჭკვიანური ამოხედვით. ამავე პერიოდში ქმნის ველასკესი თავის ცნობილ ნამუშევარს "ვენერა სარკეში", სადაც ვენერა წარმოდგენილია საკმაოდ ორიგინალურად-ზურგიდან. მისი სახე ირეკლება სარკეში, რომელიც ამურს უჭირავს. მეორე ნამუშევარია "ეზოპე და მენიპი"-ანტიკური ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენლები, მაგრამ აქ ისინი გამოყვანილნი არიან, როგორც ორი ესპანელი მოხეტიალე, მათხოვრის ტანსაცმელში, მაგრამ შინაგანი ღირსებით და კეთილშობილებით სავსენი.

პაპი ინოკენტი X

ამის შემდეგ ველასკესი მეორედ მიემგზავრება იტალიაში, ახლა უკვე როგორც სახელგანთქმული მხატვარი. იტალიაში ყოფნისას ასრულებს თავისი შემოქმედების გვირგვინს, მწვერვალს "პაპი ინოკენტი X-ს" პორტრეტს. ეს ნამუშევარი დღესაც აოცებს მნახველს. იგი საკმაოდ მრავლისმთქმელია. პაპის სახეშიერთდროულად ჩანს ძალაც, გონებაც, ჭკუაც და სისასტიკეც.

ველასკესი გარდაიცვალა სევილიაში და მის ძეგლს ამკობს წარწერა: "სიმართლის მხატვარი".

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1697 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები