ანრი რუსო - 23 თებერვალში 2011 - www.ucoz.com
კვირა, 04.12.2016, 15:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » ანრი რუსო
23:56
ანრი რუსო

ანრი ჟულიენ ფელიქს რუსო (ფრანგHenri Julien Félix Rousseau; დ. 21 მაისი1844 — გ. 2 სექტემბერი1910) — ფრანგი პრიმიტივისტული მანერის პოსტიმპრესიონისტი მხატვარი. ასევე ცნობილია, როგორც Le Douanier (საბაჟოს თანამშრომელი) მისი სამსახურის გამო. ცხოვრებაში დაცინვის საგანი, ის მოგვიანებით თვითნასწავლ გენიოსად აღიარეს უაღრესად მხატვრული ხარისხის ნამუშევრების გამო.

მის საუკეთესო ტილოებზე აღწერილია ჯუნგლების სცენები, მიუხედავად იმისა, რომ თავად საფრანგეთი არასდროს დაუტოვებია და ჯუნგლი თვალით არ უნახავს. გავრცელებული ისტორიები მის მიერ სამხედრო სამსახურისასმექსიკაში მოგზაურობაზე საფუძველს მოკლებულია. მისი შთაგონების წყარო წიგნების ილუსტრაციები და პარიზის ბოტანიკური ბაღი იყო. მის ნამუშევრებში ასევე აისახა ისტორიები, რომლებიც მას მექსიკაში ექსპედიაციაში ნამყოფი ფრანგი ჯარისკაცებისგან ჰქონდა გაგონილი. ეგზოტიკური სცენების გვერდით ასევე ხშირად მეორდება მის ნაწარმოებებში ქალაქისა და მისი გარეუბნების მცირე ზომის ტოპოგრაფიული გამოსახულებები.

მისი მტკიცებით, რუსომ გამოიგონა პორტრეტული პეიზაჟის ახალი ჟანრი, რომელსაც აღწევდა ჯერ ქალაქის სასურველი ნაწილის ხედის ხატვით, შემდეგ კი მასში წინა პლანზე ადამიანის გამოსახვით.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 226 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები