ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » იგორ სტრავინსკი
00:29
იგორ სტრავინსკი

იგორ სტრავინსკი (რუს.: И́горь Фёдорович Страви́нский) (*17 ივნისი1882 – 6 აპრილი1971) -- რუსი კომპოზიტორი. მისი კომპოზიციები გამოირჩევა პრიმიტივისტული, ნეო-კლასიკური და სერიალისტური სტილით, თუმცა ყველაზე კარგად ცნობილია მისი ადრინდელი რუსული პერიოდის სამი ნამუშევრით: "Le sacre du printemps" (წმინდა გაზაფხული), ”პეტრუშკა” და "L'Oiseau de feu" (ფასკუნჯი - Жар-птица). მრავალი კრიტიკოსის აზრით ამ გამომწვევმა, ინოვაციურმა ბალეტებმა პრაქტიკულად ჟანრის ხელახლა დაბადება გამოიწვია. სტრავინსკი ასევე წერდა ანსამბლის კომბინაციებისა და კლასიკური ფორმების ფართო სპექტრში. მისი ნამუშევრები მოიცავდა ყველაფერს სიმფონიებიდან ფორტეპიანოს მინიატურებამდე.

სტრავინსკიმ ასევე სახელი გაითქვა როგორც პიანისტმა და დირიჟორმა, ხშირად საკუთარი ნამუშევრების პრემიერებზე შესრულებით. ის მწერალიც გახლდათ. ალექსის როლან-მანუელის შემწეობით სტრავინსკიმ დაწერა თეორიული ნამუშევარი სახ. ”მუსიკის პოეზია”. მასში ის ამტკიცებდა რომ მუსიკას არ ძალუძს ”გამოხატოს რაიმე სხვა საკუთარი თავის გარდა”.

კვინტესენციურად კოსმოპოლიტი რუსი -- სტრავინსკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორი და ხელოვანი გახდა მე-20 საუკუნის მუსიკაში, როგორც დასავლეთში, ასევე საკუთარ სამშობლოშიც. ჟურნალმა ტაიმმა ის საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1258 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები