პარასკევი, 29.03.2024, 17:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » მიკროპროცესორი
00:38
მიკროპროცესორი
მიკროპროცესორი (ბერძ. mikros და ნიშნავს „პატარას") მინიატურული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანაა, რეალიზებული ერთი ზედიდი ინტეგრალური სქემით. ზესუფთა სილიციუმის ერთ კრისტალზე რთული, მრავალსაფეხურიანი და ზუსტი ტექნოლოგიით დატანილია რამდენიმე მილიონი ტრანზისტორი და სხვა სქემური ელემენტები. აგრეთვე დამაკავშირებელი გამტარები და გარე მოწყობილობების შემაერთებელი წერტილები. მათი ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ ბლოკს: არითმეტიკულ მოწყობილობას, მართვის მოწყობილობას, რეგისტრებს და სხვა. მსოფლიოში სხვადასხვა ფირმების მიერ გამოიშვება სხვადასხვა დანიშნულების ცენტრალური მიკროპროცესორების ტიპები.
მიკროპროცესორის მთავარი პარამეტრებია: შესასრულებელ ბრძანებათა ერთობლიობა, თანრიგიანობა და ტაქტიკური სიხშირე. მიკროპროცესორების მთავარი პარამეტრი ტაქტიკური სიხშირეა. იგი გვიჩვენებს წამში რამდენ ელემენტარულ ოპერაციას-ტაქტს ასრულებს მიკროპროცესორი. ტაქტიკური სიხშირე იზომება მეგაჰერცებში (1 მეგაჰერცი უდრის 106 ჰერცს). თანრიგიანობა გვიჩვენებს, ერთ ტაქტში თუ რამდენ ორობითი თანრიგის დამუშავებას, ან გადაცემას ახორციელებს მიკროპროცესორი, ასევე რამდენი ორობითი თანრიგი შეიძლება იქნას გამოყენებული მიკროპროცესორის ოპერატიული მეხსიერების დამისამართებისათვის. აღსანიშნია, რომ ტაქტიკური სიხშირეპროცესორი მწარმოებლურობის შეფარდებითი მახასიათებელია იმიტომ, რომ პროცესორის სქემური გადაწყვეტების გამო ზოგიერთი პროცესორი ერთ ტაქტში ასრულებს იმდენ ოპერაციას, რომლის შესრულებასაც სხვა პროცესორი ანდომებს რამდენიმე ტაქტს. გარეგნულად მიკროპროცესორი ოთხკუთხედი პლასმასის ფირფიტაა — 5x5x05 სანტიმეტრის ზომის, 940-მდე „ფეხით". მიკროპროცესორებს გასაციებლად უყენებენ პატარა ვენტილიატორებს, რათა მიკროპროცესორი არ გადახურდეს
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 984 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები