ხუთშაბათი, 18.04.2024, 22:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » მოდული (პროგრამირება)
00:39
მოდული (პროგრამირება)

მოდული კომპიუტერულ პროგრამირებაში წარმოადგენს პროგრამის ფუნქციონალურად დასრულებულ ფრაგმენტს, რომელიც გვხვდება საწყისი კოდის მქონე ცალკეული ფაილის ან სხვა პროგრამაში გამოსაყენებლად განსაზღვრული მისი მუდმივი ნაწილის დასათაურებული სახით. მოდულირების პრინციპიდან გამომდინარე მოდულები საშუალებას იძლევიან რთული ამოცანები დაჰყონ შედარებით მცირე ნაწილებად.

მოდული შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, ანუ იყოს დაწერილი იმავე პროგრამირების ენაში, რომელშიც შექმნილია ის ძირითადი პროგრამა, რაშიც გამოიყენება ეს მოდული, ანგაფართოებული, რომელიც შექმნილია ძირითადი პროგრამისაგან განსხვავებულ ენაში. გაფართოებული მოდულები ჩვეულებრივ იწერებიან შედარებით დაბალი დონის ენების გამოყენებით, რაც პროგრამის შესრულების სიჩქარეს ზრდის.

მოდულთა კონცეფციის ისტორიას, როგორც კომპილაციის ერთეულებს, მივყევართ ფორტრან II და ქობოლ ენებამდე, ანუ 1950-იანი წლებში. 1976 წელს გამოვიდა პუბლიკაცია, რომელშიც განიხილებოდა მოდულირების კონცეფცია და Mesa პროგრამირების ენა, შექმნილი Xerox PARC-ში. 1977 წელს ამ კონცეფციას დეტალურად გაეცნო მეცნიერი ნიკლაუს ვირტი, რომელიც ურთიერთობდა Xerox PARC-ის გამომგონებლებთან. ეს იდეები ვირტს გამოადგა მოდულა-2 პროგრამირების ენის შექმნისას, რომლის შესახებაც პუბლიკაცია გამოიცა 1977 წელსვე.

სენია ენები, რომელთაც გააჩნიათ მოდულირების კონცეფციის მხარდაჭერა: IBM S/360 Assembler, ქობოლი, RPG, PL/1, ადა, D, F (ინგლ.), ფორტრანი, Haskell, Blitz BASIC, OCaml, პასკალი, ML, მოდულა-2, ობერონი, კომპონენტური პასკალი, Zonnon, Erlang, Perl, Python და Ruby. IBM System გამოიყენებდა RPG, ქობოლ და CL ენათა მოდულებს მაშინ, როცა პროგრამირება ხდებოდა ILE-ს გარემოში.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 970 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები