პარასკევი, 19.04.2024, 17:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » Conficker-Windows 1.0
00:51
Conficker-Windows 1.0
Conficker (ასევე ცნობილი როგორც DownupDownadup და Kido) — დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კომპიუტერული ჭია. ვირუსი პირველად დაწერილია Microsoft Visual C++-ზე და პირველად გაჩნდა 2008 წლის 21 ნოემბერს. ვირუსი უტევს Microsoft Windows ოჯახის ყველა ოპერაციულ სისტემას (დაწყებული Windows 2000 და დამთავრებული Windows 7 და Windows Server 2008 R2). 2009 წლის იანვრისთვის ვირუსმა დაავადა 12 მილიონი კომპიუტერი მთელს მსოფლიოში. 2009 წლის 12 თებერვალსკორპორაცია მაიკროსოფტმა დაპირდა 250 000 აშშ დოლარის გადახდა იმ ადამინისთვის, რომელიც მოაწოდებდა ინფორმაციას ვირუსის შემქმენლების შესახებ. 
Windows 1.01 გამოშვებულ იქნა 1985 წლის 20 ნოემბერს, ეს იყო კომპანია Microsoft-ის პირველი ცდა, რომ რეალიზება გაეკეთებინა ოპერაციული სისტემისათვის, რომელსაც მრავალი დავალებების შესრულება შეეძლებოდა. იგი შემუშავებული იყო პერსონალურ კომპიუტერებზე სამუშაოდ და მასზე რეალიზებული იყო გრაფიკული გარსი

Windows 1.01-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც MS-DOS-ის "სამოსელს", შემუშავებულ იქნა MS-DOS-სთვის არსებულ პროგრამებთან სამუშაოდ, მასში რალიზებული იყო მრავალი დავალების შესრულების შესაძლებლობა და სტაბილური Application Programming Interface (API), მომავალი Windows-ის პროგრამებისთვის.

მისი განსაზღვრა, როგორც MS-DOS-ის "სამოსელი" გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი შემუშავებული იყო პროგრამებთან გრაფიკულ გარსში სამუშაოდ და არა როგორც სრულყოფილი ოპერაციული სისტემა. მიუხედავად ამისა, Windows 1.01 შეიცავდა საკუთარ დრაივერებს გრაფიკული ადაპტერებისთვისთაგუნიებისთვის,კლავიატურებისთვისპრინტერებისთვის და სერიული პორტებისთვის. იგულისხმებოდა, რომ პროგრამა გამოიყენებდა მხოლოდ API-ს, შემუშავებულს ამ დრაივერებზედაყრდნობით. იმის გათვალისწინებით, რომ MS-DOS-ში გრაფიკა და პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა ძალიან შეზღუდული იყო, პროგრამებს უწევდათ მიემართათ პირდაპირ აპარატურული უზრუნველყოფისთვის (ან, ზოგიერთ შემთხვევაში BIOS-ისთვის), რათა შეესრულებინათ აუცილებელი მოქმედება. აქედან გამომდინარე, Windows 1.01 წარმოადგენდა არა მხოლოდ MS-DOS-ის "სამოსელს", არამედ ავსებდა და ხშირად ცვლიდა შესაძლებლობებს, რომლებიც არ იყო წარმოდგენილი MS-DOS-ში.

Windows-ის პირველი ვერსია გამოშვებული ატარებდა ნომერს 1.01. 1.0 არ იქნა გამოშვებული სერიოზული შეცდომის გამო.

ვერსია 1.02 გამოვიდა 1986 წლის მაისში და იყო საერთაშორისო, შეიცავდა სხვადასხვა ევროპული ენების მხარდაჭერას.

ვერსია 1.03 გამოვიდა 1986 წლის აგვისტოს და გათვალისწინებული იყო მხოლოდ ამერიკისთვის და შეიცავდა განახლებებს, რომლებიც უფრო ამსგავსებდნენ საერთაშორისო გამოცემას. მასში შესული იყო დრაივერები ევროპული კლავიატურებისთვის და დამატებითი დრაივერები მონიტორისთვის და პრინტერებისთვის.

ვერსია 1.04 გამოვიდა 1987 წლის აპრილში. დამატებულ იქნა გრაფიკული ადაპტერებისთვის VGA, რომლებიც გამოჩნდა ახალ კომპიუტერებში სერიით PS/2 IBM-ისგან. ამავე დროს, კომპანია Microsoft-მა , კომპანია IBM-თან ერთად წარმოადგინა ახალი ოპერაციული სისტემა PS/2 გრაფიკული ინტერფეისით Presentation Manager, რომელსაც ჩანაფიქრის მიხედვით დროთა განმავლობაში უნდა შეეცვალა, როგორც MS-DOS-ი, აგრეთვე Windows-იც. Windows 1.01 ჩანაცვლებულ იქნა 1987 წლის ნოემბერში, გამოსული Windows 2.0-ით


კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1166 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები