Windows 7 - 24 თებერვალში 2011 - www.ucoz.com
ხუთშაბათი, 08.12.2016, 21:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » Windows 7
00:52
Windows 7
Windows 7.jpg
Windows 7 (ყოფილი Blackcomb და Vienna) არის ოპერაციული სისტემის ვინდოუსი 2009 წლის ვერსია, გამოსული იმავე წლის 22 ოქტომბერს.

უკვე 2000 წელს მაიკროსოფტში დაიწყეს ფიქრი სისტემის Windows XP შემდეგ ვერსიაზე და მის სერვერულ ვარიანტზეWindows Server 2003. თავდაპირველად მათ სურდათ მისი 2005 წელს გამოცემა.

სისტემა, რომელსაც ეწოდა კოდური სახელი ”Blackcomb”, მიზნად ისახავდა ფაილების ძიების და მონაცემთა დამუშავების გამარტივების, ფაილური სისტემის WinFS და სხვა სიახლეების შემოტანას. ბილ გეიტსის თქმით, ”Blackcomb უნდა ყოფილიყო სტრიქონი, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს მომხმარებლის ნაწერს და ავტომატურად შეივსება”.

თუმცა, Blackcomb გადაიდო და ამასობაში დაიწყო მუშაობა სისტემაზე "Longhorn", რომლის დებიუტიც 2003 წლისათვის იყო დაგეგმილი. ამ ვერსიაში თავდაპირველად შეიტანეს გადადებული პროექტის რამდენიმე ელემენტი. საბოლოოდ, Longhorn-ს ეწოდა Windows Vista და იგი ოფიციალურად გამოვიდა 2007 წლის იანვარში.

სახელწოდება

Windows Vista-ზე მუშაობის პარალელურად, Blackcomb-ს ეწოდა Vienna. თუმცა, 2007 წლის 20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სახელწოდება შეცვლილი იქნა და ამჯერად ეს იყო Windows 7. 2008 წლის 13 ოქტომბერს ეს საბოლოოდ დადასტურდა. მაიკ ნეშის, ვინდოუსის პროდუქციის განხრით მაიკროსოფტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს სახელწოდება აირჩიეს იმიტომ, რომ ვინდოუსის უშუალო მიმართულებაში ეს არის მეშვიდე ვერსია.

კოდური სახელწოდება Blackcomb თავდაპირველად ეკუთვნოდა სისტემას Windows NT 6.0. დაგეგმილი მისი Windows XP-ს შემდეგ გამოცემა. 2001 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Blackcomb გამოვიდოდა 2005 წელს, ხოლო 2002 წლის აგვისტოში - ის, რომ შუალედური ვერსია იქნება Windows Vista, დაფუძნებული ბირთვზე Windows NT 5. Longhorn-ის შექმნისას მას დაემატა Blackcomb-ის ფუნქციები და მიენიჭა ნომერი 6.0.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 210 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები