სამშაბათი, 23.04.2024, 09:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » Windows Server 2003
00:54
Windows Server 2003
Windows Server 2003 (ასევე მიმართავენ როგორც Win2K3) არის Microsoft-ის სერვერული ოპერაციული სისტემა.ეს ოპერაციული სისტემა წარმოადგინეს 2003 წლის 24 აპრილს, როგორც Windows 2000 Server-ის შემცვლელი.Windows Server 2003-ის განახლებული ვერსია, Windows Server 2003 R2 გამოვიდა 2005 წლის 6 დეკემბერს.

Windows Server 2003 გამოვიდა 2003 წლის 24 აპრილს.Windows 2000 Server-ისგან განსხვავებით,Windows Server 2003-ის ინსტალაციისას თავისით არცერთი სერვერული კომპონენტი არ არის ჩართული.Windows Server 2003-ს აქვს თავსებადობის რეჟიმები.ეს საშუალებას აძლევს მოძველებულ აპლიკაციებს გაეშვან სტაბილურად.Windows Server 2003-ს აქვს გაზრდილი Active Directory თავსებადობა,რაც იმას ნიშნავს რომ Windows NT 4.0-დან ადვილად შესაძლებელია Windows Server 2003-ზე გადასვლა.

Windows Server 2003-ის სერვისებშიც არის საკმაოდ ბევრი ცვლილებები.მაგალითად IIS ვებ სერვერში,რომელიც თითქმის თავიდან-ბოლომდე ხელახლა დაიწერა,იმისათვის რომ გაუმჯობესებულიყო წარმადობა და დაცვა.გაუმჯობესებულია Distributed File System-ი,რომელსაც ახლა უკვე შეუძლია დაჰოსტოს მრავალი DFS root-ები ერთ სერვერზე. გაუმჯობესებულია ასევე Terminal სერვერი,Active Directory,Print სერვერი და ა.შ. ამ პროდუქტმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი.როდესაც პირველად გახმაურდა 2000 წელს,მას ერქვა კოდური სახელწოდება Whistler Server-ი.შემდეგ მისთვის უნდა დაერქვათ Windows 2002 Server-ი,სანამ გადაარქმევდნენ Windows .NET Server-ზე.შემდეგ მას დაარქვეს Windows .NET Server 2003.იმის შიშით რომ ხალხი ვერ მიხვდებოდა თუ რა შუაში იყო .NET სახელში,რაც გამოიწვევდა დაბნეულობას და კრიტიკას,Microsoft-მა ამოიღო სახელიდან .NET და საბოლოო სახელი მიიღო Windows Server 2003.

ახალი და განახლებული შესაძლებლობები

  • Internet Information Services(IIS) v6.0 - გაუმჯობესებულია IIS-ის ვერსია.
  • წინა ვერსიებთან შედარებით გაუმჯობესებულია default დაცულობა.ჩაშენებულია firewall და default-ად გამორთულია სერვისების უმეტესობა.
  • მნიშვნელოვანი ცვლილებებია Message Queuing-ში.
  • Manage Your Server - სამართავი ხელსაწყო,რომელიც საშუალებას აძლევს ადმინისტრატორს აირჩიოს თუ რა ფუნქციონირება ექნება სერვერს.
  • გაუმჯობესებულია Active Directory,მაგალითად შეგვიძლია კლასებს გავუკეთოთ დეაქტივაცია schema-დან.
  • გაუმჯობესებულია Group Policy და მისი ადმინისტრირება უფრო გაადვილებულია.
  • გაუმჯობესებულია დისკების მართვა,როგორიცაა shadow ფაილების backup-ის შესაძლებლობა,ასევე გახსნილი ფაილების backup-ის შესაძლებლობა.
  • გაუმჯობესებულია scripting და command line ხელსაწყოები.
  • Windows Server 2003-ს აქვს რამდენიმე გამოცემა.ყოველი მათგანი განკუთვნილია სხვადასხვა მიზნებისთვის. გამოცემების შედარებები ნახეთ ამ გვერდზე - .საერთო ჯამში Windows Server 2003-ის ყველა გამოცემას შეუძლია შეასრულოს შემდეგი ფუნქციები: გაანაწილოს ფაილები და პრინტერები,იმუშაონ როგორც აპლიკაციის სერვერად,მოგვაწოდონ იმეილ სერვისები,აუტენტიკაცია გაუკეთონ მომხმარებლებს,იმუშაობ როგორც X.509 სერტიფიკატის სერვერად,მოგვაწოდონ LDAP სერვისები,იმუშაონ stream სერვერად და ა.შ.
  • SBS შეიცავს Windows Server-ს და სხვა დამატებით ტექნოლოგიებს რომლებიც გათვალისწინებულია პატარა ქსელისთვის.მაგალითად ერთი-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა Remote Web Workplace.

    SBS-ის სტანდარტული გამოცემა შეიცავს SharePoint სერვისებს,Microsoft Exchange სერვერს,Fax სერვერს და Active Directory-იას მომხმარებელთა სამართავად. ეს პროდუქტი ასევე გვთავაზობს firewall-ს,DHCP სერვერს და NAT როუტერს.

    SBS-ის პრემიუმ გამოცემა შეიცავს ყველაფერს რაც აქვს სტანდარულ გამოცემას.ასევე შეიცავს Microsoft SQL Server 2000-ს და Microsoft Internet Security and Acceleration Server 2004-ს.

    SBS-ს აქვს საკუთარი ტიპის CAL(Client Access License),რომელიც არის განსხვავებული და ღირს უფრო ძვირი ვიდრე Windows Server 2003-ის სხვა ვერსიებში.

    SBS სერვერს აქვს შემდეგი შეზღუდვები:

    • მხოლოდ ერთ კომპიუტერზე დომეინში შეიძლება იყოს დაყენებული Windows Server 2003 for Small Business Server.
    • Windows Server 2003 for Small Business Server უნდა იყოს root-ი Active Directory-ში.
    • Windows Server 2003 for Small Business Server-ს არ აქვს "ნდობა" სხვა დომეინებთან.
    • Windows Server 2003 for Small Business Server-ს აქვს 75 user-ის ან device-ს ლიმიტი.ეს დამოკიდებულია თუ რა ტიპის CAL-ია.
    • Windows Server 2003 for Small Business Server-ს აქვს 4GB RAM(Random Access Memory)-ის ლიმიტი.
    • Windows Server 2003 for Small Business Server-ის დომეინს არ შეუძლია ჰქონდეს child დომეინები.
    • Terminal სერვერის ინსტალაციის შემდეგ,მხოლოდ ერთდროული 2 RDP კავშირის ლიმიტია.
    • იმისათვის რომ აღარ გვქონდეს ეს ლიმიტები,მაშინ უნდა დავაყენოთ Windows Small Business Server 2003 R2 პაკეტი.
    • Windows Server 2003-ის Web გამოცემა ძირითადად განკუთვნილია ვებ აპლიკაციების,ვებ გვერდების,XML სერვისების ასაწყობად და დასაჰოსტად.ეს გამოცემა არ საჭიროებს CAL-ებს და Terminal სერვერის რეჟიმი არ არის ამ გამოცემაში,მაგრამ Windows Server 2003 ვებ გამოცემაში შეგვიძლია გამოვიყენოთ Remote Desktop-ი remote ადმინისტრირებისათვის.მხოლოდ 10 file-sharing კავშირი შეიძლება იყოს ერთდროულად. ამ გამოცემაში შეუძლებელია დაყენდეს Microsoft SQL Server და Microsoft Exchange, მაგრამ Service Pack 1-ის ინსტალაციის შემდეგ უკვე შეიძლება დაყენდეს MSDE და SQL Server 2005 Express.ასევე ამ გამოცემას არ აქვს UDDI-ს მხარდაჭერა.

      Windows Server 2003 Web გამოცემას აქვს მაქსიმუმ 2 პროცესორის მხარდაჭერა და 2GB ოპერატიული მეხსიერების. ამ გამოცემას არ შეუძლია იმუშაოს დომეინ კონტროლერად. ეს არის ერთადერთი ვერსია Windows Server 2003-ის რომელიც არ საჭიროებს CAL-ებს.

      Enterprise გამოცემა

      Windows Server 2003-ის Enterprise გამოცემა გათვლილია საშუალო ან დიდი ზომის ქსელებისთვის.ამ გამოცემას აქვს 8 პროცესორის მხარდაჭერა,eight-node clustering-ის მხარდაჭერა Microsoft Cluster Server (MSCS)-ის გამოყენებით.ასევე მას აქვს 32GB RAM-ის მხარდაჭერა PAE-ს ჩართვის შემდეგ.Enterprise გამოცემა ასევე გამოდის 64 ბიტიანები. 64 ბიტიანებს აქვთ 1TB ოპერატიულის მხარდაჭერა. ორივეს 32 ბიტიანებსაც და 64 ბიტიანებსაც აქვთ Non-Uniform Memory Access (NUMA)-ს მხარდაჭერა.

      ამ გამოცემას აქვს შემდეგი შესაძლებლობების მხარდაჭერა:

      • Microsoft Metadirectory Services (MMS)-ების მხარდაჭერა,რომლის საშუალებითაც ხდება მრავალი დირექტორიების,მონაცემთა ბაზების და ფაილების ინტეგრაცია Active Directory-ასთან.
      • აქვს Hot Add Memory-ის მხარდაჭერა,რაც იმას ნიშნავს რომ შეგვიძლია ჩავამატოთ ან ამოვიღოთ RAM სისტემიდან გადატვრითვის ან გამორთვის გარეშე.
      • აქვს WSRM(Windows System Resource Manager)-ის მხარდაჭერა.
      • Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემა განკუთვნილია ისეთი გარემოსთვის,რომელიც მოითხოვს მაღალ დაცულობას და საიმედოობას.Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემა არის როგორც 32 ბიტიანი,ასევე 64 ბიტიანი.32 ბიტიანს აქვს 32 პროცესორის მხარდაჭერა,ხოლო 64 ბიტიანს - 64 პროცესორის. 32 ბიტიან არქიტექტურას აქვს 128GB RAM-ის ლიმიტი,ხოლო 64 ბიტიანს - 2TB.

        Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემას ასევე აქვს NUMA-ს და 8-node clustering-ის მხარდაჭერა.ამ გამოცემას ასევე აქვს უკეთესი მხარდაჭერა Storage Area Networks (SAN)-ის.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1029 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები