პარასკევი, 19.04.2024, 00:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » ლინუქსი
01:01
ლინუქსი
Tux.svg

ლინუქსი (Linux) წარმოადგენს მრავალფუნქციონალურ მძლავრ უფასო ოპერაციულ სისტემას, რომელიც იუნიქსის (UNIX) მაგვარი ოპერაციული სისტემების ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ოპერაციული სისტემა UNIX შეიქმნა სამოციან წლებში, კომპანიაბელ ლაბსის (Bell Labs) (ამჟამად AT&T Bell Laboratories) მიერ.

UNIX-ის შექმნისას გათვალისწინებული იქნა მისი მულტიპლატფორუმულ ოპერაციულ სისტემად ჩამოყალიბება, ანუ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მისი სხვადასხვა არქიტექტურის მანქანებზე უპრობლემოდ მუშაობა. სწორედ მისმამულტიპლატფორმულობამ განაპირობა UNIX-ის უდიდესი პოპულარულობა. UNIX-ის პოპულარულობასთან ერთად სხვადასხვა კომპანიებმა დაიწყეს UNIX-ის ბაზაზე ოპერაციული სისტემების შექმნა.

Linux არის თავისუფალად გავრცელებადი GPL ლიცენზიაზე დამყარებული ოპერაციული სისტემა, რომელიც შეიქმნა UNIX მაგვარი ოპერაციული სისტემა Minix-ის ბაზაზე. მისი თავდაპირველი ვერსიის შემქმნელია ფინეთის ჰელსინკის უნივერსტიტეტის სტუდენტი ლინუს ტორვალდსი (Linus Torvalds). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტუდენტმა ახალი ოპერაციული სისტემა საკურსო ნაშრომის ფარგლებში შექმნა.

Linux შექმნილია მრავალრიცხოვან UNIX პროგრამისტთა და ინტერნეტის ქსელში მომუშავე ენთუზიასტთა დახმარებით. მასში არ არის გამოყენებული AT&T UNIX-ის პროგრამული კოდი, ასევე არც ერთი სხვა UNIX-ის პროგრამული კოდი. Linux-ის მეტი წილი პროგრამები შექმნილია GNU Free Software Foundation პროექტის ჩარჩოში, კემბრიჯშიმასაჩუსეტსი, თუმცა მის შექმნაში ასევე მონაწილეობა თითქმის მთელი მსოფლიოს პროგრამისტებმა მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამების უმეტესობა არის ღია პროგრამული კოდით (open source) და ამასთან უფასოა. 0.01 ვერსიის Linux-ის გამოჩენისას არასდროს არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება მისი შექმნის თაობაზე, 0.01 ვერსიის პროგრამული წყარო,პროგრამის კოდის ნორმალური შესრულების შესაძლებლობასაც კი არ იძლეოდა და მიუთითებდა იმაზე, რომ მომხმარებელი მიმართავდა Minix მანქანას. ეს მისი (Linux) კომპილირებისა თუ სრულყოფის შესაძლებლობას იძლეოდა.

1991 წლის 5 ნოემბერს ლინუსმა "ოფიციალურად" განაცხადა Linux-ის 0.02 ვერსიის გამოსვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ეს ისევ განიხილებოდა როგორც მორიგი ექსპერიმენტებისათვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემა. ძირითადად ყურადღება დაეთმო სისტემის ბირთვის (kernel) დახვეწას, არანაირი ყურადღება არ ექცეოდა რიგით მომხმარებელთათვის მასთან მუშაობის უზრუნვეყოფას, არ მოხდა სისტემის დოკუმენტირების ტირაჟირება. ეს შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა: ოპერაციული სისტემა უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი, არ ყოფილიყო საჭიროება შემდგომი ვერსიების Minix-ზე კომპილირება-სრულყოფისა.

0.03 ვერსიაზე მუშაობის დამთავრების შემდეგ ლინუსმა მომდევნო ვერსიას პირდაპირ მიანიჭა 0.10 ნომერი, ვინაიდან იმ დროისათვის პროექტზე უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი მუშაობდა და ბევრი რამ დაიხვეწა.

1992 წლის მარტში ტესტირების სტადიაში მყოფი ოპერაციული სისტემის ვერსიების რამდენიმეჯერ გადახედვის შემდეგ ახალ შექმნილ ვერსიას ამჯერად 0.95 ნომერი მიენიჭა, რითაც ლინუსმა მიანიშნა, რომ მალე შესაძლებელი იქნებოდა "ოფიციალური" ვერსიის გამოსვლაზე განაცხადის გაკეთება. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ 1993 წლის დეკემბერში Linux-ის ვერსიის ნომერი უკვე 0.99.pl14 იყო, რაც გახდა საწინდარი იმისა, რომ სულ მალე გამოვიდოდა უკვე ნამდვილად ოფიციალური სტაბილური ვერსია 1.0, რაც 1994 წელს მოხდა კიდეც. დღეისთვის Linux-ის მიმდინარე ვერსია არის 2.6.x, რომელიც 2004 წელს გამოვიდა და ამჟამადაც გრძელდება მასზე მუშაობა. (არ უნდა აგვერიოს Linux-ის ვერსიები დისტრიბუტივების ვერსიებში, მაგ. Red Hat 7.3 ან Mandrake 8.2დისტრიბუტივი წარმოადგენს ლინუქსის ბირთვის და პროგრამების ცალკეულ პაკეტს და ცალკე განხილვის თემა გახლავთ.

Linux თავდაპირველად შეიქმნა ინტელის 32-ბიტიანი x86-ბაზაზე შექმნილ 386 ან უფრო მძლავრ პროცესორებზე სამუშაოდ. ამჟამად Linux ასევე შემდეგი პლატფორმის მანქანებზეც მუშაობს: Compaq Alpha AXPSun SPARCUltraSPARCMotorola 680x0PowerPC,PowerPC64ARMHitachi SuperHIBM S/390MIPSHP PA-RISCIntel IA-64DEC VAXAMD x86-64CRIS.

Linux წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სამუშაო სადგურად, ასევე სერვერის პლატფორმად. დღესდღეობით Linux UNIX მაგვარი ოპერაციული სისტემების ღირსეული კლონია. Linux სრულყოფილი მრავალფუნქციონალური მრავალამოცანიანი ოპერაციული სისტემაა, რომელიც წარმატებით ართმევს თავს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდ მოთხოვნილებებს. მასზე შესაძლებელია X Windows-ის გრაფიკულ გარემოში და console (ბრძანებათა სტრიქონში) მოხერხებული მუშაობა. Linux-ის მომხმარებელთათვის არსებობს თანამედროვე გრაფიკული და საოფისე პროგრამები, ასევე მათთვის ინტერნეტში სრულყოფილად სამუშაოდ უამრავი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია ვებ-გვერდების დათვალიერება, ელექტრონული ფოსტისმიღება და გაგზავნა, IRCICQYahoo MessengerAOL Instant MessengerMSN Messenger და სხვა პოპულარული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.

არანაკლები რაოდენობით არსებობს პროგრამირებით დაინტერესებულ პირთათვის განკუთვნილი პროფესიონალური დონის გრაფიკული ინტერფეისიანი პროგრამული პროდუქტები. ამასთან პროგრამული უზრუნველყოფის სრული სპექტრი არსებობს Linux-ის როგორც ინტერნეტ, ბეჭდვით თუ ფაილ სერვერად გამოსაყენებლად. Linux-ისთვის არსებობს უმძლავრესი პროგრამული პროდუქტები მონაცემთა ბაზების შესაქმნელად, რომლის ნათელი მაგალითია კომპანია Oracle, რომელიც თავის პროდუქციას სხვა ოპერაციულ სისტემებთან ერთად ასევე Linux პლატფორმისათვის ქმნის.

ამჟამად Linux საკმაოდ დეტალურად არის დოკუმენტირებული, ასევე დოკუმენტირებულია Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამები, ეს ინფორმაცია უფასოა და შესაბამის ინტერნეტ გვერდებზე არსებობს. Linux-ის პრინციპია: მომხმარებელს უფასოდ მიეწოდოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და პროდუქტი (პროგრამა), რაც ხელსაყრელი ალტერნატივაა მომხმარებლისთვის.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1267 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები