15:18 გოგა ტარიელაშვილი | |
დაიბადა 1981 წლის 26 ოქტომბერს თბილისში
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფიზიკოსი ამჟამად ცხოვრობს თბილისში მუშაობს კომპანია „ჯეოსელის" ინფორმაციულ კომუნიკაციური ტექნოლოგიების დეპარტამენტში ინჟინერის თანამდებობაზე ჰყავს მეუღლე – თიკა ბალხამიშვილი და ქალიშვილი - 5 წლის ლიზი ჰობი, ინტერესები: ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ვებ–დიზაინი, ფეხბურთი, ისტორიული ნაწარმოებების კითხვა საყვარელი მწერლები და პოეტები: ალექსანდრე დიუმა, ჟიულ ვერნი, პროსპერ მერიმე, ო’ჰენრი, ბორის აკუნინი საყვარელი კერძები: რძის ნაწარმი, ხორცეულის ქართული კერძები, კიტრი–პომიდვრის სალათი კლუბში „რა? სად? როდის?" თამაშობს 1997 წლიდან მიღწევები სპორტულ ტურნირებში: „რა? სად? როდის?"-ში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (2006), სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი (2002) და მე–3 პრიზიორი (2007), საქართველოს 2–გზის ჩემპიონი (2001, 2006) და ვიცე-ჩემპიონი (2009), თბილისის 4–გზის ჩემპიონი (2002, 2006–07) მიღწევები ტელეგადაცემაში „რა? სად? როდის?" (რუსთავი-2–ზე): 2008 წლის ზამთრის სერიის მეოთხე შესარჩევი თამაშის (03.02.2008) საუკეთესო მოაზროვნე. 2008 წლის გაზაფხულის სერიის მესამე შესარჩევი თამაშის (18.05.2008) საუკეთესო მოაზროვნე. 2009 წლის ფინალური (ზამთრის) სერიის პირველი შესარჩევი თამაშის (29.11.2009) საუკეთესო მოაზროვნე. | |
|