26 ივლისი 2010
ლუდვიგ ფონ მიზესი პირველად გამოქვეყნდა 1947 წელს, ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ. გერმანელი, იტალიელი და იაპონელი ნაციონალისტები საკუთარ აგრესიულ პოლიტიკას ამართლებდნენ „სასიცოცხლო სივრცის” (Lebensraum) ნაკლებობით. მათი ქვეყნების მოსახლეობა შედარებით დიდია. ისინი ბუნებამ ნაკლებად დააჯილდოვა და დამოკიდებულნი არიან საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის იმპორტზე. მათ უწევთ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რათა შეძლონ ამ უაღრესად საჭირო იმპორტირებული პროდუქციის საფასურის გადახდა. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ პროდუქტებსა და ნედლეულს, ატარებენ პროტექციონისტურ პოლიტიკას და კეტავენ საზღვრებს წარმოებული პროდუქციის იმპორტისთვის. სამყარო ცალსახად მიექანება სახელმწიფოების სრული ეკონომიკური ავტარქიისკენ. რა ელით ასეთი ტიპის სამყაროში იმ სახელმწიფოებს, რომელთაც არ ძალუძთ, საკუთარი მოქალაქეები საკვებითა და სამოსით უზრუნველყონ მხოლოდ შიდა რესურსების გამოყენებით? „არმქონე” ხალხების „სასიცოცხლო სივრცის” დოქტრინა ხაზს უსვამს, რომ ამერიკასა და ავსტრალიაში არსებობს მილიონობით აკრი დაუმუშავებელი მიწა, რომელიც ბევრად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე „არმქონე” სახელმწიფოებში გლეხების მიერ დახნული უვარგისი მიწა. აგრეთვე, ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია, ვიდრე „არმქონე” სახელმწიფოებში. მაგრამ გერმანელ, იტალიელ და იაპონელ გლეხებსა და მუშებს ხელი არ მიუწვდებათ ბუნებრივად მდიდარ ტერიტორიებზე. შედარებით ნაკლები მოსახლეობის ქვეყნების საიმიგრაციო კანონმდებლობა უკრძალავს მათ ამ ქვე ... კითხვის გაგრძელება » |
ლუდვიგ ფონ მიზესი – Ludwig von Mises (1881-1973) |
სერგო კლდიაშვილი – Sergo Kldiashvili (1893 – 1986) |
სერგო კლდიაშვილი – რთველში
დილიდან მზიანში რთველი დაიწყო. შუადღისას საწნახელი აივდო. ყურძენს ფუტკარი დასევია. საწნახელში ანანია ჩადგა. თხილის რტო ქუდად ხურავს და ამით იცავს მელოტს ტკბილის სურნელით გახელებულ ფუტკრისაგან. მორგვივით მრგვალი და მძიმე, სრესავს მტევნებს და მხიარულად ეგებება ახლად დაკრეფილ ყურძნით სავსე გოდრებს. საწნახელის ვიწრო ღარიდან წვენი თქრიალით გადმოდის. დაკლული თიკანი სასახლის წინ ჩამოჰკიდეს და გაატყავეს. სახლიდან საცერის ტკაცუნი გაისმის. კერიაზე დიდი ცეცხლი გააჩაღეს… წითლად ჩავიდა მზე. დაეშვა ბინდი. მასპინძელმა ტაბლა დადგა, ხორაგი დაახვავა, ძველი ღვინო ხელადებით მოიტანა და რთველში დამხმარენი მოიპატიჟა. დაილია ერთმანეთის სადღეგრძელო, ითქვა მიცვალებულთა შესანდობარი, შეისვა ვაზის და კერიის სადიდებელი. - ეჰეი! – გასძახის ანანია, როცა მასპინძელი სავსე ყანწს გადაულოცავს. …ნაჯაფარი და ნაქეიფარი სტუმრები გვიან დაიშალნენ. სოფლის გზაზე ხმაურით მიდის ანანია. ქვეყანას შეჰხარის და მიიმღერის. გარემოც ალერსით ეგებება. სოფელი ისეთი კეთილი და მადლიანია, დაემხვე და ჰკოცნე მისი მიწა. ყველა ეზოში სავსე ქვევრი დუღს და ყველა ეზოდან ტკბილის თუხთუხი ისმის. მაჭრის მათრობელა სურნელი ასდის მიწას, გამდგარა ჰაერში და ცამდე აღწევს. ირყევა მიწა, მიბორძიკობს ანანია და მასთან ერთად ქანაობენ ხეების ჩრდილები ორღობეში, გორაკები და გორაკის წვერზე დამჯდარი მაჭრით დამთვრალი მთვარე. |
|
კოლიბრიოესი (KolibriOS) (აგრეთვე ცნობილია როგორც KOS-ი ან Kolibri) არის 32-ბიტიანი ოპერაციული სისტემა ინტელის x86ტიპის
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლინუქსი (Linux) წარმოადგენს მრავალფუნქციონალურ მძლავრ უფასო ოპერაციულ სისტემას, რომელიც იუნიქსის (UNIX) მაგვარი ოპერაციული სისტემების ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ოპერაციული სისტემა UNIX შეიქმნა სამოციან წლებში, კომპანია ... კითხვის გაგრძელება » |
ბლუთუზი (ინგ. Bluetooth - ლურჯი კბილი) მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგიას წარმოადგენს. იგი საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით, ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ჯიბის კომპიუტერები, ... კითხვის გაგრძელება » |
|