ხუთშაბათი, 25.04.2024, 08:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი
26 ივლისი 2010

ლუდვიგ ფონ მიზესი
პირველად გამოქვეყნდა 1947 წელს, ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ.

გერმანელი, იტალიელი და იაპონელი ნაციონალისტები საკუთარ აგრესიულ პოლიტიკას ამართლებდნენ „სასიცოცხლო სივრცის” (Lebensraum) ნაკლებობით. მათი ქვეყნების მოსახლეობა შედარებით დიდია. ისინი ბუნებამ ნაკლებად დააჯილდოვა და დამოკიდებულნი არიან საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის იმპორტზე. მათ უწევთ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რათა შეძლონ ამ უაღრესად საჭირო იმპორტირებული პროდუქციის საფასურის გადახდა. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ პროდუქტებსა და ნედლეულს, ატარებენ პროტექციონისტურ პოლიტიკას და კეტავენ საზღვრებს წარმოებული პროდუქციის იმპორტისთვის. სამყარო ცალსახად მიექანება სახელმწიფოების სრული ეკონომიკური ავტარქიისკენ. რა ელით ასეთი ტიპის სამყაროში იმ სახელმწიფოებს, რომელთაც არ ძალუძთ, საკუთარი მოქალაქეები საკვებითა და სამოსით უზრუნველყონ მხოლოდ შიდა რესურსების გამოყენებით?

„არმქონე” ხალხების „სასიცოცხლო სივრცის” დოქტრინა ხაზს უსვამს, რომ ამერიკასა და ავსტრალიაში არსებობს მილიონობით აკრი დაუმუშავებელი მიწა, რომელიც ბევრად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე „არმქონე” სახელმწიფოებში გლეხების მიერ დახნული უვარგისი მიწა. აგრეთვე, ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია, ვიდრე „არმქონე” სახელმწიფოებში. მაგრამ გერმანელ, იტალიელ და იაპონელ გლეხებსა და მუშებს ხელი არ მიუწვდებათ ბუნებრივად მდიდარ ტერიტორიებზე. შედარებით ნაკლები მოსახლეობის ქვეყნების საიმიგრაციო კანონმდებლობა უკრძალავს მათ ამ ქვე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1076 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011



ლუდვიგ ფონ მიზესი – Ludwig von Mises (1881-1973)

ლუდვიგ ფონ მიზესი – "თანასწორობის და უთანასწორობის შესახებ”

(გამოქყვეყნდა 1961 წელს)

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა – ტომი I. ლიბერალიზმის საფუძვლები

თარგმნეს ელენე გაგუამ და პაატა შეშელიძემ

1.
მოძღვრება ბუნებრივი სამართლის შესახებ, რომელიც მე-18 საუკუნეში, ადამიანის უფლებათა შესახებ დეკლარაციით იყო შთაგონებული, არ ითვალისწინებდა აშკარად მცდარ მტკიცებულებას, რომ ყველა ადამიანი ბიოლოგიურად თანაბარია. ის ადასტურებდა, რომ ყველა ადამიანი იბადება თანასწორუფლებიანი და ადამიანის მიერ შექმნილი რომელიმე კანონით ამ თანასწორუფლებიანობის გაუქმება შეუძლებელია, რადგან ის ხელშეუხებელი, ანუ უფრო სწორად განუყოფელია. მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლებისა და თვითგამორკვევის დაუნდობელი მტრები, ტოტალიტარიზმის მომხრეები, თანასწორუფლებიანობას კანონის წინაშე თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ და განიხილავენ მას, როგორც ვითომდა ყველა ადამიანის ფსიქიკური და ფიზიოლოგიური თანასწორობიდან წარმოებულს.

1789 წლის 3 ნოემბერს, საფრანგეთში მიღებული დეკლარაცია, ადამიანის და მოქალაქეების უფლებათა შესახებ, აღნიშნავდა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თანაბარუფლებიანია. თუმცა, ტერორის რეჟიმის დაწყების წინა დღეს, ახალი დეკლარაცია, რომელმაც 1793 წლის 24 ივნისის კონსტიტუცია ჩაანაცვლა, აცხადებდა, რომ ყველა ადამიანი თანაბარია "par la nature” (ე.ი. ბუნებით). ამ დროიდან მოყოლებული, ე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1278 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

სერგო კლდიაშვილი – Sergo Kldiashvili (1893 – 1986)

გურამ ასათიანი – Guram Asatiani (1928 – 1982)

გურამ ასათიანი – სერგო კლდიაშვილი

პირველი წიგნი სერგო კლდიაშვილისა, რომელიც პირადად მე მივიღე საჩუქრად, იყო „აზნაურ ლახუნდარელის თავგადასავალი".

„შესანიშნავ ქართველ ვაჟკაცს,ჩემი იმედების მასახელებელს – ავტორისაგან", ეწერა ამ წიგნის თავფურცელზე. გასაგები უნდა იყოს თავბრუდამხვევი სიამაყის გრძნობა, რაც ამ სიტყვების წაკითხვისას შეეძლო განეცადა ცხრა წლის ბიჭს.

არ ვიცი, შევძელი თუ არა ნაწილობრივ მაინც გამემართლებინა ავტორის კეთილი იმედები, მაგრამ ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ამ დღის შემდეგჩემში დღითი დღე, წლიდან წლამდე ღრმავდებოდა განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა მისდამი.

როგორც მრავალი მკითხველი, მეც დიდად დავალებული ვარ სერგო კლდიაშვილისაგან იმის გამო, რომ ის ასეთი შესანიშნავი, ასეთი ჭკვიანი და კეთილი მწერალია. სამუდამოდ მოხიბლული ვარ მისი ადამიანური უბრალოებითა და სიფაქიზით და ასევე სადა, დახვეწილი, შინაგანი ელფერით გამდიდრებული, უტყუარი ქართული სიტყვით.

სერგო კლდიაშვილისაგან მე, როგორცჩვენი საუკუნის მრავალმა ქართველმა მკითხველმა, შევიტყვე, რომ მწერლობაში მთავარია, არა თვითმიზნური გამომგონებლობა, არა სტილიზებული თამაში მოულოდნელობებით, ეფექტური სვლებით თუ პარადოქსებით, არამედ ნამდვილის, არსებითის დაუქანცავი ძიება, არა მაცდური ბრწყინვალება, არა მოჩვენებითი მრავალმნიშვნელობა, არამედ მხატვრის ჭეშმარიტი კეთ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1475 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

სერგო კლდიაშვილი – რთველში

დილიდან მზიანში რთველი დაიწყო.
შუადღისას საწნახელი აივდო.
ყურძენს ფუტკარი დასევია.
საწნახელში ანანია ჩადგა. თხილის რტო ქუდად ხურავს და ამით იცავს მელოტს ტკბილის სურნელით გახელებულ ფუტკრისაგან. მორგვივით მრგვალი და მძიმე, სრესავს მტევნებს და მხიარულად ეგებება ახლად დაკრეფილ ყურძნით სავსე გოდრებს.
საწნახელის ვიწრო ღარიდან წვენი თქრიალით გადმოდის.
დაკლული თიკანი სასახლის წინ ჩამოჰკიდეს და გაატყავეს. სახლიდან საცერის ტკაცუნი გაისმის. კერიაზე დიდი ცეცხლი გააჩაღეს…
წითლად ჩავიდა მზე. დაეშვა ბინდი. მასპინძელმა ტაბლა დადგა, ხორაგი დაახვავა, ძველი ღვინო ხელადებით მოიტანა და რთველში დამხმარენი მოიპატიჟა.
დაილია ერთმანეთის სადღეგრძელო, ითქვა მიცვალებულთა შესანდობარი, შეისვა ვაზის და კერიის სადიდებელი.
- ეჰეი! – გასძახის ანანია, როცა მასპინძელი სავსე ყანწს გადაულოცავს.
…ნაჯაფარი და ნაქეიფარი სტუმრები გვიან დაიშალნენ.
სოფლის გზაზე ხმაურით მიდის ანანია. ქვეყანას შეჰხარის და მიიმღერის. გარემოც ალერსით ეგებება. სოფელი ისეთი კეთილი და მადლიანია, დაემხვე და ჰკოცნე მისი მიწა.
ყველა ეზოში სავსე ქვევრი დუღს და ყველა ეზოდან ტკბილის თუხთუხი ისმის. მაჭრის მათრობელა სურნელი ასდის მიწას, გამდგარა ჰაერში და ცამდე აღწევს.
ირყევა მიწა, მიბორძიკობს ანანია და მასთან ერთად ქანაობენ ხეების ჩრდილები ორღობეში, გორაკები და გორაკის წვერზე დამჯდარი მაჭრით დამთვრალი მთვარე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1388 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

KolibriOS.png
კოლიბრიოესი (KolibriOS) (აგრეთვე ცნობილია როგორც KOS-ი ან Kolibri) არის 32-ბიტიანი ოპერაციული სისტემა ინტელის x86ტიპის  ... კითხვის გაგრძელება »
Category: გასართობი | Views: 1270 | Added by: NaTia | Date: 24.02.2011

Tux.svg

ლინუქსი (Linux) წარმოადგენს მრავალფუნქციონალურ მძლავრ უფასო ოპერაციულ სისტემას, რომელიც იუნიქსის (UNIX) მაგვარი ოპერაციული სისტემების ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ოპერაციული სისტემა UNIX შეიქმნა სამოციან წლებში, კომპანია ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1268 | Added by: NaTia | Date: 24.02.2011

ბლუთუზი (ინგ. Bluetooth - ლურჯი კბილი) მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგიას წარმოადგენს. იგი საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით, ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ჯიბის კომპიუტერები,  ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1221 | Added by: NaTia | Date: 24.02.2011

კომპილატორი არის  ... კითხვის გაგრძელება »
Category: გასართობი | Views: 1167 | Added by: NaTia | Date: 24.02.2011

« 1 2 3 4 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები