ოთხშაბათი, 24.04.2024, 01:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი
„ხოდორკოვსკის საქმე - ჩვენი დროის ისტორიული მოვლენა...გუშინ მოსკოვში, რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანის, ამჟამად კი ყველაზე ცნობილი პატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის წიგნის - „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები" პრეზენტაცია გაიმართა. მედიასაშუალებების ინფორმაციით, წიგნი მაღაზიებში უკვე იყიდება და მის მიმართ ინტერესიც დიდია. 

წიგნში „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები" სტატიების კრებული „მარცხენა მოსახვევი - 1,2,3" და ცნობილი პატიმრის მიმოწერა მწერლებთან გრიგორი ჩხარტიშვილთან, ბორის სტრუგაცკისთან და ლიუდმილა ულიცკაიასთან შევიდა. 

წინასიტყვაობის ავტორი ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვია, რომელმაც წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა: „ხოდორკოვსკის საქმე ჩვენი დროის ისტორიული მოვლენა არის. ის არის ინდიკატორი ქვეყანაში მიმდინარე ბევრი, შესაძლოა, ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესისა, საკუთრების უფლებით დაწყებული და სასამართლოს დამოუკიდებლობით დამთავრებული და ა.შ. ციხიდან ხოდორკოვსკოს გამოსვლას, რაც, რა თქმა უნდა, ოდესმე მოხდება, ერთი ეპოქის დასრულებისა და სხვა ეპოქის დაწყების მნიშვნელობა ექნება." 

თუმცა, ხოდორკოვსკის ციხიდან გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, რადგან გასული წლის მიწუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 935 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011


„თანამედროვე ქართული მინიატურა
მზეო ხუციშვილი
მხოლოდ ორი დღით, 12 და 13 იანვარს, პარლამეტის ეროვნული ბიბლიოთეკის საექსპოზიციო დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოფენა წარმოადგინა, სახელწოდებით „თანამედროვე ქართული მინიატურა". გამოფენა ორი მიზეზით იყო საინტერესო: პირველი, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შუა საუკუნეების ქართული მინიატურების საუკეთესო ნიმუშები და თანამედროვე ავტორთა შემოქმედება, და მეორე - აქ ექსპონირებული იყო ირაკლი ფარჯიანის მიერ დაწერილი და დასურათებული იოანესა და მარკოზის სახარებები, რომელთაგან პირველი პირველად გამოიფინა, მეორე კი მხოლოდ ვატიკანში იყო ექსპონირებული. გამოფენა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა, თუმცა მხოლოდ ამ თემატიკის ნამუშევრებით არ შემოიფარგლებოდა.

როგორც ცნობილია, მინიატურა, როგორც ქართული ხელნაწერი წიგნის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, საუკუნეების განმავლობაში ხელნაწერ წიგნთან ერთად ვითარდებოდა. მინიატურებით ამკობდნენ როგორც სასულიერო (სახარება, ფსალმუნი), აგრეთვე საერო ხელნაწერებს. საექსპოზიციო მაგიდებსა და სტენდებზე გამოფენილი 36 ნიმუში მხატვრებისა და თანამედროვე კალიგრაფების მიერ არის შესრულებული. გამოფენაში სულ 15 ავტორი მონაწილეობდა.
გამოფენ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1460 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

« 1 2 ... 73 74 75 76 77 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები