ორშაბათი, 20.05.2024, 09:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

 

მოგიყვებით ძველ რაინდებზე რომლებიც მნიშვნელოვანი პირები იყვნენ.

საბრძოლველად შეიარაღებულ რაინდს მთელი სხეული ჯავშნით ჰქონდა დაფარული. XI საუკუნის ბოლომდე ეს იყო რკინის რგოლებისაგან მოქსოვილი ჯაჭვის პერანგი, მოგვიანებით მას ლითონის ფირფიტებისაგან გაკეთებული აბაჯრი ცვლის. ბრძოლის დროს რაინდი თავზე იხურავდა მუზარადს — რკინის ჩაფხუტს, კონუსის ფორმის მქონე ფოლადის თავსაბურავს. მუზარადი რკინის ან შუშის ბურთულით ბოლოვდება. მუზარადს თან ახლდა ლითონის ფირფიტა ცხვირის დასაცავად.
 რაინდის საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა მძიმე მახვილი და გრძელი ხის შუბი, რომბისებრი რკინის ბუნიკით. ბუნიკთან აჭედებდნენ ქსოვილისაგან დამზადებულ ემბლემას, რომელიც ქარში ფრიალებდა. რაინდი ასევე განუყრელად ატარებდა ფარს. ფარი ხისა და ტყავისაგან იყო დამზადებული, რომელიც დაფარული იყო ლითონის ფირფიტებით.ფარი ჯერ მრგვალი იყო, შემდგომში კი ისე დაგრძელდა, რომ მთლიანად ფარავდა მხედარს. ფარზე გამოსახული იყო რაინდის გერბი, რომელიც მის კეთილშობილურ წარმომავლობაზე მიუთითებდა. ამრიგად, შეიარაღებული რაინდი ცოცხალ ციხესიმაგრეს ემსგავსებოდა.რაინდად გახდომისათვის ბავშობიდანვე ემზადებოდნენ.კეთილშობილი ოჯახის ვაჟი 7 წლის რომ გახდებოდა, მიჰყავდათ სენიორის სასახლეში „სასწავლებლად". აქ იგი ეუფლებოდა სიყვარულსა და პატივისცემას ღვთისადმი, სახელმოხვეჭისადმი და ქალისადმი. სწავლობდა ნადირობას, ბრძოლის წესებსა და კანონებს, ცხენის მართვას, მახვილისა და შუბის ხმარებას. 14 წლიდა იგი ღებულობდა საჭურველთმტვირთველის წოდებას და ხდებოდა თავისი რაინდის განუყრელი თა ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1268 | Added by: Snookie | Date: 06.04.2010

„…არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი; გუმბათიანი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი. მის ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის – ხევი, ვენახიანი, ხილიანი…" (ვახუშტი ბატონიშვილი)

ფიტარეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდინარე ხრამის შენაკადის თვალწარმტაც ხეობაში, ხეობის მარჯვენა მხარეს, შემაღლებულ ბექობზე მდებარეობს. კომპლექსი ირგვლივ ხშირი ტყით დაფარული მთებით არის გარემოცული. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ რელიეფზე სოფელი ყოფილა შეფენილი, სადაც ძველი, მცირე მასშტაბის ნასახლარების ნაშთებიღაა შემორჩენილი.
 დახვეწილი ფორმებისა და შესანიშნავი რელიეფებით შემკული ეკლესიის აგების თარიღთან დაკავშირებით თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში (XIX-XX სს.) არამართებული დასკვნა არსებობდა. ტაძარს XIV საუკუნით ათარიღებდნენ, რაც კარიბჭის შიდა კედელზე მოთავსებულ ასომთავრულ წარწერაში, მოხსენიებულ მეფეთ-მეფე გიორგის – გიორგი V ბრწყინვალესთან გაიგივების ტრადიციით იყო განპირობებული. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი, ცოტა მოგვიანებით, დაადგინა აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა. მან ტაძრის სტილისტური ანალიზის საფუძველზე დაასაბუთა, რომ ფიტარეთი XII-XIII საუკუნეთა მიჯნას განეკუთვნება (მ.ბოჭოიძე). საბოლოოდ მისი აშენება თამარის შემდეგ ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს დაუკავშირეს და 1213-1222 წლებით დაათარიღეს.


ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის, სამრეკლოს, ბაქნის, გალავნისა და სხვა დამხმარე ნა ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1428 | Added by: Snookie | Date: 06.04.2010

დიდი შაბათი– იესო ქრისტეს საფლავად დადება


დიდი შაბათი – ვნების კვირის შაბათი, აღდგომის წინა დღე. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და ლოდი მიაგორა. შაბათს „შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ღაღადებდნენ ციური ძალნი: დიდება შენდა" – ქრისტე ცად ამაღლდა. ეკლესია დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს.



და ბოლოს, რათა აქაც და მარადიულ ცხოვრებაშიც თანაზიარნი გავხდეთ მაცხოვრის დიდებისა, სულის სარგო ჩვენთვის ერთი ტროპრის დასწავლაც იქნება:
 

„აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი-არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუა-ღამესა და ხმობდი: წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ".

Category: სტატიები | Views: 1141 | Added by: Snookie | Date: 06.04.2010

უპირველესად გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს ცეცხლის გადმოსვლას.ახლა კი

ცოტა რამ ამ სასწაულის შესახებ

ყოველი წლის აღდგომის წინადღეს – დიდ შაბათს – მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.
ისტორია

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.

IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.
მაცხოვრის საფლავი

მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო – კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.

მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის – სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით – 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1197 | Added by: Snookie | Date: 06.04.2010

ბევრს გსმენიათ ეგვიპტურ პირამიდებზე მაგრამ არა მგონია ბევრმა იცოდეს ჩინური პირამიდების შესახებჩინურ ისტორიაში ბევრი რამ არის ძალზედ ცნობილი მაგალითად ჩინეთის დიდი კედელი, საიმპერატორო დინასტია მაგრამ ნაკლებად ცნობილია ჩინური პირამიდები. ისინი ისეთივე დიდებია როგორიც ეგვიპტური და მათი რაოდენობა 100 ახწევს. მათი უმეტესი ნაწილი 70 მილის არეალში მდებარეობს ჩინურ ქალაქ Xi’an თან.ჩინურ პირამიდებს პირველი ფოტო 1945 წელს გადაუღეს მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. ეს პირამიდა მდებარეობდა ქალაქ Xi’an დან 60 მილის მოშორებით. ამ სურათს 45 წელი ინახავდნენ სანამ საზოგადოებას წარუდგენდნენ. აი ეს სურათი

ამ პირამიდების პირველი დიდი დათვალიერება და გადაღება მოხდა როდესაც გერმანელი მწერალი Hartwig Hausdorf ჩავიდა ჩინეთში. მან პირამიდები დაათვალიერა და გადაუღო სურათები ხოლო დაბრუნების შემდეგ დაწერა წიგნი ამ მოგზაურობის შესახებ.

 ამ პირამიდების ძირითადი მდებარეობის ძირითადი არეალებია
Qin Lin
Qin Ling
Moa Ling
Wei Ho
Shandong
Taibai Shan

ამ პირამიდებს ერთ ერთ დოკუმენტურ ფილმში "პირველი იმპერატორი” ახწერენ როგორც ჩინელი იმპერატორების სამარხებს მაგრამ მწერალი Hartwig Hausdorf აზრით ეს პირამიდები იყო კოსმოსური კავშირისთვის, მისი ამ იდეის შესახებ შეიძლება შევიტყოთ მისი წიგნიდან "Chinese Roswell”. უძველესი ნაწერები რომლებიც აღმოაჩინეს თიხის არმიასთან ახწერს როგორც მოსასვენებელ ადგილს პირველი იმპერატორისთვის (მოსვენება შეიძლება გაგებული იყოს როგორც დასვნება, დასაფლავება) ამ ადგილებში არავის ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1348 | Added by: Snookie | Date: 06.04.2010

« 1 2 ... 151 152 153 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები