სამშაბათი, 19.03.2024, 05:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

სერგო კლდიაშვილი – Sergo Kldiashvili (1893 – 1986)

გურამ ასათიანი – Guram Asatiani (1928 – 1982)

გურამ ასათიანი – სერგო კლდიაშვილი

პირველი წიგნი სერგო კლდიაშვილისა, რომელიც პირადად მე მივიღე საჩუქრად, იყო „აზნაურ ლახუნდარელის თავგადასავალი".

„შესანიშნავ ქართველ ვაჟკაცს,ჩემი იმედების მასახელებელს – ავტორისაგან", ეწერა ამ წიგნის თავფურცელზე. გასაგები უნდა იყოს თავბრუდამხვევი სიამაყის გრძნობა, რაც ამ სიტყვების წაკითხვისას შეეძლო განეცადა ცხრა წლის ბიჭს.

არ ვიცი, შევძელი თუ არა ნაწილობრივ მაინც გამემართლებინა ავტორის კეთილი იმედები, მაგრამ ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ამ დღის შემდეგჩემში დღითი დღე, წლიდან წლამდე ღრმავდებოდა განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა მისდამი.

როგორც მრავალი მკითხველი, მეც დიდად დავალებული ვარ სერგო კლდიაშვილისაგან იმის გამო, რომ ის ასეთი შესანიშნავი, ასეთი ჭკვიანი და კეთილი მწერალია. სამუდამოდ მოხიბლული ვარ მისი ადამიანური უბრალოებითა და სიფაქიზით და ასევე სადა, დახვეწილი, შინაგანი ელფერით გამდიდრებული, უტყუარი ქართული სიტყვით.

სერგო კლდიაშვილისაგან მე, როგორცჩვენი საუკუნის მრავალმა ქართველმა მკითხველმა, შევიტყვე, რომ მწერლობაში მთავარია, არა თვითმიზნური გამომგონებლობა, არა სტილიზებული თამაში მოულოდნელობებით, ეფექტური სვლებით თუ პარადოქსებით, არამედ ნამდვილის, არსებითის დაუქანცავი ძიება, არა მაცდური ბრწყინვალება, არა მოჩვენებითი მრავალმნიშვნელობა, არამედ მხატვრის ჭეშმარიტი კეთ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1468 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

სერგო კლდიაშვილი – რთველში

დილიდან მზიანში რთველი დაიწყო.
შუადღისას საწნახელი აივდო.
ყურძენს ფუტკარი დასევია.
საწნახელში ანანია ჩადგა. თხილის რტო ქუდად ხურავს და ამით იცავს მელოტს ტკბილის სურნელით გახელებულ ფუტკრისაგან. მორგვივით მრგვალი და მძიმე, სრესავს მტევნებს და მხიარულად ეგებება ახლად დაკრეფილ ყურძნით სავსე გოდრებს.
საწნახელის ვიწრო ღარიდან წვენი თქრიალით გადმოდის.
დაკლული თიკანი სასახლის წინ ჩამოჰკიდეს და გაატყავეს. სახლიდან საცერის ტკაცუნი გაისმის. კერიაზე დიდი ცეცხლი გააჩაღეს…
წითლად ჩავიდა მზე. დაეშვა ბინდი. მასპინძელმა ტაბლა დადგა, ხორაგი დაახვავა, ძველი ღვინო ხელადებით მოიტანა და რთველში დამხმარენი მოიპატიჟა.
დაილია ერთმანეთის სადღეგრძელო, ითქვა მიცვალებულთა შესანდობარი, შეისვა ვაზის და კერიის სადიდებელი.
- ეჰეი! – გასძახის ანანია, როცა მასპინძელი სავსე ყანწს გადაულოცავს.
…ნაჯაფარი და ნაქეიფარი სტუმრები გვიან დაიშალნენ.
სოფლის გზაზე ხმაურით მიდის ანანია. ქვეყანას შეჰხარის და მიიმღერის. გარემოც ალერსით ეგებება. სოფელი ისეთი კეთილი და მადლიანია, დაემხვე და ჰკოცნე მისი მიწა.
ყველა ეზოში სავსე ქვევრი დუღს და ყველა ეზოდან ტკბილის თუხთუხი ისმის. მაჭრის მათრობელა სურნელი ასდის მიწას, გამდგარა ჰაერში და ცამდე აღწევს.
ირყევა მიწა, მიბორძიკობს ანანია და მასთან ერთად ქანაობენ ხეების ჩრდილები ორღობეში, გორაკები და გორაკის წვერზე დამჯდარი მაჭრით დამთვრალი მთვარე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1382 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

იგორ სტრავინსკი (რუს.: И́горь Фёдорович Страви́нский) (*17 ივნისი1882 –  ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1253 | Added by: NaTia | Date: 24.02.2011

ბიუსტი (ფრანგ. buste < ლათ. bustum - კრემაციის ადგილი, საფლავის ძეგლი), ადამიანის გამოსახულება მკერდამდე (უმთავრესად პორტრეტული) მრგვალ ქანდაკებაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მიიღო  ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1193 | Added by: NaTia | Date: 24.02.2011

1 2 3 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები