ხუთშაბათი, 09.05.2024, 13:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » დედაქალაქის საკრებულოში ოპოზიციას შესაძლოა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზონ.
21:00
დედაქალაქის საკრებულოში ოპოზიციას შესაძლოა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზონ.

დედაქალაქის საკრებულოში ოპოზიციას შესაძლოა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზონ .
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, უახლოს მომავალში იგეგმება "დედაქალაქის – თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირება, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის საკრებულოში ფუნქციური ცვლილებები განხორციელდება.


კერძოდ, დღეს მოქმედი ნორმით, საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს, ცვლილებით კი - მოადგილეების რაოდენობა გაიზრდება.


არ არის გამორიცხულო, პარლამენტის მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა თითოეული ფარქციის წევრს შეეძლოს.


ამას გარდა, საკრებულოში იგეგმება არაერთი მუმდივმოქმედი კომისიის შექმნა, რომელთა ნაწილის ხელმძღვანელობაც, ასევე, შესაძლებელია, ოპოზიციას შესთავაზონ.


პროპორციული წესით თბილისის საკრებულოში 25 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 14 მანდატი; "ალიანსი საქართველოსთვის" - 5 მანდატი; "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 3 მანდატი; ~ეროვნული საბჭო" - 2 მანდატი; ~თოფაძე-მრეწველები" - 1 მანდატი;
რაც შეეხება მაჟორიტარი წესით არჩევნებს, თბილისში 10 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 25-ვე მანდატი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მოიპოვეს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1037 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები