ხუთშაბათი, 09.05.2024, 20:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ბაჩო ახალაიამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა .
21:02
ბაჩო ახალაიამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა .

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა .

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის საიმინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. მინისტრთან ერთად, ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, ნატო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გრიგოლ მგალობლიშვილი და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე.


ქართული დელეგაცია, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, ქალაქ ქაბულში ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა მიიღო.


მხარეებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოალიციის სარდლობამ ქართულ დელეგაციას ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

გენერალ მაკკრისტალის შეფასებით ქართველი სამხედროების მომზადების დონე მაღალია და ამერიკელი და ფრანგი სარდლები მათი მუშაობით კმაყოფილები არიან.
შემდეგ ქართული დელეგაცია ჰელმანდის პროვინციასაც ესტუმრა, სადაც ქართველი სამხედროები აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ.
"აქ ჩამოსვლის მ

იზანი იყო გვენახა, როგორ პირობებში იმყოფებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ნაწილები, რომლებიც ავღანეთშია განლაგებული.

ახლა მიმდინარეობს მათ მიერ, მისიის ძირითადი ფუნქციების საკუთარ თავზე აღების პროცესი და როგორც ამერიკელმა გენერლებმა გვითხრეს, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი შეიარაღებული ძალებით, იმ ბატალიონით რომელიც აქ მსახურობს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ბიჭებიც ძალიან კმაყოფილები არიან იმ გამოცდილებისთვის, რომელსაც ისინი აქ იღებენ და იმ ცოდნისთვის, რომელსაც ისინი აქ შეიძენენ", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ. 


საქართველოს დელეგაციის წევრების შეფასებით, ქართული არმიის ავღანეთში მყოფი ქვედანაყოფები წარმატებით ართმევენ თავს ურთულესი ოპერაციების შესრულებას და პარტნიორთა უმაღლესი ნდობით სარგებლობენ.


ამ დროისთვის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში 926 ქართველი მსახურობს. ერთი ასეული - 175 სამხედრო ქალაქ ქაბულში, ხოლო ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაშია განლაგებული. ქაბულში მდებარე ასეულის როტაცია 6-თვიანი სამსახურის შემდეგ მაისში განხორციელდა. პირველი ასეულის მიერ შესრულებით მისია უდანაკარგოდ და უმაღლესი შეფასებით დასრულდა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 980 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები