პარასკევი, 03.05.2024, 20:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » ”დათა თუთაშხია” აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა.
14:47
”დათა თუთაშხია” აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა.

”დათა თუთაშხია” აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - ”კავკასიური სახლის” მრავალფეროვან საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგამომცემლო საქმიანობას. წლების განმავლობაში ”კავკასიურმა სახლმა” არაერთი სამეცნიერო-კვლევითი, მხატვრული თუ დოკუმენტური ხასიათის წიგნი გამოსცა. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ გამომცემლობა ”კავკსიური სახლი” ცხრა ენაზე გამოსცემს სხვადასხვა ლიტერატურას, მათ შორის ჩეჩნურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ, ინგლისურ, თურქულ და სხვა ენებზე.

18 იანვარს „კავკასიურმა სახლმა” მორიგი წიგნის პრეზენტაცია გამართა. სულ ახლახანს გამოვიდ, საქართველოში მცხოვრები მწერლისა და მთარგმნელის, ემინ მახმუდოვის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი ჭაბუა ამირეჯიბის რომანი ”დათა თუთაშხია”. რამდენიმე წლის წინ ”კავკასიურმა სახლმა” ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები ”ოთარაანთ ქვრივი” ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოსცა, აზერბაიჯანული თარგმანი ემინ მახმუფოვს ეკუთნოდა. „ქართული პროზის თარგმნით ბევრი რამ შევიძინე, განსაკუთრებით კი - ამ წიგნით. ვიცოდი, რომ ქართული პროზა მდიდარი იყო, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ მას დიდი ძალაც აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებ. ღმერთს მადლობა, რომ ძალა მომცა, ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი რომანი მეთარგმნა. ბევრი დაუვიწყარი და სასიამოვნო დღე მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ დღეს, არ მგონია, ვინმე ჩემზე ბედნიერი იყოს,” - ამბობს ემინ მახმუდოვი.

უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა ”კავკასიური სახლის” მიერ აზერბაიჯანული ლიტერატურის გამოცემისა. სხვადასხვა წლებში მათ გამოსცეს: ”აზერბაიჯანული ფოლკლორი”, რომელიც კავკასიის ხალხთა მრავალტომეულში შევიდა, აზერბაიჯანული ეპოსის მნიშვნელოვანი ნიმუში ”ქოროღლი”, რომელიც ზეზვა მედულაშვილმა თარგმნა, მისივე თარგმნილია საიათნოვას ლექსები, ”აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგია”, ახალგაზრდა, ნიჭიერი ლიტერატორის ოქტაი ქაზუმოვის მიერ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნილი ქართული და აზერბაიჯანული პოეზია...

”ემინ მახმუდოვმა დიდი შრომა გასწია, რომ აზერბაიჯანელ ხალხს შესძლებოდა მშობლიურ ენაზე წაეკითხა ქართული მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი, რისთვისაც მას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. საერთოდ, ჩვენ ვეძებთ ასეთ ხალხს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს. მე ვთხოვ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს, რომ კარგად ისწავლონ ქართულიც და საკუთარი ენაც, რადგან ლიტერატურა და წიგნი არის ხალხებს შორის ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი,” - ამბობს მწერალი და ”კავკასიური სახლის” დირექტორი ნაირა გელაშვილი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1098 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები