შაბათი, 04.05.2024, 07:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » „ვიკიპედია“ 10 წლის არის.
14:49
„ვიკიპედია“ 10 წლის არის.


„ვიკიპედია15 იანვარს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვიკიპედიის იუბილე აღინიშნა. საქართველოში საიუბილეო ღონისძიება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ღია კონფერენციის სახით ჩატარდა, რომელიც „ვიკიპედიის" შექმნიდან მეათე წლისთავსა და არაკომერციული ოგანიზაცია „ვიკიმედია საქართველოს" წარდგენას მიეძღვნა.

როგორც ცნობილია, თავისუფალი ენციკლოპედია „ვიკიპედია" 2001 წლის 15 იანვარს შეიქმნა, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა. ეს არის პროექტი, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტის მიზანია, შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. პროექტის ორგანიზატორია ამერიკული ფონდი ვიკიმედია, ხოლო საქართველოში პროექტის განვითარებაზე „ვიკიმედია საქართველო" იზრუნებს. ვიკიპედიის ავტორები, უმეტესწილად, მოხალისეები არიან, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. ასობით მილიონი ადამიანი სარგებლობს ვიკიპედიით, რომელიც მრავალ ენაზე არსებობს, მათ შორის ქართულად. ის მსოფლიოში 10 ყველაზე პოპულარულ ვებსაიტს მიეკუთვნება. საიტის დამაარსებელია ამერიკელი ჯიმი უელსი. ღონისძიება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სწორედ ჯიმი უელსის ვიდეომიმართვის ჩვენებით დაიწყო, რომელშიც იგი ვიკიპედიის ისტორიაზე, მის აწმყოსა და მომავლის პერსპექტივებზე საუბრობს.

ჯიმი უელსის მიმართვის შემდეგ ქართული ვიკიპედიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პროექტი, რომელშიც სრულად იყო აღწერილი ვიკიპედიის სტრუქტურა, საზოგადოებას გააცნეს ლიცენზია, რომლითაც ვიკიპედიის შინაარსი ვრცელდება და ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც „ვიკიპედია" იყენებს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ვიკიმედია საქართველომ და გამომცემლობა „დიოგენემ" ვიკიპედიის შექმნიდან მეათე წლისთავის აღსანიშნავად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ხუთ ნომინაციაში ჩატარდება - ყველაზე მეტი სტატიის ავტორი, საუკეთესო სტატიის(ების) ავტორი, საუკეთესო სტატიის ავტორი, საუკეთესო ნათარგმნი სტატია უცხოენოვანი ვიკიდან, ხოლო მეხუთე ნომინაცია ჯერ-ჯერობით სიურპრიზად რჩება. კონკურსიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ვიკიპედიის - www.ka.wikipedia.org გვერდებზე იქნება ხელმისაწვდომი.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და Skype-ის საშუალებით მოხდა კავშირის დამყარება უცხოელ ვიკიპედიელებთან, მათ შორის რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, აზერბაიჯანში, რაც ქვეყნებს შორის ერთგვარი ტელეხიდი იყო.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1094 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები